პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდა, დავიწყო აქ ლპობა" - ვოვა არუთინიანის წერილი და საჩუქრები ჭიათურელი უმწეოებისთვის
"არ მინდა, დავიწყო აქ ლპობა" - ვოვა არუთინიანის წერილი და საჩუქრები ჭიათურელი უმწეოებისთვის

ჟურ­ნალ­მა "გზამ" ამ ცოტა ხნის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ვოვა არუ­თი­ნი­ა­ნის ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილს.

ჟურ­ნა­ლი ამ­ჯე­რად კი­დევ ერთ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:

"კი­დევ ერთხელ და­ზუს­ტე­ბით მინ­და ვთქვა, არ გვაქვს იმა­ზე პრე­ტენ­ზია, რომ არუ­თი­ნი­ა­ნის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა ვამ­ტკი­ცოთ, თუმ­ცა, მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში არა­ერ­თხელ გა­მო­ით­ქვა აზრი, რომ ვოვა არუ­თი­ნი­ა­ნი, რო­გორც "და­ბა­ლი ღობე", ისე გა­მო­ი­ყე­ნეს ამე­რი­კის წი­ნა­შე "რე­ვე­რან­სის­თვის"...

როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დია ინ­ტე­რე­სი, კი­თხვებს აქვს ლე­გი­ტი­მუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დოს არუ­თი­ნი­ა­ნის საქ­მე სა­ხელ­მწი­ფო პი­რე­ბის სურ­ვი­ლით? რა­ტომ არ ცდი­ლო­ბენ ამას თუნ­დაც, პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი ან ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლე­ბი?

როცა "გზამ" ვოვა არუ­თი­ა­ნი­ან­ზე ბოლო წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ჟურ­ნა­ლის ეს ნო­მე­რი უვა­დო პა­ტიმ­რის დე­დას, ან­ჟე­ლა არუ­თი­ნი­ანს ავ­ტო­ბუ­სის გამ­ცი­ლე­ბელ­მა უჩ­ვე­ნა თურ­მე (ვო­ვას და ან­ჟე­ლას თბი­ლის­ში თით­ქმის ყვე­ლა იც­ნობს). ქალ­ბა­ტონ­მა ან­ჟე­ლამ ჩემი სა­ტე­ლე­ფო­ნო ნო­მე­რი მო­ი­ძია და და­მი­რე­კა. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი იყო:

- ბა­ტო­ნო რო­ლანდ, მე ვოვა არუ­თი­ნი­ა­ნის დედა ვარ და თქვე­ნი წე­რი­ლი ვნა­ხე "გზა­ში". ჩემ­მა შვილ­მა თქვენ­თან გა­მო­მა­ტა­ნა სუ­ვე­ნი­რე­ბი, რო­მე­ლიც იმ მო­ხუ­ცებს მინ­და მი­უ­ტა­ნოთ, უფა­სო სა­სა­დი­ლო­ში რომ იკ­ვე­ბე­ბი­ან".

...

სუ­ვე­ნი­რებ­თან ერ­თად კონ­ვერ­ტში წე­რი­ლი იდო...

ამო­ნა­რი­დი წე­რი­ლი­დან:

"თბი­ლი­სის მე-7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მე-11 წე­ლია ვზი­ვარ... ვცდი­ლობ, არ გა­და­ვიქ­ცე აქ გა­თი­შულ, უტვი­ნო, უვარ­გის არ­სე­ბად. ყო­ველ­დღე ვმუ­შა­ობ, ვა­კე­თებ ნივ­თებ­სა და პორ­ტრე­ტებს, ვვარ­ჯი­შობ. ვცდი­ლობ რა­ი­მე ახა­ლი ვის­წავ­ლო, ახალ ამ­ბებს ვის­მენ ტე­ლე­ვი­ზი­ი­თა და რა­დი­ო­თი, ვკი­თხუ­ლობ გა­ზე­თებს... უსაქ­მუ­რად ნამ­დვი­ლად არ ვზი­ვარ. არ მინ­და, და­ვი­წყო აქ ლპო­ბა, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე მო­რა­ლუ­რად! მე ისევ ის ადა­მი­ა­ნი ვარ!

თქვენ, ჟურ­ნა­ლის­ტებს უზარ­მა­ზა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­გაჩ­ნი­ათ... თუ მა­ს­მე­დია ვინ­მე­თი ინ­ტე­რეს­დე­ბა, მერე იმას ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ. თქვენ ურო­ე­ბი­ვით ხართ: კარ­ზე რომ და­უ­კა­კუ­ნებთ, ჩი­ნოვ­ნი­კებს კარ­გად ეს­მით მერე..."

სტა­ტია იხი­ლეთ სრუ­ლად ჟურ­ნალ "გზის" 25 აგ­ვის­ტოს ნო­მერ­ში

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "შე­მიშ­ვებთ ცი­ხე­ში, კახი ბა­ტო­ნო?!" - რა მი­წე­რა ვოვა არი­თი­ნი­ან­მა ჟურ­ნალ "გზის" ჟურ­ნა­ლისტს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"არ მინდა, დავიწყო აქ ლპობა" - ვოვა არუთინიანის წერილი და საჩუქრები ჭიათურელი უმწეოებისთვის

"არ მინდა, დავიწყო აქ ლპობა" - ვოვა არუთინიანის წერილი და საჩუქრები ჭიათურელი უმწეოებისთვის

ჟურნალმა "გზამ" ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხებოდა ვოვა არუთინიანის ციხიდან გამოგზავნილ წერილს.

ჟურნალი ამჯერად კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

"კიდევ ერთხელ დაზუსტებით მინდა ვთქვა, არ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ არუთინიანის უდანაშაულობა ვამტკიცოთ, თუმცა, მედიასა და სოციალურ სივრცეში არაერთხელ გამოითქვა აზრი, რომ ვოვა არუთინიანი, როგორც "დაბალი ღობე", ისე გამოიყენეს ამერიკის წინაშე "რევერანსისთვის"...

როცა საზოგადოებაში დიდია ინტერესი, კითხვებს აქვს ლეგიტიმური საფუძველი, რატომ არ შეიძლება გადაიხედოს არუთინიანის საქმე სახელმწიფო პირების სურვილით? რატომ არ ცდილობენ ამას თუნდაც, პოლიტიკური სუბიექტები ან ადამიანთა უფლებათა დამცველები?

როცა "გზამ" ვოვა არუთიანიანზე ბოლო წერილი გამოაქვეყნა, ჟურნალის ეს ნომერი უვადო პატიმრის დედას, ანჟელა არუთინიანს ავტობუსის გამცილებელმა უჩვენა თურმე (ვოვას და ანჟელას თბილისში თითქმის ყველა იცნობს). ქალბატონმა ანჟელამ ჩემი სატელეფონო ნომერი მოიძია და დამირეკა. ჩვენი საუბარი დაახლოებით ასეთი იყო:

- ბატონო როლანდ, მე ვოვა არუთინიანის დედა ვარ და თქვენი წერილი ვნახე "გზაში". ჩემმა შვილმა თქვენთან გამომატანა სუვენირები, რომელიც იმ მოხუცებს მინდა მიუტანოთ, უფასო სასადილოში რომ იკვებებიან".

...

სუვენირებთან ერთად კონვერტში წერილი იდო...

ამონარიდი წერილიდან:

"თბილისის მე-7 დაწესებულებაში მე-11 წელია ვზივარ... ვცდილობ, არ გადავიქცე აქ გათიშულ, უტვინო, უვარგის არსებად. ყოველდღე ვმუშაობ, ვაკეთებ ნივთებსა და პორტრეტებს, ვვარჯიშობ. ვცდილობ რაიმე ახალი ვისწავლო, ახალ ამბებს ვისმენ ტელევიზიითა და რადიოთი, ვკითხულობ გაზეთებს... უსაქმურად ნამდვილად არ ვზივარ. არ მინდა, დავიწყო აქ ლპობა, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად! მე ისევ ის ადამიანი ვარ!

თქვენ, ჟურნალისტებს უზარმაზარი ძალაუფლება გაგაჩნიათ... თუ მასმედია ვინმეთი ინტერესდება, მერე იმას ყურადღებას აქცევენ. თქვენ უროებივით ხართ: კარზე რომ დაუკაკუნებთ, ჩინოვნიკებს კარგად ესმით მერე..."

სტატია იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 25 აგვისტოს ნომერში

ასევე წაიკითხეთ: "შემიშვებთ ციხეში, კახი ბატონო?!" - რა მიწერა ვოვა არითინიანმა ჟურნალ "გზის" ჟურნალისტს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი