პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერაქტის საქმეზე დაკავებული პატრულის ადვოკატის კომენტარი - "უკრაინასთან და იქ მყოფ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს"
ტერაქტის საქმეზე დაკავებული პატრულის ადვოკატის კომენტარი - "უკრაინასთან და იქ მყოფ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს"

ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პატ­რუ­ლის ლე­ვან მამ­ფო­რი­ას ად­ვო­კატ რა­მაზ ჩინ­ჩა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს უკ­რა­ი­ნას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს და ლე­ვან იზო­რი­ას ნა­თე­სა­ვი არ არის.

ჩინ­ჩა­ლა­ძის თქმით, საქ­მის მა­სა­ლე­ბი მას უკვე გა­და­ე­ცა. ის საკ­მა­ოდ ვრცე­ლია და ერთი დო­კუ­მენ­ტი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც კი არ მო­ი­პო­ვე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მამ­ფო­რი­ამ რა­ი­მე იცო­და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მამ­ფო­რია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი იყო სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" სა­ხელ­წო­დე­ბით "ერ­თი­ა­ნი კავ­კა­სი­ის იდეა", სა­დაც იგი უბ­რა­ლოდ პოს­ტებს წერ­და და ერ­თი­ა­ნი კავ­კა­სი­ის იდე­ას ემ­ხრო­ბო­და, რაც თა­ვის დრო­ზე, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის იდეა იყო.

"და­კა­ვე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ ამ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე იყო და მხო­ლოდ ეს არის მათი კავ­ში­რი. არა­ნა­ი­რი შეხ­ვედ­რა ან რა­ი­მეს და­გეგ­მვა საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან არ იკ­ვე­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნის თე­მას, უკ­რა­ი­ნას­თან და იქ მყოფ ხალ­ხთან მამ­ფო­რი­ას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს", - გა­ნა­ცხა­და ჩინ­ჩა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბა იმ­დე­ნად მძი­მე არ არის, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დოს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის აღ­კვე­თის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ით­ქვა, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 5 მო­ქა­ლა­ქე სო­ფელ სა­გუ­რა­მოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მდი­ნა­რე არაგვზე გა­მა­ვა­ლი რუ­სეთ-სომ­ხე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გაზ­სა­დე­ნი მი­ლის ღია მო­ნაკ­ვეთ­ზე აფეთ­ქე­ბას ამ­ზა­დებ­დნენ. ამ პი­რე­ბის გარ­და, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი ლე­ვან მამ­ფო­რია და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე კი, სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტერაქტის საქმეზე დაკავებული პატრულის ადვოკატის კომენტარი - "უკრაინასთან და იქ მყოფ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს"

ტერაქტის საქმეზე დაკავებული პატრულის ადვოკატის კომენტარი - "უკრაინასთან და იქ მყოფ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს"

ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული პატრულის ლევან მამფორიას ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკრაინასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ლევან იზორიას ნათესავი არ არის.

ჩინჩალაძის თქმით, საქმის მასალები მას უკვე გადაეცა. ის საკმაოდ ვრცელია და ერთი დოკუმენტი და მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება იმის შესახებ, რომ მამფორიამ რაიმე იცოდა ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ.

ადვოკატის ინფორმაციით, მამფორია გაწევრიანებული იყო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სახელწოდებით "ერთიანი კავკასიის იდეა", სადაც იგი უბრალოდ პოსტებს წერდა და ერთიანი კავკასიის იდეას ემხრობოდა, რაც თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევის იდეა იყო.

"დაკავებული ამბობს, რომ ამ ვირტუალური სოციალური ქსელის თანამონაწილე იყო და მხოლოდ ეს არის მათი კავშირი. არანაირი შეხვედრა ან რაიმეს დაგეგმვა საქმის მასალებიდან არ იკვეთება. რაც შეეხება უკრაინის თემას, უკრაინასთან და იქ მყოფ ხალხთან მამფორიას არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა ჩინჩალაძემ.

მისივე თქმით, ბრალდება იმდენად მძიმე არ არის, რომ დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ