საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი ქვეყანაა მშობიარობისთვის.
ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 20-25 ქალი კვდება ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემებით. მათგან 3-4 თინეიჯერი გოგონაა. მსოფლიო ბანკის 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზით გარდაცვლილ დედათა რაოდენობა 36-ია. ამ მაჩვენებლით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. მას მოსდევს რუმინეთი - 31 მსხვერპლით (100 000 ადამიანზე), სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი - 25 და ა.შ.
რა არის ამის მიზეზი?
- დაბალი სქესობრივი განათლება - სკოლაში არ არის სქესობრივი განათლების საგანი; მშობლების 83% არ ესაუბრება 18 წლამდე შვილებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე
- 19 წლამდე ასაკის გოგონებში ორსულობის მაღალი მაჩვენებელი - ორსულების 10% თინეიჯერია, ამასთან თინეიჯერები მშობიარობასთან დაკავშირებული მიზეზით გარდაცვლილი ქალების 16%-ს შეადგენენ
- არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება
რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
- სკოლებსა და ოჯახებში სქესობრი განათლების გაუმჯობესება
- სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, განსაკუთრებით სასოფლო ტიპის დასახლებებში
- კონტრაცეპციის თანამედროვე მეთოდების დანერგვა
წყარო: JumpStart Georgia
გამოყენებული ინფორმაცია: მსოფლიო ბანკი, 2015
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
"კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში", 2013