სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელმა მსახიობებმა დატოვეს "ჩემი ცოლის დაქალები" პოლიტიკური შეხედულებების გამო
რომელმა მსახიობებმა დატოვეს "ჩემი ცოლის დაქალები" პოლიტიკური შეხედულებების გამო

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" პა­რა­ლე­ლუ­რად, "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­მა" ახა­ლი სე­რი­ა­ლი - "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა" და­ი­წყო, რო­მელ­მაც წი­ნა­მორ­ბე­დი­ვით, მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა მა­ყუ­რე­ბელ­ში პო­პუ­ლა­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი. ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ ეს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" და­სას­რულ­ზე მი­უ­თი­თებ­და, მაგ­რამ სე­რი­ა­ლის ფა­ნე­ბის გა­სა­ხა­რად, ეს ასე არ აღ­მოჩ­ნდა - ორი­ვე სე­რი­ა­ლი 14 სექ­ტემ­ბრი­დან კვლავ და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონს. იქამ­დე კი სე­რი­ა­ლე­ბის კუ­ლუ­ა­რებ­ზე პრო­დი­უ­სერ­მა ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძემ ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- პო­ლი­ტი­კურ პლატ­ფორ­მა­ზე გკი­თხავთ. თქვენს სე­რი­ა­ლებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი, პა­რა­ლე­ლუ­რად, GDS-ის სე­რი­ა­ლებ­შიც იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ერთ-ერთი პირ­ველ­თა­გა­ნი, რო­მელ­მაც არ­ჩე­ვა­ნი მათ­ზე გა­ა­კე­თა, რე­ვაზ ნა­სი­ძე იყო (სე­რი­ალ­ში მა­კას ვა­ჟის, გიოს როლს ას­რუ­ლებ­და).

- ჰო, მან უარი თქვა აქ თა­მაშ­ზე და ძა­ლით ხომ არ ვა­თა­მა­შებ­დი? მე პრობ­ლე­მას მიქ­მნი­და მისი გრა­ფი­კი და და­ის­ვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სა­კი­თხი. მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი ის აღ­მოჩ­ნდა და კი ბა­ტო­ნო, კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეს... მე მაქვს ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა და მსა­ხი­ო­ბე­ბის ოთხმო­ცი პრო­ცენ­ტის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა, მას სა­ერ­თოდ არ ემ­თხვე­ვა. მაგ­რამ, როცა საქ­მეს აკე­თებ, ეს არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ნა­სი­ძის­თვის "რუს­თა­ვი 2" იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­პა­გან­დის მან­ქა­ნა. მის პო­ლი­ტი­კურ პრე­ფე­რენ­ცი­ებს GDS ესა­და­გე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ არა­ფერ­ში შეგ­ვი­ზღუ­დავს.

- კი­დევ ერთი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო წა­ვი­და, იყო და­თუ­ნა გო­ცი­რი­ძე.

- "რუს­თა­ვი 2-ის" კრი­ზი­სის დროს, მან გა­და­წყვი­ტა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქ მისი ად­გი­ლი არ იყო. ეს მისი არ­ჩე­ვა­ნია, მე არა­ფერ­ში შე­მი­ზღუ­დავს.

- რო­გორც ვიცი, ამ სე­ზონ­ზე ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რა ზურა ინ­გო­როყ­ვა (გმი­რი - კოტე) უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მაგ­რამ, იმის გამო, რომ ის პა­რა­ლე­ლუ­რად, გოგა ხა­ინ­დრა­ვას ფილმშია და­კა­ვე­ბუ­ლი, თქვენ სცე­ნა­რი შეც­ვა­ლეთ...

- კი. ვგეგ­მავ­დით, რომ კო­ტეს ხაზი უფრო მსუ­ყედ ყო­ფი­ლი­ყო სე­რი­ალ­ში. რომ გი­თხრა, და­წე­რი­ლი სცე­ნა­რი გა­და­კა­ვე­თეთ-მეთ­ქი, არა, მაგ­რამ იდე­ის კო­რექ­ცია მოგ­ვიხ­და მსა­ხი­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მე მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ტყუ­ი­ლის გა­რე­შე უყ­ვართ რე­ა­ლუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბის თქმა და თუ მო­ცე­მუ­ლო­ბა ჩვენც გვა­წყობს, მა­შინ ვთან­ხმდე­ბით.

- ხა­ინ­დრა­ვას ფილმშიც ბევ­რი თქვენ­თან და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს. რო­დე­საც მათი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ემ­თხვე­ვა იმ ფილმში გა­ტა­რე­ბულ იდე­ას, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" კი გა­დის "რუს­თა­ვი 2-ზე", ანუ ორი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მაა, ეს უხერ­ხუ­ლო­ბას არ გიქ­მნით?

- რომ გი­თხრათ, ძა­ლი­ან მი­ხა­რია და მსი­ა­მოვ­ნებს-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არაა მა­ინ­ცდა­მა­ინც პო­ზი­ტი­უ­რი ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს არ­ჩევ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ. შე­იძ­ლე­ბა, დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ვნე­ბა არა, მაგ­რამ ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი ამოძ­რა­ვებთ, რა­შიც ხელს ვერ შე­ვუშ­ლით, რად­გან ჩვენ არ გვაქვს ისე­თი ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ მათ კონ­ტრაქ­ტით სხვა ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ავუკ­რძა­ლოთ. რომ შეგ­ვეძ­ლოს შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მა­შინ, არ მივ­ცემ­დით ამის უფ­ლე­ბას.

ქეთი კა­პა­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რომელმა მსახიობებმა დატოვეს "ჩემი ცოლის დაქალები" პოლიტიკური შეხედულებების გამო

რომელმა მსახიობებმა დატოვეს "ჩემი ცოლის დაქალები" პოლიტიკური შეხედულებების გამო

პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" პარალელურად, "ფორმულა კრეატივმა" ახალი სერიალი -  "ხელოვნური სუნთქვა" დაიწყო, რომელმაც წინამორბედივით, მალევე მოიპოვა მაყურებელში პოპულარობა და სიყვარული. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს "ჩემი ცოლის დაქალების" დასასრულზე მიუთითებდა, მაგრამ სერიალის ფანების გასახარად, ეს ასე არ აღმოჩნდა - ორივე სერიალი 14 სექტემბრიდან კვლავ დაუბრუნდება სატელევიზიო სეზონს. იქამდე კი სერიალების კულუარებზე პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

- პოლიტიკურ პლატფორმაზე გკითხავთ. თქვენს სერიალებში დაკავებული ბევრი მსახიობი, პარალელურად, GDS-ის სერიალებშიც იღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც არჩევანი მათზე გააკეთა, რევაზ ნასიძე იყო (სერიალში მაკას ვაჟის, გიოს როლს ასრულებდა).

- ჰო, მან უარი თქვა აქ თამაშზე და ძალით ხომ არ ვათამაშებდი? მე პრობლემას მიქმნიდა მისი გრაფიკი და დაისვა პრიორიტეტების საკითხი. მისთვის პრიორიტეტი ის აღმოჩნდა და კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდეს... მე მაქვს ჩემი პოლიტიკური შეხედულება და მსახიობების ოთხმოცი პროცენტის შეხედულებები შეიძლება, მას საერთოდ არ ემთხვევა. მაგრამ, როცა საქმეს აკეთებ, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ნასიძისთვის "რუსთავი 2" იყო პოლიტიკური პროპაგანდის მანქანა. მის პოლიტიკურ პრეფერენციებს GDS ესადაგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაფერში შეგვიზღუდავს.

- კიდევ ერთი მსახიობი, რომელიც პოლიტიკური შეხედულების გამო წავიდა, იყო დათუნა გოცირიძე.

- "რუსთავი 2-ის" კრიზისის დროს, მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე, აქ მისი ადგილი არ იყო. ეს მისი არჩევანია, მე არაფერში შემიზღუდავს.

- როგორც ვიცი, ამ სეზონზე ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ზურა ინგოროყვა (გმირი - კოტე) უნდა ყოფილიყო. მაგრამ, იმის გამო, რომ ის პარალელურად, გოგა ხაინდრავას ფილმშია დაკავებული, თქვენ სცენარი შეცვალეთ...

- კი. ვგეგმავდით, რომ კოტეს ხაზი უფრო მსუყედ ყოფილიყო სერიალში. რომ გითხრა, დაწერილი სცენარი გადაკავეთეთ-მეთქი, არა, მაგრამ იდეის კორექცია მოგვიხდა მსახიობის ინტერესებიდან გამომდინარე. მე მიყვარს ადამიანები, რომელთაც ტყუილის გარეშე უყვართ რეალური მოცემულობის თქმა და თუ მოცემულობა ჩვენც გვაწყობს, მაშინ ვთანხმდებით.

- ხაინდრავას ფილმშიც ბევრი თქვენთან დაკავებული მსახიობი მონაწილეობს. როდესაც მათი პოლიტიკური შეხედულებები ემთხვევა იმ ფილმში გატარებულ იდეას, "ჩემი ცოლის დაქალები" კი გადის "რუსთავი 2-ზე", ანუ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა პლატფორმაა, ეს უხერხულობას არ გიქმნით?

- რომ გითხრათ, ძალიან მიხარია და მსიამოვნებს-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემი სუბიექტური აზრიდან გამომდინარე, ეს არაა მაინცდამაინც პოზიტიური ამბავი, მაგრამ ადამიანებს არჩევნის თავისუფლება აქვთ. შეიძლება, დიდი პოლიტიკური ვნება არა, მაგრამ ფინანსური ინტერესი ამოძრავებთ, რაშიც ხელს ვერ შევუშლით, რადგან ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფინანსურ შესაძლებლობები, რომ მათ კონტრაქტით სხვა ფილმებში მონაწილეობა ავუკრძალოთ. რომ შეგვეძლოს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა, მაშინ, არ მივცემდით ამის უფლებას.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება