პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიცია გვიცავდა ჩვენ ხმელეთიდან,ზღვიდან და ჰაერიდანაც..." - გიორგი სიგუა
"პოლიცია გვიცავდა ჩვენ ხმელეთიდან,ზღვიდან და ჰაერიდანაც..." - გიორგი სიგუა

მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის GEM Fest-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გი­ორ­გი სი­გუა ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე ფეს­ტი­ვა­ლის შე­დე­გებს აჯა­მებს და მისი მშვი­დო­ბი­ა­ნი ჩა­ტა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს:

"ძა­ლი­ან ბევ­რი მად­ლო­ბა მაქვს სათ­ქმე­ლი, ბევ­რსაც ვი­ტყვი და ბევ­რსაც საქ­მით გა­მოვ­ხა­ტავ.

ამ­ჯე­რად უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და პი­რა­დად მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის მი­მართ იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ცია იყო მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე და უზ­რუნ­ველ­ყოფ­და 30.000 ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას სა­მეგ­რე­ლოს ორ პა­ტა­რა სო­ფელ­ში, გე­ოგ­რა­ფი­ის სპე­ცი­ფი­კას თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ეს ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნაა. ისი­ნი გვი­ცავ­დნენ ჩვენ ხმე­ლე­თი­დან, ზღვი­დან და ჰა­ე­რი­და­ნაც კი... უსაფრ­თხო­ე­ბა და წეს­რი­გი იყო და­ცუ­ლი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე და იმ დროს რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს ლა­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ტე­რო­რიზ­მის, ძა­ლა­დო­ბის და არე­უ­ლო­ბის დიდი საფრ­თხეა, მათ ჩვენ­თან ერ­თად ანა­ხეს მსოფ­ლი­ოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ტუ­რის­ტე­ბის­თვის უსაფრ­თხო და მშვი­დი ქვე­ყა­ნა.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა არც ერთი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია და 30.000 კაც­ში რომ დაჭ­რა და და­ზი­ა­ნე­ბა კი არა, ჩხუ­ბიც არ ყო­ფი­ლა, ალ­ბათ რა­ღა­ცა­ზე მე­ტყვე­ლებს. კი­დევ ერთხელ დიდი დიდი მად­ლო­ბა პო­ლი­ცი­ას!" - წერს სი­გუა ფე­ის­ბუ­ქის პოს­ტში.

Gem Fest 2016-ს წელს 30 000-ზე მეტი მე­ლო­მა­ნი და­ეს­წრო. ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც 9-14 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თულ ფეს­ტი­ვალს 82 ქვეყ­ნი­დან სტუმ­რობ­დნენ, ანაკ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­თა და უამ­რა­ვი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბით და­ტო­ვეს.

5 სცე­ნა; 133 არ­ტის­ტი (მათ შო­რის ისე­თი მსოფ­ლიო დო­ნის ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ლე­გენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან Paul Kalkbrenner, Fedde Le Grand, Paul Van Dyk, Stephan Bodzin, Gus Gus, Dub FX და Boris Brejcha); მე­გობ­რუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო საკ­მა­რის­ზე მეტი მი­ზე­ზი აღ­მოჩ­ნდა იმის­თვის, რომ ვი­ზი­ტო­რე­ბი და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით და­ე­მუხ­ტა და პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბე­ბით და­ეტვირ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"პოლიცია გვიცავდა ჩვენ ხმელეთიდან,ზღვიდან და ჰაერიდანაც..." - გიორგი სიგუა

"პოლიცია გვიცავდა ჩვენ ხმელეთიდან,ზღვიდან და ჰაერიდანაც..." - გიორგი სიგუა

მუსიკალური ფესტივალის GEM Fest-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი გიორგი სიგუა ფეისბუქის გვერდზე ფესტივალის შედეგებს აჯამებს და მისი მშვიდობიანი ჩატარებისთვის მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს:

"ძალიან ბევრი მადლობა მაქვს სათქმელი, ბევრსაც ვიტყვი და ბევრსაც საქმით გამოვხატავ.

ამჯერად უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მიმართ იმისათვის, რომ ჩვენი პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოფდა 30.000 ადამიანის უსაფრთხოებას სამეგრელოს ორ პატარა სოფელში, გეოგრაფიის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, ეს ურთულესი ამოცანაა. ისინი გვიცავდნენ ჩვენ ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდანაც კი... უსაფრთხოება და წესრიგი იყო დაცული უმაღლეს დონეზე და იმ დროს როდესაც მსოფლიოს ლამის ყველა ქვეყანაში ტერორიზმის, ძალადობის და არეულობის დიდი საფრთხეა, მათ ჩვენთან ერთად ანახეს მსოფლიოს, რომ საქართველო არის ტურისტებისთვის უსაფრთხო და მშვიდი ქვეყანა.

ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა არც ერთი კონფლიქტური სიტუაცია და 30.000 კაცში რომ დაჭრა და დაზიანება კი არა, ჩხუბიც არ ყოფილა, ალბათ რაღაცაზე მეტყველებს. კიდევ ერთხელ დიდი დიდი მადლობა პოლიციას!" - წერს სიგუა ფეისბუქის პოსტში.

Gem Fest 2016-ს წელს 30 000-ზე მეტი მელომანი დაესწრო. ადამიანებმა, რომლებიც 9-14 აგვისტოს გამართულ ფესტივალს 82 ქვეყნიდან სტუმრობდნენ, ანაკლია განსაკუთრებული შთაბეჭდილებებითა და უამრავი სასიამოვნო მოგონებით დატოვეს.

5 სცენა; 133 არტისტი (მათ შორის ისეთი მსოფლიო დონის ელექტრონული მუსიკის ლეგენდები, როგორებიც არიან Paul Kalkbrenner, Fedde Le Grand, Paul Van Dyk, Stephan Bodzin, Gus Gus, Dub FX და Boris Brejcha); მეგობრული, საინტერესო და სრულიად განსხვავებული გარემო საკმარისზე მეტი მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვიზიტორები დადებითი ენერგიით დაემუხტა და პოზიტიური განწყობებით დაეტვირთა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს