პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მძიმეა, ძალიან საამაყო და ძალიან მტკივნეული..." - ვარლამ ლიპარტელიანს მეუღლე ემოციურ პოსტს უძღვნის
"ძალიან მძიმეა, ძალიან საამაყო და ძალიან მტკივნეული..." - ვარლამ ლიპარტელიანს მეუღლე ემოციურ პოსტს უძღვნის

რიოს ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლის მე­და­ლო­სანს, ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ანს მე­უღ­ლე გი­უ­ლი ჭკუ­ა­სე­ლი ემო­ცი­ურ პოსტს უძღვნის. ფო­ტო­ზე, რო­მელ­საც სპორ­ტსმე­ნის მე­უღ­ლე აქ­ვეყ­ნებს პი­რად გვერ­დზე, ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის 100-მდე მე­და­ლია ასა­ხუ­ლი:

"83 მე­და­ლი (რაც სახ­ლში გვაქვს):

43 ოქრო,

19 ვერ­ცხლი,

21 ბრინ­ჯაო.

მათ შო­რის:

ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ვერ­ცხლის მე­და­ლი,

მსოფ­ლი­ოს ვერ­ცხლი­სა და 2 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი,

ევ­რო­პის 3 ოქ­როს, 4 ვერ­ცხლი­სა და 1 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი,

ევ­რო­პის თა­მა­შე­ბის ვერ­ცხლის მე­და­ლი,

გუნ­დურ­ში მსოფ­ლი­ოს 2 ოქ­რო­სა და 2 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი,

გუნ­დურ­ში ევ­რო­პის 4 ოქ­როს, 2 ვერ­ცხლი­სა და ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი,

ახალ­გაზ­რდებ­ში მსოფ­ლი­ო­სა და 2 გზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი,

3 გზის გრანდ სლე­მის, 5 გზის გრამპრის და 3 გზის მსოფ­ლიო თა­სის ჩემ­პი­ო­ნი.

კონ­ტი­ნენ­ტებს შო­რის გუნ­დუ­რი შე­ჯიბ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ოქ­როს მე­და­ლი (ECCO Teams challenge).

თარო, ახა­ლი მედ­ლე­ბის­თვის, შეკ­ვე­თი­ლია. ად­გი­ლიც გა­მო­ყო­ფი­ლი... ალ­ბათ, მალე მთელს კე­დელს მისი მო­ნა­პო­ვა­რი და­ი­კა­ვებს, არა­და არც ისე პა­ტა­რა სივ­რცეა...

ჯერ-ჯე­რო­ბით უმაღ­ლე­სი ჯილ­დო ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი ვერ­ცხლის მე­და­ლია, რო­მე­ლიც უკვე მო­ვა­თავ­სე სხვა მედ­ლებ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან მძი­მეა, ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო და ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი.

მგო­ნი არ არ­სე­ბობს არა­ვინ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვი­საც 2016 წლის ოლიმ­პი­ა­დამ ლი­პოს ცრემ­ლე­ბი არ გა­ახ­სე­ნოს. კვარ­ცხლბეკ­ზე და­სა­ჯილ­დო­ვებ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც თავ­დახ­რი­ლი იდგა და ტი­რო­და... რომ და­ვი­ნა­ხე კი­ნო­ფილ­მი­დან ამოჭ­რი­ლი კად­რე­ბი­ვით ჩა­ი­ა­რა მთელ­მა ჩვენ­მა ერ­თად გა­ტა­რე­ბულ­მა ცხოვ­რე­ბამ. ოლიმ­პი­ა­და­ზე მოხ­ვედ­რა ჩვე­ნი მი­ზა­ნი­აო, ხში­რად გა­მი­გია, ჩვე­ნი მი­ზა­ნი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა იყო, თო­რემ ვერ­ცხლი უდი­დე­სი მიღ­წე­ვაა და მად­ლო­ბა უფალს ამის­თვის. გა­მახ­სენ­და ლონ­დო­ნი 2012 წელს, მა­ში­ნაც ტი­რო­და და მა­ში­ნაც ვე­რა­ვის უყუ­რებ­და თვა­ლებ­ში. გა­მახ­სენ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩე­ლი­ა­ბინ­სკში, რე­სეთ­ში რუ­სე­ბით სავ­სე დარ­ბა­ზი, ფი­ნალ­ში ბე­ჭებ­ზე გაკ­რუ­ლი რუსი, შო­კის­გან გა­სუ­სუ­ლი დარ­ბა­ზი და ჩემი კი­ვი­ლი: ლი­პომ მო­ი­გო, მო­ი­გო! გა­მახ­სენ­და რო­გორ ვუგ­ზავ­ნი­დი ორ­სუ­ლო­ბის დროს ეხოს ფო­ტო­ებს, ვი­დე­ო­ებს - რო­გორ ის­წავ­ლეს ბავ­შვებ­მა "მამა"-ს წარ­მოთ­ქმა და რო­გორ აიდ­გეს ფეხი, ის ხომ უმე­ტეს დროს შეკ­რე­ბებ­ზე ატა­რებ­და. არც და­თის და­ბა­დე­ბას დას­წრე­ბია, რამ­დე­ნი ხა­ნია არც ჩემი და არც მისი და­ბა­დე­ბის დღე არ გაგ­ვი­ტა­რე­ბია ერ­თად...

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ლიპო, აწიე თავი!" - რო­გორ ამ­ხნე­ვე­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ანს ვერ­ცხლის მედ­ლის შემ­დეგ

გა­მახ­სენ­და რო­გორ გვი­ჭირ­და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე და ვუძ­ლებ­დით, იმი­ტომ რომ 10 აგ­ვის­ტოს­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით. ეს დღე უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამ­დე­ნი შრო­მის, ამ­დე­ნი წვა­ლე­ბი­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის შე­დე­გი. იყო კი­დეც! არ ვნა­ნობ არც ერთ დღეს, არც ერთ წამს მის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბულს, იმი­ტომ რომ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ამად ღირ­და! ის კი უბო­დი­შებ­და თა­ვის ქვე­ყა­ნას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის ნაც­ვლად ია­პო­ნი­ის ჰიმნს ვის­მენ­დით, თავი დახ­რი­ლი ჰქონ­და იმი­ტომ რომ თა­ვის ცრემ­ლე­ბის­თვი­საც გვი­ბო­დი­შებ­და. მაგ­რამ მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი შეს­წი­რა და სა­ბო­დი­შო არა­ფე­რი აქვს! ბრაზ­დე­ბა რომ ეუბ­ნე­ბი­ან გაფრ­თხი­ლე­ბა ეკუთ­ნო­და ია­პო­ნელ­სო, ამ­ბობს მა­ჯო­ბა და დავ­მარ­ცხდიო. არა­სო­დეს არა­ვის­თვის და­უბ­რა­ლე­ბია მისი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა, რაც არ უნდა ცხა­დი ყო­ფი­ლი­ყო რომ წა­ა­გე­ბი­ნეს. მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლოო იტყვის ხოლ­მე და უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას. ასე­თია ლიპო!

ოლიმ­პი­ა­და დას­რულ­და და იწყე­ბა ახა­ლი ოლიმ­პი­ა­დის­თვის მზა­დე­ბა, უფრო შე­მარ­თე­ბით ვიდ­რე აქამ­დე, უფრო დიდი იმე­დით ვიდ­რე აქამ­დე. უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თაც: ახლა ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტსმე­ნია. არ და­მე­ზა­რა და დავ­თვა­ლე, 235 ისეთ ადა­მი­ანს ჰქონ­და მო­წე­რი­ლი ჩემ­თვის, ვი­საც სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ. ისე­თი სი­ტყვე­ბი, რო­გორ­ზეც შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ იოც­ნე­ბო. ლი­პოს ემო­ცი­ით ის ისე­თი გა­იც­ნო ხალ­ხმა, რო­გორ­საც მე ვიც­ნობ, რის­თვი­საც მიყ­ვარს... თა­ვა­დაც აღ­ნიშ­ნა და მეც ვი­ტყვი: ვე­რა­ნა­ი­რი ოქრო ვერ გა­და­წო­ნის იმ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს, რაც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ლი­პოს მი­მართ გა­მო­ი­ჩი­ნა.

ასე­ვე და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ: ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბი - რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის სი­ძეა ოლიმ­პი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნი

ამი­ტომ დიდი მად­ლო­ბა შენ ლიპო! ასე­თი სი­ხა­რუ­ლის მო­ნი­ჭე­ბის­თვის, იმის­თვის რომ ასე­თი ამა­ყი ვარ! და მა­პა­ტიე რომ ვერ გი­ცავ ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის­გან, რაც შენ­ზე ასე მოქ­მე­დებს! სა­თა­ნა­დოდ ვერ გიფრ­თხილ­დე­ბი და ვერ ვზრუ­ნავ შენ­ზე. მა­პა­ტიე, რომ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ასე­თი სუს­ტი ვარ და შენ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ახლა ჩემი ცხოვ­რე­ბა კი­დევ უფრო მე­ტად გე­კუთ­ნის შენ! ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ ლი­პოს ცო­ლი­აო. ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და მე მზად ვარ შენ­თან ერ­თად ვა­ტა­რო ეს დიდი და მძი­მე "უღე­ლი" და არა­სო­დეს შე­ვა­სუს­ტო. მიყ­ვარ­ხარ და მე­ა­მა­ყე­ბი" - წერს გი­უ­ლი ჭკუ­ა­სე­ლი.

ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი და გი­უ­ლი ჭკუ­ა­სე­ლი 2013 წელს და­ქორ­წინ­დნენ. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - დათა და დე­მეტ­რე ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნე­ბი.

"ძალიან მძიმეა, ძალიან საამაყო და ძალიან მტკივნეული..." - ვარლამ ლიპარტელიანს მეუღლე ემოციურ პოსტს უძღვნის

"ძალიან მძიმეა, ძალიან საამაყო და ძალიან მტკივნეული..." - ვარლამ ლიპარტელიანს მეუღლე ემოციურ პოსტს უძღვნის

რიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანს, ვარლამ ლიპარტელიანს მეუღლე გიული ჭკუასელი ემოციურ პოსტს უძღვნის. ფოტოზე, რომელსაც სპორტსმენის მეუღლე აქვეყნებს პირად გვერდზე, ლიპარტელიანის 100-მდე მედალია ასახული:

"83 მედალი (რაც სახლში გვაქვს):

43 ოქრო,

19 ვერცხლი,

21 ბრინჯაო.

მათ შორის:

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი,

მსოფლიოს ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი,

ევროპის 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი,

ევროპის თამაშების ვერცხლის მედალი,

გუნდურში მსოფლიოს 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი,

გუნდურში ევროპის 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი,

ახალგაზრდებში მსოფლიოსა და 2 გზის ევროპის ჩემპიონი,

3 გზის გრანდ სლემის, 5 გზის გრამპრის და 3 გზის მსოფლიო თასის ჩემპიონი.

კონტინენტებს შორის გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული და ოქროს მედალი (ECCO Teams challenge).

თარო, ახალი მედლებისთვის, შეკვეთილია. ადგილიც გამოყოფილი... ალბათ, მალე მთელს კედელს მისი მონაპოვარი დაიკავებს, არადა არც ისე პატარა სივრცეა...

ჯერ-ჯერობით უმაღლესი ჯილდო ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალია, რომელიც უკვე მოვათავსე სხვა მედლებთან ერთად. ძალიან მძიმეა, ძალიან საამაყო და ძალიან მტკივნეული.

მგონი არ არსებობს არავინ საქართველოში, ვისაც 2016 წლის ოლიმპიადამ ლიპოს ცრემლები არ გაახსენოს. კვარცხლბეკზე დასაჯილდოვებლად გამზადებული ქართველი, რომელიც თავდახრილი იდგა და ტიროდა... რომ დავინახე კინოფილმიდან ამოჭრილი კადრებივით ჩაიარა მთელმა ჩვენმა ერთად გატარებულმა ცხოვრებამ. ოლიმპიადაზე მოხვედრა ჩვენი მიზანიაო, ხშირად გამიგია, ჩვენი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობა იყო, თორემ ვერცხლი უდიდესი მიღწევაა და მადლობა უფალს ამისთვის. გამახსენდა ლონდონი 2012 წელს, მაშინაც ტიროდა და მაშინაც ვერავის უყურებდა თვალებში. გამახსენდა ევროპის ჩემპიონატი ჩელიაბინსკში, რესეთში რუსებით სავსე დარბაზი, ფინალში ბეჭებზე გაკრული რუსი, შოკისგან გასუსული დარბაზი და ჩემი კივილი: ლიპომ მოიგო, მოიგო! გამახსენდა როგორ ვუგზავნიდი ორსულობის დროს ეხოს ფოტოებს, ვიდეოებს - როგორ ისწავლეს ბავშვებმა "მამა"-ს წარმოთქმა და როგორ აიდგეს ფეხი, ის ხომ უმეტეს დროს შეკრებებზე ატარებდა. არც დათის დაბადებას დასწრებია, რამდენი ხანია არც ჩემი და არც მისი დაბადების დღე არ გაგვიტარებია ერთად...

ასევე წაიკითხეთ: "ლიპო, აწიე თავი!" - როგორ ამხნევებენ ქართველები ვარლამ ლიპარტელიანს ვერცხლის მედლის შემდეგ

გამახსენდა როგორ გვიჭირდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთის გარეშე და ვუძლებდით, იმიტომ რომ 10 აგვისტოსთვის ვემზადებოდით. ეს დღე უნდა ყოფილიყო ამდენი შრომის, ამდენი წვალებისა და ნერვიულობის შედეგი. იყო კიდეც! არ ვნანობ არც ერთ დღეს, არც ერთ წამს მის გარეშე გატარებულს, იმიტომ რომ ეს გამარჯვება ამად ღირდა! ის კი უბოდიშებდა თავის ქვეყანას, რომ საქართველოს ჰიმნის ნაცვლად იაპონიის ჰიმნს ვისმენდით, თავი დახრილი ჰქონდა იმიტომ რომ თავის ცრემლებისთვისაც გვიბოდიშებდა. მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა, თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი შესწირა და საბოდიშო არაფერი აქვს! ბრაზდება რომ ეუბნებიან გაფრთხილება ეკუთნოდა იაპონელსო, ამბობს მაჯობა და დავმარცხდიო. არასოდეს არავისთვის დაუბრალებია მისი წარუმატებლობა, რაც არ უნდა ცხადი ყოფილიყო რომ წააგებინეს. მეტის გაკეთება შემეძლოო იტყვის ხოლმე და უფრო მოტივირებული აგრძელებს ბრძოლას. ასეთია ლიპო!

ოლიმპიადა დასრულდა და იწყება ახალი ოლიმპიადისთვის მზადება, უფრო შემართებით ვიდრე აქამდე, უფრო დიდი იმედით ვიდრე აქამდე. უფრო მეტი პასუხისმგებლობითაც: ახლა ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტსმენია. არ დამეზარა და დავთვალე, 235 ისეთ ადამიანს ჰქონდა მოწერილი ჩემთვის, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ. ისეთი სიტყვები, როგორზეც შეიძლება მხოლოდ იოცნებო. ლიპოს ემოციით ის ისეთი გაიცნო ხალხმა, როგორსაც მე ვიცნობ, რისთვისაც მიყვარს... თავადაც აღნიშნა და მეც ვიტყვი: ვერანაირი ოქრო ვერ გადაწონის იმ სითბოსა და სიყვარულს, რაც ქართველმა ხალხმა ლიპოს მიმართ გამოიჩინა.

ასევე დაათვალიერეთ: ვარლამ ლიპარტელიანის ოჯახური ფოტოები - რომელი ცნობილი ოჯახის სიძეა ოლიმპიელი სპორტსმენი

ამიტომ დიდი მადლობა შენ ლიპო! ასეთი სიხარულის მონიჭებისთვის, იმისთვის რომ ასეთი ამაყი ვარ! და მაპატიე რომ ვერ გიცავ ყოველდღიური პრობლემებისგან, რაც შენზე ასე მოქმედებს! სათანადოდ ვერ გიფრთხილდები და ვერ ვზრუნავ შენზე. მაპატიე, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანის გვერდით ასეთი სუსტი ვარ და შენზე დამოკიდებული. ახლა ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გეკუთნის შენ! ჩემზე ამბობენ ლიპოს ცოლიაო. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მე მზად ვარ შენთან ერთად ვატარო ეს დიდი და მძიმე "უღელი" და არასოდეს შევასუსტო. მიყვარხარ და მეამაყები" - წერს გიული ჭკუასელი.

ვარლამ ლიპარტელიანი და გიული ჭკუასელი 2013 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - დათა და დემეტრე ლიპარტელიანები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს