საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს "ზუმბა" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე: "მსოფლიო დონის წარმატებული მოღვაწე და დიდი ხნის უნახავი სასურველი მეგობარი"
რას წერს "ზუმბა" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე: "მსოფლიო დონის წარმატებული მოღვაწე და დიდი ხნის უნახავი სასურველი მეგობარი"

მუ­სი­კო­სი ზაზა კო­რინ­თე­ლი, იგი­ვე ზუმ­ბა ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის "არტ გე­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ოჯახ­თან ერ­თად კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, სან ხო­სე­ში ცხოვ­რობს.

ცოტა ხნის წინ მან ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ვრცე­ლი პოს­ტი და­წე­რა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­ზიტ­ზე და მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"კი­დევ ერთხელ მო­გე­სალ­მე­ბით, ჩემო მე­გობ­რე­ბო და ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბო. მთე­ლი გუ­ლით გე­ტყვით, რომ მიყ­ვარ­ხართ და ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რეთ. სა­ნამ ჩემი სამ­შობ­ლოს­თვის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი ფუთ­ფუთს და­ი­წყე­ბენ, ახა­ლი ჭო­რე­ბის გა­მო­გო­ნე­ბას და ხალ­ხში გავ­რცე­ლე­ბას შე­ეც­დე­ბი­ან, მსურს ისე­თი პოს­ტი დავ­წე­რო, რომ ასე­ვე შე­სა­ბა­მის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­საც გა­ვუ­ად­ვი­ლო შრო­მა, ზედ­მე­ტი წერ­ტილ-მძი­მის ჩას­წო­რე­ბის გა­რე­შეც შეს­ძლონ და­კო­პი­რე­ბა და სურ­ვი­ლი­სა­მებრ, პირ­და­პირ "რედ"-აქ­ცი­ა­ში მი­ტა­ნა.

მარ­ტი­ვად შე­ვეც­დე­ბი ავ­ხსნა თუ რა­ტომ უნდა მო­გინ­დეს შუ­ა­გულ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ი­ა­რო რა­მო­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მილი და შეხ­ვდე წარ­მა­ტე­ბულ ამე­რი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან ძველ ეთ­ნი­კუ­რად უკ­რა­ი­ნელ ამე­რი­კელს და ასო­ბით ახალ ემიგ­რანტს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს დიდი ფეს­ტი­ვა­ლით აღ­ნიშ­ნა­ვენ, ასე­ვე შეხ­ვდე მათ სა­ხალ­ხო გმირს ნა­დია სავ­ჩენ­კოს, ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ი­სა და კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­თა სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს და მათ­თან ერ­თად იზე­ი­მო მოძ­მე ქვეყ­ნის, უკ­რა­ი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლი, რა­საც, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ყო­ველ­წლი­უ­რად ვა­კე­თებ ხოლ­მე. რაც ასე­ვე მთა­ვა­რია, ისარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და შეხ­ვდე ფეს­ტი­ვალ­ზე უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან ჩა­მო­სულ ოდე­სის ოლ­ქის ამ­ჟა­მინ­დელ გუ­ბერ­ნა­ტორს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რო­მე­ლიც ჩემი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მსოფ­ლიო დო­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე და დიდი ხნის უნა­ხა­ვი სა­სურ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი­ცაა. აქ, შეგ­ნე­ბუ­ლად, მისი მმარ­თვე­ლო­ბის დრო­ინ­დელ შეც­დო­მებ­ზე და ხარ­ვე­ზებ­ზე არ ვსა­უბ­რობ, რაც გავ­ლილ­მა დრომ ისე­დაც ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა.

საქ­მე, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა და დიდ ჩაკ­ვირ­ვე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს:

- რო­დე­საც ასე­თი შეხ­ვედ­რა სრუ­ლი­ად უან­გა­როდ, მხო­ლოდ ერ­თმა­ნე­თი­სად­მი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით, სიყ­ვა­რუ­ლით და სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბით ხდე­ბა.

- რო­დე­საც ამა­ყი ხარ იმით, რომ მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან პუბ­ლი­კას ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­სას­წა­ულს ქარ­თვე­ლე­ბის სა­ხე­ლით ერ­თად ულო­ცავთ.

- რო­დე­საც უკ­რა­ი­ნულ ფეს­ტი­ვალ­ზე მო­სულ ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­საც ერ­თად ხვდე­ბით.

- რო­დე­საც ამ შეხ­ვედ­რის მცი­რე თა­ვი­სუ­ფალ დრო­საც კი არა­ფერს პი­რა­დულს, მხო­ლოდ შენი ქვეყ­ნის უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას და შეც­დო­მე­ბის ანა­ლიზს უთ­მობ.

- რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თის­გან და სამ­შობ­ლოს­გან შორს მყო­ფე­ბი, ერ­თმა­ნე­თის და სხვა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლის და სი­ახ­ლე­ე­ბის გა­მო­კი­თხვა­საც ძლივს ას­წრებ.

მაგ­რამ თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­შობ­ლოს არა მოყ­ვა­რუ­ლი და არ მო­სურ­ნე პოსტ-საბ­ჭო­თა აზ­როვ­ნე­ბა ამას მა­ინც ვერ ან არ გა­ი­გებს. ამი­ტომ აქ ვწყვეტ წე­რას. გე­ტყვით მხო­ლოდ ერთს, ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ, ვიშ­რო­მოთ თავ­და­უ­ზო­გა­ვად, ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­დეს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა! ამ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბის მერე სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლა გარ­და­უ­ვა­ლია. ის შედ­გე­ბა თა­ვი­სი უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რი­თა და ტრა­დი­ცი­ე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე, წარ­მა­ტე­ბულ, სა­ა­მა­ყო სა­ხელ­მწი­ფოდ, რომ­ლის რღვე­ვას უკვე ვე­რა­ვინ და ვე­ღა­რა­ფე­რი შეს­ძლებს!" - წერს ფე­ის­ბუქ გვერ­დზე მუ­სი­კო­სი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

რას წერს "ზუმბა" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე: "მსოფლიო დონის წარმატებული მოღვაწე და დიდი ხნის უნახავი სასურველი მეგობარი"

რას წერს "ზუმბა" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე: "მსოფლიო დონის წარმატებული მოღვაწე და დიდი ხნის უნახავი სასურველი მეგობარი"

მუსიკოსი ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა ბოლო რამდენიმე წელია საქართველოდან წავიდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მუსიკალური ფესტივალის "არტ გენის" დამფუძნებელი ოჯახთან ერთად კალიფორნიაში, სან ხოსეში ცხოვრობს.

ცოტა ხნის წინ მან ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელი პოსტი დაწერა კალიფორნიაში საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტზე და მასთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა:

"კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო და ძვირფასო თანამემამულეებო. მთელი გულით გეტყვით, რომ მიყვარხართ და ძალიან მომენატრეთ. სანამ ჩემი სამშობლოსთვის არაკეთილმოსურნე შესაბამისი ორგანოები ფუთფუთს დაიწყებენ, ახალი ჭორების გამოგონებას და ხალხში გავრცელებას შეეცდებიან, მსურს ისეთი პოსტი დავწერო, რომ ასევე შესაბამის საინფორმაციო სააგენტოებსაც გავუადვილო შრომა, ზედმეტი წერტილ-მძიმის ჩასწორების გარეშეც შესძლონ დაკოპირება და სურვილისამებრ, პირდაპირ "რედ"-აქციაში მიტანა.

მარტივად შევეცდები ავხსნა თუ რატომ უნდა მოგინდეს შუაგულ კალიფორნიაში მეგობრებთან ერთად გაიარო რამოდენიმე ასეული მილი და შეხვდე წარმატებულ ამერიკულ საზოგადოებას, მრავალათასიან ძველ ეთნიკურად უკრაინელ ამერიკელს და ასობით ახალ ემიგრანტს, რომლებიც თავიანთი ისტორიული სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს დიდი ფესტივალით აღნიშნავენ, ასევე შეხვდე მათ სახალხო გმირს ნადია სავჩენკოს, ინტელიგენციისა და კულტურის მოღვაწეთა სხვა წარმომადგენლებს და მათთან ერთად იზეიმო მოძმე ქვეყნის, უკრაინის მნიშვნელოვანი დღესასწაული, რასაც, შეძლებისდაგვარად, ყოველწლიურად ვაკეთებ ხოლმე. რაც ასევე მთავარია, ისარგებლო შემთხვევით და შეხვდე ფესტივალზე უკრაინელებთან ჩამოსულ ოდესის ოლქის ამჟამინდელ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ჩემი დამოუკიდებელი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მსოფლიო დონის წარმატებული მოღვაწე და დიდი ხნის უნახავი სასურველი მეგობარიცაა. აქ, შეგნებულად, მისი მმართველობის დროინდელ შეცდომებზე და ხარვეზებზე არ ვსაუბრობ, რაც გავლილმა დრომ ისედაც ნათლად წარმოაჩინა.

საქმე, ძალიან მარტივადაა და დიდ ჩაკვირვებას არ საჭიროებს:

- როდესაც ასეთი შეხვედრა სრულიად უანგაროდ, მხოლოდ ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემით, სიყვარულით და სამშობლოს მონატრებით ხდება.

- როდესაც ამაყი ხარ იმით, რომ მრავალათასიან პუბლიკას ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულს ქართველების სახელით ერთად ულოცავთ.

- როდესაც უკრაინულ ფესტივალზე მოსულ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებსაც ერთად ხვდებით.

- როდესაც ამ შეხვედრის მცირე თავისუფალ დროსაც კი არაფერს პირადულს, მხოლოდ შენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ფიქრების გაზიარებას და შეცდომების ანალიზს უთმობ.

- როდესაც ერთმანეთისგან და სამშობლოსგან შორს მყოფები, ერთმანეთის და სხვა თანამემამულეების მხოლოდ პროფესიული წინსვლის და სიახლეების გამოკითხვასაც ძლივს ასწრებ.

მაგრამ თავისუფალი სამშობლოს არა მოყვარული და არ მოსურნე პოსტ-საბჭოთა აზროვნება ამას მაინც ვერ ან არ გაიგებს. ამიტომ აქ ვწყვეტ წერას. გეტყვით მხოლოდ ერთს, ნუ ნერვიულობთ, ვიშრომოთ თავდაუზოგავად, ერთმანეთი გვიყვარდეს და ყველაფერი კარგად იქნება! ამხელა გამოცდილების მერე საქართველოს წინსვლა გარდაუვალია. ის შედგება თავისი უძველესი კულტურითა და ტრადიციებით თანამედროვე, წარმატებულ, საამაყო სახელმწიფოდ, რომლის რღვევას უკვე ვერავინ და ვეღარაფერი შესძლებს!" - წერს ფეისბუქ გვერდზე მუსიკოსი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს