პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთა შორის პატრულის მოქმედი თანამშრომელიცაა
საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთა შორის პატრულის მოქმედი თანამშრომელიცაა

სუს-მა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი აღ­კვე­თა - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი. ტე­რაქ­ტის მომ­ზა­დე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის კი ერთ-ერთი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

რო­გორც სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ლე­ვან მ -ა.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2016 წლის 20 აგ­ვის­ტოს, რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჯგუ­ფუ­რად მომ­ზა­დე­ბი­სათ­ვის და ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბი­სა და ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს 5 მო­ქა­ლა­ქე: ბექა ბ, ვლა­დი­მერ რ, მინ­დია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. და­ა­კა­ვა.

ამ პი­რე­ბის გარ­და, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას­თან ერ­თობ­ლი­ვად და­კა­ვე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი ლე­ვან მ, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე ირაკ­ლი ბ.

იხი­ლეთ ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი ამ­ზა­დებ­დნენ სო­ფელ სა­გუ­რა­მოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მდი­ნა­რე არაგვზე გა­მა­ვა­ლი რუ­სეთ-სომ­ხე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გაზ­სა­დე­ნი მი­ლის ღია მო­ნაკ­ვე­თის აფეთ­ქე­ბას.

ამ მიზ­ნის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, 20 აგ­ვის­ტოს, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი გა­ემ­გზავრნენ ჟინ­ვა­ლი-შა­ტი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მახ­ლობ­ლად ტყის მა­სივ­ში არ­სე­ბუ­ლი ია­რა­ღის სა­მა­ლა­ვი­დან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ამო­სა­ღე­ბად.

სა­მა­ლა­ვი­დან მათ ამო­ი­ღეს: 4 ცალი 200 გრა­მი­ა­ნი ტრო­ტი­ლის კოჭა, ორი სა­ხის ცე­ცხლგამ­ტა­რი ზო­ნა­რი, 5 ცალი კაფ­სუ­ლა დე­ტო­ნა­ტო­რი, ერთი ცალი ე.წ. "უემ­კა­ზე" მუხ­ტი, ერთი ცალი რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ე.წ. "ვე­ზე­დეს" მუხ­ტი თა­ვი­სი­ვე ამ­ფეთ­ქით, რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ერთი ცალი ამ­ფეთ­ქი და მო­ა­თავ­სეს ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, რა დრო­საც და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნენ სუს-ის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ სა­მა­ლა­ვის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია და­მა­ტე­ბით 3 ერ­თე­უ­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი მჭი­დე­ბით და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა. ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ბი­ნა­ში, მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლია რუქა, სა­დაც და­ტა­ნი­ლია ის ად­გი­ლე­ბი, რომ­ლის აფეთ­ქე­ბა­საც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი გეგ­მავ­დნენ.

მეტი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის მიერ დამ­ზად­და.

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი აწარ­მო­ებს,და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 18 - 323 მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და მე-2 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, 3231 მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 25-3231 მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 236 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 332-ე მუხ­ლით, 376-ე მუხ­ლით", - გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთა შორის პატრულის მოქმედი თანამშრომელიცაა

საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთა შორის პატრულის მოქმედი თანამშრომელიცაა

სუს-მა ტერორისტული აქტი აღკვეთა - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთა შორის კი ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებული სამართალდამცველი ლევან მ -ა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.

ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბ.

იხილეთ ოპერატიული ვიდეომასალა

გამოძიებით დადგენილია, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.

ამ მიზნის განსახორციელებლად, 20 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.

სამალავიდან მათ ამოიღეს: 4 ცალი 200 გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. "უემკაზე" მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. "ვეზედეს" მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუქა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ.

მეტი თვალსაჩინოებისთვის აღნიშნული მონაკვეთების გრაფიკული გამოსახულება ჩვენი სამსახურის მიერ დამზადდა.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18 - 323 მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 25-3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 236 მუხლის მე-2 ნაწილით, 332-ე მუხლით, 376-ე მუხლით", - განაცხადეს სუს-ში .

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ