ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებას ეხმაურება და სააკაშვილის მეუღლის შესახებ სკანდალურ დეტალებს იხსენებს:
"სანდრა, ქალი, რომლის პირადი ცხოვრება სპეცსამსახურების კაბინეტებში იწერება!!!! საქართველოს უთავმოყვარეო და ღირსებააყრილი პირველი ლედი!
ქალი, რომელიც თავად იყო საკუთარი ქმრის ძალადობის მსხვერპლი! ქალი, რომელსაც მრავალჯერ ქონდა სურვილი გაქცეოდა მიშას აღვირახსნილობას, ახალგაზრდობაში აღებულ ვალდებულებებს და მშობლების კალთას შეფარებოდა!
ის მიდიოდა და მას აბრუნებდნენ... ისიც ბრუნდებოდა ... ასეთი იყო თამაშის წესები! ბრუნდებოდა კარგად დამუშავებული სცენარით და ერთი კითხვით - ისევ ჩაიფსი, მიხეილ?....
სანდრას ახლანდელი დაბრუნება, სპეცსამსახურის მიერ დაწერილი მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმძიმესი სცენარის ნაწილია. "პოლიტიკური ტრაგიკომედია მეგრულად" - ასე შეიძლება ეწოდოს იმას, რაც ახლა ხდება ზუგდიდში!!!!!!!!.....
წაიკითხეთ: "მე ახალი დაბადებული პოლიტიკოსი ვარ - ფერიცვალების დღეს" - სანდრა რულოვსი
კომედიაა - უნიჭოდ შესრულებული მეგრული სიმღერები. დაზეპირებული, კონტექსტიდან ამოვარდნილი მეგრული ფრაზები, ამერიკელი ტაქსისტის ისტორია, მიშასთვის თვალებში ჩახედვა და რაც ვთავარია, აღიარებაშეფარული წინასაარჩევნო დაპირება- ძალადობას აღარ გავიმეორებთ!!! ტრაგედიაა - სანდრას გუნდრუკი და როკვა კასტილებიანთან ერთად მეგისის ნატერფალზე! ტაში და ყიჟინა დაშანტაჟებული, გაუპატიურებული, ნაცემი ასობით ზუგდიდელის მხრიდან! სპეცსამსახურების გავრცელებული ხმები რულოვსის გამარჯვების შესახებ! შეშინებული და გაყურსული ადგილობრივი ხელისუფლება! პასუხგაუცემელი შეკითხვა-გარიგდნენ???...
საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება სანდრა რულოვსის ცხოვრება!!!!
"ცხოვრება", რომელიც სპეცსამსახურების კაბინეტებში იწერება!!! უფრთხილდით, ის ღირსებაშელახული, თავმოყვარეობადაკარგული, მეობაწართმეული საწყალი ქალია, რომელიც აუცილებლად ეცდება ანგარიშის გასწორებას იმ საქართველოსთან, რომელმაც ის საკუთარი ქმრისგან არ დაიცვა!!!!!" - წერს ხოფერია პოსტში.