პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამპირდნენ, რომ 24 საათი იმუშავებენ და ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან" - დაკარგული ჯარისკაცების მშობლები და თავდაცვის მინისტრი თურქული ხომალდის ბორტზე
"დამპირდნენ, რომ 24 საათი იმუშავებენ და ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან" - დაკარგული ჯარისკაცების მშობლები და თავდაცვის მინისტრი თურქული ხომალდის ბორტზე

და­კარ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მშობ­ლე­ბი თურ­ქუ­ლი ხო­მალ­დის ბორტზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ლე­ვან იზო­რი­ას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან იზო­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის 2 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის მშობ­ლე­ბი - ვლა­დი­მერ შა­რა­ძე და გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი, თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის Minehunter-ის ტი­პის ხო­მალ­დზე, Tcg Akcakoca-ის ბორტზე აიყ­ვა­ნა და ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი გა­აც­ნო.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ხო­მალ­დის ეკი­პაჟ­მა ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წვრთნე­ბის დროს და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

"ძა­ლი­ან დიდი პე­რი­მეტ­რია, თი­თო­ე­ულ დე­ტალს ამოწ­მე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, ეს დროს ითხოვს. თურ­ქუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ოს ყვე­ლა­ზე მცი­რე 3 დღე დას­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა გაგ­რძელ­დეს. მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა იმი­ტომ მინ­დო­და, რომ თა­ვად ენა­ხათ, რა ტექ­ნი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან გვაქვს საქ­მე და გა­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ ეკი­პა­ჟის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იზო­რი­ამ.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წვრთნე­ბის დროს და­კარ­გუ­ლი კაპ­რა­ლის იაგო შა­რა­ძის მა­მამ ვლა­დი­მერ შა­რა­ძემ თავ­დაც­ვის მი­ნისტრს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. ვლა­დი­მერ შა­რა­ძის თქმით, ის თურ­ქუ­ლი ხო­მალ­დის ეკი­პაჟს ესა­უბ­რა და პი­რო­ბა მი­ი­ღო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის უწყვეტ რე­ჟიმ­ში გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ.

"დამ­პირ­დნენ, რომ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვე­ბენ და ჩემს შვილს ამო­მიყ­ვა­ნენ წყლი­დან. მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ და მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წავა", - აღ­ნიშ­ნა ვლა­დი­მერ შა­რა­ძემ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო ხო­მალ­დზე, ასე­ვე, იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თურ­ქე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლი ია­სინ თე­მი­ზ­ქა­ნი და შსს სა­სა­ზღვრო დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი თე­მურ კვან­ტა­ლი­ა­ნი.

გეგ­მი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს და­კარ­გუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის 2 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის, კაპ­რალ იაგო შა­რა­ძის და I კლა­სის რი­გი­თის გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლის სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ხო­მალ­დის გარ­და, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და მო­ნი­ტო­რინ­გის და გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბი, ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სარ­დლო­ბის "ირო­კე­ზის" ტი­პის შვე­ულმფრე­ნი და შსს სა­სა­ზღვრო დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დამპირდნენ, რომ 24 საათი იმუშავებენ და ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან" - დაკარგული ჯარისკაცების მშობლები და თავდაცვის მინისტრი თურქული ხომალდის ბორტზე

"დამპირდნენ, რომ 24 საათი იმუშავებენ და ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან" - დაკარგული ჯარისკაცების მშობლები და თავდაცვის მინისტრი თურქული ხომალდის ბორტზე

დაკარგული ჯარისკაცების მშობლები თურქული ხომალდის ბორტზე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის მშობლები - ვლადიმერ შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების Minehunter-ის ტიპის ხომალდზე, Tcg Akcakoca-ის ბორტზე აიყვანა და ეკიპაჟის წევრები გააცნო.

უწყების ინფორმაციით, სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ წვრთნების დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

"ძალიან დიდი პერიმეტრია, თითოეულ დეტალს ამოწმებენ და შესაბამისად, ეს დროს ითხოვს. თურქული მხარის განცხადებით, სამძებრო სამუშაოს ყველაზე მცირე 3 დღე დასჭირდება, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს. მშობლების ჩართულობა იმიტომ მინდოდა, რომ თავად ენახათ, რა ტექნიკურ საშუალებებთან გვაქვს საქმე და გასაუბრებოდნენ ეკიპაჟის ხელმძღვანელობას", - განაცხადა ლევან იზორიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების დროს დაკარგული კაპრალის იაგო შარაძის მამამ ვლადიმერ შარაძემ თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. ვლადიმერ შარაძის თქმით, ის თურქული ხომალდის ეკიპაჟს ესაუბრა და პირობა მიიღო სამძებრო სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში გაგრძელების შესახებ.

"დამპირდნენ, რომ 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ და ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან. მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებენ და მგონია, რომ ყველაფერი კარგად წავა", - აღნიშნა ვლადიმერ შარაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ხომალდზე, ასევე, იმყოფებოდნენ თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის დირექტორი თემურ კვანტალიანი.

გეგმიური სწავლების დროს დაკარგული სპეციალური ოპერაციების ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო ღონისძიებაში თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის გარდა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები არიან ჩართულები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი