მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიანა ისაკაძის კონცერტს ანაკლიაში მხოლოდ "შერჩეული" მსმენელი დაესწრება
ლიანა ისაკაძის კონცერტს ანაკლიაში მხოლოდ "შერჩეული" მსმენელი დაესწრება

წელს პირ­ვე­ლად, ანაკ­ლი­ა­ში ლი­ა­ნა ისა­კა­ძის კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი" გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით მო­ე­წყო­ბა. "ლა­ივპ­რესს" გუ­ბერ­ნი­ის კულ­ტუ­რის სა­კი­თხე­ბის კუ­რა­ტორ­მა ლალი ჯან­ჯღა­ვამ უთხრა, რომ კონ­ცერტს რი­გი­თი მსმე­ნე­ლი ვერ და­ეს­წრე­ბა.

"კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა ანაკ­ლი­ის ცი­ხე­სი­მაგ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც მხო­ლოდ 250 ადა­მი­ა­ნი ეტე­ვა. მე ვარ კულ­ტუ­რის კუ­რა­ტო­რი რე­გი­ონ­ში და ვიცი ის სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა და­ეს­წრონ კონ­ცერტს", - ამ­ბობს ლალი ჯან­ჯღა­ვა.

ლალი ჯან­ჯღა­ვას თქმით, "მო­საწ­ვე­ვე­ბი გა­ეგ­ზავ­ნათ მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს, მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, მუ­ზე­უ­მე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს. ასე­ვე, გამ­გებ­ლებს, საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებს, პრეს­სამ­სა­ხუ­რებს. იქ ისე­თი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს, რომ მა­ღა­ლი კულ­ტუ­რა ქონ­დეს მოს­მე­ნის, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. ასეთ სა­ღა­მო­ებ­ზე ვცდი­ლობთ, რომ მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი. და­ხუ­რულ სა­ღა­მო­ზე ყვე­ლა მსურ­ვე­ლი ვერ მოხ­ვდე­ბა, ეს არ არის ღო­ნის­ძი­ე­ბა ღია ცის ქვეშ", - თქვა ლალი ჯან­ჯღა­ვამ.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ლიანა ისაკაძის კონცერტს ანაკლიაში მხოლოდ "შერჩეული" მსმენელი დაესწრება

ლიანა ისაკაძის კონცერტს ანაკლიაში მხოლოდ "შერჩეული" მსმენელი დაესწრება

წელს პირველად, ანაკლიაში ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" გაიმართება, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით მოეწყობა. "ლაივპრესს" გუბერნიის კულტურის საკითხების კურატორმა ლალი ჯანჯღავამ უთხრა, რომ კონცერტს რიგითი მსმენელი ვერ დაესწრება.

"კონცერტი გაიმართება ანაკლიის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ 250 ადამიანი ეტევა. მე ვარ კულტურის კურატორი რეგიონში და ვიცი ის საჭირო ადამიანები, რომლებიც უნდა დაესწრონ კონცერტს", - ამბობს ლალი ჯანჯღავა.

ლალი ჯანჯღავას თქმით, "მოსაწვევები გაეგზავნათ მუსიკალური განათლების მქონე ადამიანებს, მუსიკალური სკოლების ხელმძღვანელებს, მუზეუმების თანამშრომლებს, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებს. ასევე, გამგებლებს, საკრებულოების თავმჯდომარეებს, პრესსამსახურებს. იქ ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომ მაღალი კულტურა ქონდეს მოსმენის, იმიტომ, რომ ძალიან სპეციფიური ღონისძიებაა. ასეთ საღამოებზე ვცდილობთ, რომ მაღალი კულტურის ადამიანები იყვნენ შეკრებილები. დახურულ საღამოზე ყველა მსურველი ვერ მოხვდება, ეს არ არის ღონისძიება ღია ცის ქვეშ", - თქვა ლალი ჯანჯღავამ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა