პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუცილებელი ინფორმაცია თურქეთში მყოფი ქართველებისთვის, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
აუცილებელი ინფორმაცია თურქეთში მყოფი ქართველებისთვის, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თურ­ქე­თის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რი­სა და ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­გა­რეო უწყე­ბა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ქ. გა­ზი­ან­თეფ­ში მომ­ხდა­რი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის გამო, რა­საც ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ემსხვერ­პლა 50, ხოლო და­შავ­და 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გმობს ტე­რო­რიზ­მის ნე­ბის­მი­ერ გა­მოვ­ლი­ნე­ბას, სამ­ძი­მარს და თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დებს და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს, თურ­ქე­თის მთავ­რო­ბას და მო­სახ­ლე­ო­ბას.

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლებ­სა და და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან.

თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას და თავი აა­რი­დონ მა­სობ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რას ყვე­ბა თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ გა­ზი­ან­თეფ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა

აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე მუდ­მი­ვი კავ­ში­რი აქვს ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან და აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­კე­თებს და­მა­ტე­ბით გან­ცხა­დე­ბას.

ამას­თან, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს თურ­ქე­თის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს თავი შე­ი­კა­ვონ მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რი­სა და ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან, ხოლო სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ებს ცხე­ლი ხა­ზის ნომ­რებ­ზე: +90 533 690 30 40 (ან­კა­რა), +90 541 326 22 26 (ტრა­პი­ზო­ნი), +90 541 818 44 00 (სტამ­ბო­ლი).

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­კონ­სუ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტში ასე­ვე მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 09:00-დან 18:00 სა­ა­თამ­დე, (+995) 577 98 40 20 - 18:00 სა­ა­თის შემ­დეგ და დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში", - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

აუცილებელი ინფორმაცია თურქეთში მყოფი ქართველებისთვის, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

აუცილებელი ინფორმაცია თურქეთში მყოფი ქართველებისთვის, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მასობრივი თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო უწყება მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქ. გაზიანთეფში მომხდარი ძლიერი აფეთქების გამო, რასაც ამ დროის მონაცემებით ემსხვერპლა 50, ხოლო დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.

თურქეთის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინონ რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში გადაადგილებისას და თავი აარიდონ მასობრივ ღონისძიებებსა და ხალხმრავალ ადგილებს.

ასევე წაიკითხეთ: რას ყვება თურქეთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ გაზიანთეფში მცხოვრები ქართველი გოგონა

აქვე გაცნობებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მომხდარის თაობაზე მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ სამართალდამცავებთან და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებს ცხელი ხაზის ნომრებზე: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი