პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი - უნდა გავთავისუფლდეთ სტერეოტიპისგან, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია
 ლევან ბერძენიშვილი - უნდა გავთავისუფლდეთ სტერეოტიპისგან, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია

"რეს­პუბ­ლი­კურ­მა პარ­ტი­ამ" ქალი მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი წა­რად­გი­ნა. მა­ჟო­რი­ტა­რი კან­დი­და­ტე­ბი პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა.

"ჩვე­ნი სლო­გა­ნი სა­არ­ჩევ­ნოდ გახ­ლავთ "გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ". უნდა გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ ბევ­რი რა­მი­სა­გან, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სტე­რე­ო­ტი­პე­ბის­გან, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის­გან. ერთ-ერთი სტე­რე­ო­ტი­პი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ქა­ლის ად­გი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში არ არის, რომ მისი ად­გი­ლი არის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, რაც ღრმად არას­წო­რი აზრი გახ­ლავთ. მეტი ქალი პო­ლი­ტი­კა­ში - ეს არის ლო­ზუნ­გი, დე­ვი­ზი, რომ­ლი­თაც ჩვენ დღეს გა­მოვ­დი­ვართ. რას ნიშ­ნავს მეტი ქალი - ეს ნიშ­ნავს მეტ სიმ­ტკი­ცეს, მეტ სირ­ბი­ლეს ამა­ვე დროს მო­პყრო­ბა­ში, მეტ სო­ლი­და­რო­ბას, ეს ნიშ­ნავს მშვი­დო­ბას, ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის პრობ­ლე­მე­ბის უკე­თეს და­ნახ­ვას, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს ნიშ­ნავს კონ­კუ­რენ­ცი­ას მა­მა­კა­ცებ­სა და ქა­ლებს შო­რის, რომ­ლის დრო­საც იზ­რდე­ბა ხა­რის­ხი პო­ლი­ტი­კა­ში", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან" ქალი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი არი­ან: ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე - 69-ე ოლ­ქში, ბა­თუ­მი; ლელა ებ­რა­ლი­ძე - 61-ე ოლქი, ფოთი; ნინო გო­გუ­ა­ძე - 59-ე ოლქი, ოზურ­გე­თი; ნატო ქა­თა­მა­ძე - 48-ე ოლქი, ქუ­თა­ი­სი; თინა ხი­და­შე­ლი - 52-ე ოლქი, ზეს­ტა­ფო­ნი; ირი­ნა გე­ლაშ­ვი­ლი - 43-ე ოლქი, ხა­შუ­რი; ლია რო­ი­ნიშ­ვი­ლი - 38-ე ოლქი, დუ­შე­თი, ყაზ­ბე­გი, თი­ა­ნე­თი; თა­მარ ხი­და­შე­ლი - მე-4 ოლქი, სა­ბურ­თა­ლო; თა­მარ კორ­ძა­ია - 1-ლი ოლქი, მთაწ­მინ­და.

"მე უბედ­ნი­ე­რე­სი კაცი ვარ, რომ შე­მიძ­ლია ეს ცხრა ადა­მი­ა­ნი წარ­მო­ვად­გი­ნო. თავს ვგრძნობ აპო­ლო­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მელ­მაც 9 მუზა წარ­მო­ად­გი­ნა. ამ მუ­ზე­ბის ად­გი­ლი არის პო­ლი­ტი­კა­ში, ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კა­ში", - დას­ძი­ნა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ალექს
0

უი, ცხენი თავლიდან გამოსულა , ტროას ცხენი !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ლევან ბერძენიშვილი - უნდა გავთავისუფლდეთ სტერეოტიპისგან, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია

 ლევან ბერძენიშვილი - უნდა გავთავისუფლდეთ სტერეოტიპისგან, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია

"რესპუბლიკურმა პარტიამ" ქალი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარი კანდიდატები პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა დაასახელა.

"ჩვენი სლოგანი საარჩევნოდ გახლავთ "გავთავისუფლდეთ". უნდა გავთავისუფლდეთ ბევრი რამისაგან, უპირველეს ყოვლისა, სტერეოტიპებისგან, მოძველებული აზროვნებისგან. ერთ-ერთი სტერეოტიპი გვეუბნება, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, რომ მისი ადგილი არის სამზარეულოში, რაც ღრმად არასწორი აზრი გახლავთ. მეტი ქალი პოლიტიკაში - ეს არის ლოზუნგი, დევიზი, რომლითაც ჩვენ დღეს გამოვდივართ. რას ნიშნავს მეტი ქალი - ეს ნიშნავს მეტ სიმტკიცეს, მეტ სირბილეს ამავე დროს მოპყრობაში, მეტ სოლიდარობას, ეს ნიშნავს მშვიდობას, ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემების უკეთეს დანახვას, მრავალფეროვნებას, ბოლოს და ბოლოს, ეს ნიშნავს კონკურენციას მამაკაცებსა და ქალებს შორის, რომლის დროსაც იზრდება ხარისხი პოლიტიკაში", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტიიდან" ქალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ხათუნა სამნიძე - 69-ე ოლქში, ბათუმი; ლელა ებრალიძე - 61-ე ოლქი, ფოთი; ნინო გოგუაძე - 59-ე ოლქი, ოზურგეთი; ნატო ქათამაძე - 48-ე ოლქი, ქუთაისი; თინა ხიდაშელი - 52-ე ოლქი, ზესტაფონი; ირინა გელაშვილი - 43-ე ოლქი, ხაშური; ლია როინიშვილი - 38-ე ოლქი, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი; თამარ ხიდაშელი - მე-4 ოლქი, საბურთალო; თამარ კორძაია - 1-ლი ოლქი, მთაწმინდა.

"მე უბედნიერესი კაცი ვარ, რომ შემიძლია ეს ცხრა ადამიანი წარმოვადგინო. თავს ვგრძნობ აპოლონის მდგომარეობაში, რომელმაც 9 მუზა წარმოადგინა. ამ მუზების ადგილი არის პოლიტიკაში, ისინი იქნებიან პოლიტიკაში", - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.

"ხვალ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტოს, გახარია იძულებული იქნება დატოვოს პოსტი და წავიდეს"

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიორგი ვაშაძე

თინა ხიდაშელი: "ივანიშვილმა შემოგვთავაზა სია, რომელიც გახმოვანებაა ფორმულის - რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით"