პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთაშორისო გამჭვირვალობა": "სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს"
"საერთაშორისო გამჭვირვალობა": "სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს"

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო­ში" მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად დე­პუ­ტატ სოსო ჯაჭვლი­ა­ნის წარ­დგე­ნა კო­რუფ­ცი­ის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს.

რო­გორც "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს" გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, დღეს გა­მარ­თულ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის" ფარ­გლებ­ში ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო შპს-ს შექ­მნა იგეგ­მე­ბა, რომ­ლის ამო­ცა­ნა კუ­რორტ თეთ­ნულ­დის გან­ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ასე­ვე თქვა, რომ ამ კომ­პა­ნი­ას სა­თა­ვე­ში სოსო ჯაჭვლი­ა­ნი ჩა­უდ­გე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა.

სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბის არ­სე­ბო­ბა თა­ვის­თა­ვად მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა გან­ვი­თა­რე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში. თუმ­ცა, ასე­ვე აღი­ა­რე­ბუ­ლია მსგავს კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­ის რის­კე­ბი, რაც მათი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­თა­ნა­დოდ რე­გუ­ლი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­შობს. სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­თვის მო­წი­ნა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პი მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და მე­ნე­ჯმენ­ტში პო­ლი­ტი­კუ­რი (პარ­ტი­უ­ლი) ჩა­რე­ვის პრე­ვენ­ცი­აა.

სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი მთა­ვა­რი კო­რუფ­ცი­უ­ლი საფრ­თხე ის არის, რომ ეს კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ას­თან ან მთავ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის "და­ჯილ­დო­ე­ბის" ინ­სტრუ­მენ­ტად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცნენ ნაც­ვლად იმი­სა, რომ მათი საქ­მი­ა­ნო­ბა ლე­გი­ტი­მუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­კენ იყოს მი­მარ­თუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ის სწო­რედ ამ­გვარ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ეჭვს აჩენს ბა­ტო­ნი ჯაჭვლი­ა­ნის წარ­დგე­ნა ხსე­ნე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რად­გან გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუ რა კრი­ტე­რი­უ­მით შე­არ­ჩია ის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ყო­ფი­ლი ლი­დე­რის და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის და­ნიშ­ვნას სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ერ­თგვა­რი ტენ­დენ­ცი­ის სა­ხეს იღებს. შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე გა­ვიხ­სე­ნოთ ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­საქ­მე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ებ­ში 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" მსგავ­სი ეჭ­ვე­ბი გა­მოთ­ქვა 2015 წელს "თბი­ლი­სის მე­წარ­მე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბის ცენ­ტრის" შექ­მნის და მის ხელ­მძღვა­ნე­ლად ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე. მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პრობ­ლე­მუ­რო­ბა­ზე ისიც მე­ტყვე­ლებს, რომ ცენ­ტრი და­არ­სე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე გა­უქ­მდა. სა­ხელ­მწი­ფოს კი არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია მო­ნი­ტო­რინ­გი, თუ რამ­დე­ნად ეფექტრუ­რად და­ი­ხარ­ჯა ცენ­ტრის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 2 მი­ლი­ო­ნი ლარი.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" მო­მა­ვალ თვე­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნებს დე­ტა­ლურ რე­კო­მენ­და­ცი­ებს სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო­ებ­ში კო­რუფ­ცი­ის რის­კე­ბის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, რომ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით და ცხა­დი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა რო­გორც კო­რუფ­ცი­ის, ისე სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სე­ბის არა­ე­ფექ­ტუ­რად გან­კარ­გვის რის­კი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა": "სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა": "სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაშია ნათქვამი, დღეს გამართულ საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ფარგლებში ახალი სახელმწიფო შპს-ს შექმნა იგეგმება, რომლის ამოცანა კურორტ თეთნულდის განვითარება იქნება.

"პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ამ კომპანიას სათავეში სოსო ჯაჭვლიანი ჩაუდგება, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეა.

სახელმწიფო კომპანიების არსებობა თავისთავად მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში. თუმცა, ასევე აღიარებულია მსგავს კომპანიებთან დაკავშირებული კორუფციის რისკები, რაც მათი საქმიანობის სათანადოდ რეგულირების აუცილებლობას წარმოშობს. სახელმწიფო კომპანიების მართვის მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი მათ საქმიანობასა და მენეჯმენტში პოლიტიკური (პარტიული) ჩარევის პრევენციაა.

სახელმწიფო კომპანიებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი კორუფციული საფრთხე ის არის, რომ ეს კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მმართველი პარტიასთან ან მთავრობასთან დაკავშირებული პირების "დაჯილდოების" ინსტრუმენტად შეიძლება იქცნენ ნაცვლად იმისა, რომ მათი საქმიანობა ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებისკენ იყოს მიმართული. სახელმწიფო კომპანიის სწორედ ამგვარ ინსტრუმენტად გამოყენების ეჭვს აჩენს ბატონი ჯაჭვლიანის წარდგენა ხსენებულ თანამდებობაზე, რადგან გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია ის საქართველოს მთავრობამ. თუ გავიხსენებთ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის დავით საგანელიძის დანიშვნას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ერთგვარი ტენდენციის სახეს იღებს. შეიძლება ასევე გავიხსენოთ ყოფილი მმართველი პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი პოლიტიკოსების დასაქმება თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მსგავსი ეჭვები გამოთქვა 2015 წელს "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" შექმნის და მის ხელმძღვანელად ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნის თაობაზე. მსგავსი გადაწყვეტილების პრობლემურობაზე ისიც მეტყველებს, რომ ცენტრი დაარსებიდან ერთი წლის თავზე გაუქმდა. სახელმწიფოს კი არ განუხორციელებია მონიტორინგი, თუ რამდენად ეფექტრურად დაიხარჯა ცენტრის დაფინანსებისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მომავალ თვეში გამოაქვეყნებს დეტალურ რეკომენდაციებს სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის რისკების პრევენციასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო კომპანიების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესის საშუალებით და ცხადი კრიტერიუმების საფუძველზე იქნეს მიღებული. სხვა შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც კორუფციის, ისე სახელმწიფო რესურსების არაეფექტურად განკარგვის რისკი", - ნათქვამია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."