სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს სასამართლო ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულების შესახებ
რა განცხადებას ავრცელებს სასამართლო ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულების შესახებ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ტე­რაქ­ტის მო­მაზ­დე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­თათ­ვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რის გა­მოც მო­სა­მარ­თლემ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჯგუ­ფუ­რად მომ­ზა­დე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ შვი­დი­ვე ბრალ­დე­ბულს, 22 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

"ბრალ­დე­ბუ­ლებს: ბექა ბ.-ს, ჯაბა მ.-ს, მინ­დია ვ.-ს, ვლა­დი­მერ რ.-ს ბრა­ლად ედე­ბათ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბა, ე. ი. აფეთ­ქე­ბის ჯგუ­ფუ­რად მომ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც ქმნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნის და მძი­მე შე­დე­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას; ხოლო ბექა ბ.-ს და ჯაბა მ.-ს ასე­ვე ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა; ხოლო ჯაბა მ.-ს ასე­ვე ბრა­ლად ედე­ბა საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა შე­ნახ­ვა.

წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, ნუკ­რი ჭ.-მ ჩა­ი­დი­ნა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა; ირაკ­ლი ბ.-მ მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა; ხოლო ლე­ვან მ.-მ ჩა­ი­დი­ნა მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, სხვის­თვის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბის მიზ­ნით, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნის წარ­მო­შო­ბის მიზ­ნით, სო­ფელ სა­გუ­რა­მოს მიმ­დე­ბა­რედ მდი­ნა­რე არაგვზე გა­მა­ვა­ლი გა­ზის სატ­რან­ზი­ტო მილ­სა­დე­ნის ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით აფეთ­ქე­ბას გეგ­მავ­დნენ. კერ­ძოდ, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი გა­ემ­გზავრნენ დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩარ­გალ­ში, სა­დაც ტყის მა­სივ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მა­ლა­ვი­დან ამო­ი­ღეს ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, რა დრო­საც ისი­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შერ­ჩე­ვი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ბრალ­დე­ბულ­თა ნა­წილს ბრა­ლი ედე­ბათ ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნილ მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულ­ში, რაც ქმნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნის და სხვა მძი­მე შე­დე­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას და ხელ­ყოფს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ უსაფრ­თხო­ე­ბას, სა­ხელ­მწი­ფოს სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რესს. და­ნა­შა­უ­ლის ხა­სი­ა­თი­სა და სიმ­ძი­მის, მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პი­რებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და", - ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2016 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, 15:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა განცხადებას ავრცელებს სასამართლო ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულების შესახებ

რა განცხადებას ავრცელებს სასამართლო ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულების შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლო ტერაქტის მომაზდების საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს განცხადებაში იმ გარემოებებზეა საუბარი, რის გამოც მოსამართლემ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების საქმეზე დაკავებულ შვიდივე ბრალდებულს, 22 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"ბრალდებულებს: ბექა ბ.-ს, ჯაბა მ.-ს, მინდია ვ.-ს, ვლადიმერ რ.-ს ბრალად ედებათ ტერორისტული აქტის მომზადება, ე. ი. აფეთქების ჯგუფურად მომზადება, რომელიც ქმნის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას; ხოლო ბექა ბ.-ს და ჯაბა მ.-ს ასევე ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება; ხოლო ჯაბა მ.-ს ასევე ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ნუკრი ჭ.-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დახმარება; ირაკლი ბ.-მ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა; ხოლო ლევან მ.-მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, რამაც სახელმწიფო ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის წარმოშობის მიზნით, სოფელ საგურამოს მიმდებარედ მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის ტერორისტული მიზნით აფეთქებას გეგმავდნენ. კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, სადაც ტყის მასივში არსებული სამალავიდან ამოიღეს ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა, რა დროსაც ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულთა ნაწილს ბრალი ედებათ ჯგუფის მიერ ჩადენილ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, რაც ქმნის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესს. დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზემოხსენებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 10 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ