საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად დედას დავურეკე" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გულახდილი ინტერვიუ ჩემპიონობის შემდეგ
"პირველად დედას დავურეკე" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გულახდილი ინტერვიუ ჩემპიონობის შემდეგ

ქარ­თვე­ლი ფა­ლა­ვა­ნი ლადო ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი გუ­შინ რიოს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ოქ­როს მე­და­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. ლადო გორ­ში ცხოვ­რობს დას­თან და დე­დას­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის და ოჯა­ხის შე­სა­ხებ "ამ­ბე­ბი.გე"-ს ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი რი­ო­დან ესა­უბ­რა.

- 25 წლის ასაკ­ში ყვე­ლა ტი­ტუ­ლი მაქვს აღე­ბუ­ლი და ამით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ოლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მა­ტე­ბას ვე­ლო­დი და ამის­თვის თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვვარ­ჯი­შობ­დი. ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე ფი­ნა­ლი წა­ვა­გე და სწო­რედ მა­შინ და­ვი­სა­ხე მიზ­ნად წარ­მა­ტე­ბა რიოს ოლიმ­პი­ა­და­ზე და მი­ვაღ­წიე კი­დეც.

- რა სიხ­ში­რით ვარ­ჯი­შობ­დი ამ წარ­მა­ტე­ბის­თვის?

- როცა სახ­ლში ვარ დღე­ში 2 სა­ა­თი ვვარ­ჯი­შობ, შეკ­რე­ბა­ზე კი დღე­ში სამ­ჯერ ვვარ­ჯი­შობ­დი 2-2 სა­ა­თი. თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბა არ მო­დის.

- ცნო­ბი­ლია, რომ მამა არ­კა­დი ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი იყო მო­ჭი­და­ვე და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­კავ­დით სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით...

- 8 წლის ვი­ყა­ვი, როცა მამა და­მე­ღუ­პა. ისიც მო­ჭი­და­ვე იყო და ახალ­გაზ­რდებ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი. დე­დამ და მა­მა­ჩე­მის მე­გობ­რებ­მა სწო­რედ მა­შინ წა­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლად ჭი­და­ო­ბა­ზე. მე არც ამირ­ჩე­ვია ჭი­და­ო­ბა, ისე მი­მიყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლი 5 წელი ერთი შე­ჯიბ­რიც არ მო­მი­გია. იქ ვინც ვარ­ჯი­შობ­და, მჯობ­და ის ბავ­შვე­ბი. ერთ დღე­საც მიზ­ნად და­ვი­სა­ხე წარ­მა­ტე­ბა და პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას 5 წლის შემ­დეგ მი­ვაღ­წიე. ღვთის წყა­ლო­ბით მძი­მე პი­რო­ბებ­ში არ გავზრდილ­ვარ და ჩემი მწვრთნე­ლიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და ჩვენ­თვის. 2006 წელს მოვ­ხვდი ნაკ­რებ­ში, მთლად კარ­გად ვერ იყო მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში სპორ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ცდი­ლობ­დნენ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბას, ახლა კი­დევ უფრო მეტს აკე­თებს სა­ხელ­მწი­ფო, კარ­გი პი­რო­ბე­ბი რომ გვქონ­დეს სპორ­ტმე­ნებს.

- პირ­ველ­მა ვინ მო­გი­ლო­ცა გა­მარ­ჯვე­ბა?

- პირ­ვე­ლად მწვრთნელ­მა მო­მი­ლო­ცა, რო­მე­ლიც შე­ჯიბ­რის დროს ჩვენ­თან ერ­თად არის. უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა და მო­ლოც­ვა მი­ვი­ღე სა­ქარ­თვე­ლო­დან, მარ­ტო "ვა­ი­ბერ­ზე" და "ვოტ­საპ­ში" 160 შე­ტყო­ბი­ნე­ბა დამ­ხვდა. მე პირ­ვე­ლად რა თქმა უნდა, დე­დას და­ვუ­რე­კე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის და ჩემი და ჩემი პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან. ჩემს გა­მოს­ვლას სხვა გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან ერ­თად უყუ­რებ­დნენ ისი­ნი.

- უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გა­მო­გიჩ­ნდა...

- ლი­მი­ტი ამო­მე­წუ­რა და ვე­ღარ ვამ­ჩნევ ვე­რა­ფერს... არ ვიცი, რას წე­რენ ჩემ­ზე.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი ბიჭი ხარ?

- თა­ვი­სუ­ფა­ლი ბიჭი ვარ, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სხვას არა­ფერს ვი­ტყვი. მერე პი­რა­დი აღარ იქ­ნე­ბა.

- რას აპი­რებ ამ წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ?

- ძა­ლი­ან დატ­ვირ­თულ რე­ჟიმ­ში ვცხოვ­რობ­დი ერთ წელ­ზე დიდ­ხანს და ვემ­ზა­დე­ბო­დი ოლიმ­პი­ა­დის­თვის. ახლა ცო­ტას და­ვის­ვე­ნებ, გან­ვიტ­ვირ­თე­ბი და მერე ისევ გა­ვაგ­რძე­ლებ ვარ­ჯიშს.

იხი­ლეთ ვი­დეო

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"პირველად დედას დავურეკე" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გულახდილი ინტერვიუ ჩემპიონობის შემდეგ

"პირველად დედას დავურეკე" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გულახდილი ინტერვიუ ჩემპიონობის შემდეგ

ქართველი ფალავანი ლადო ხინჩეგაშვილი გუშინ რიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალის მფლობელი გახდა. ლადო გორში ცხოვრობს დასთან და დედასთან ერთად, საკუთარი წარმატების და ოჯახის შესახებ "ამბები.გე"-ს ოლიმპიური ჩემპიონი რიოდან ესაუბრა.

- 25 წლის ასაკში ყველა ტიტული მაქვს აღებული და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ოლიმპიადაზე წარმატებას ველოდი და ამისთვის თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. ლონდონის ოლიმპიადაზე ფინალი წავაგე და სწორედ მაშინ დავისახე მიზნად წარმატება რიოს ოლიმპიადაზე და მივაღწიე კიდეც.

- რა სიხშირით ვარჯიშობდი ამ წარმატებისთვის?

- როცა სახლში ვარ დღეში 2 საათი ვვარჯიშობ, შეკრებაზე კი დღეში სამჯერ ვვარჯიშობდი 2-2 საათი. თავდაუზოგავი შრომის გარეშე წარმატება არ მოდის.

- ცნობილია, რომ მამა არკადი ხინჩეგაშვილი იყო მოჭიდავე და მისი გარდაცვალების შემდეგ დაკავდით სპორტის ამ სახეობით...

- 8 წლის ვიყავი, როცა მამა დამეღუპა. ისიც მოჭიდავე იყო და ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი. დედამ და მამაჩემის მეგობრებმა სწორედ მაშინ წამიყვანეს პირველად ჭიდაობაზე. მე არც ამირჩევია ჭიდაობა, ისე მიმიყვანეს. პირველი 5 წელი ერთი შეჯიბრიც არ მომიგია. იქ ვინც ვარჯიშობდა, მჯობდა ის ბავშვები. ერთ დღესაც მიზნად დავისახე წარმატება და პირველ წარმატებას 5 წლის შემდეგ მივაღწიე. ღვთის წყალობით მძიმე პირობებში არ გავზრდილვარ და ჩემი მწვრთნელიც ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის. 2006 წელს მოვხვდი ნაკრებში, მთლად კარგად ვერ იყო მაშინ საქართველოში სპორტის მდგომარეობა, მაგრამ ცდილობდნენ ყველაფრის გაკეთებას, ახლა კიდევ უფრო მეტს აკეთებს სახელმწიფო, კარგი პირობები რომ გვქონდეს სპორტმენებს.

- პირველმა ვინ მოგილოცა გამარჯვება?

- პირველად მწვრთნელმა მომილოცა, რომელიც შეჯიბრის დროს ჩვენთან ერთად არის. უამრავი შეტყობინება და მოლოცვა მივიღე საქართველოდან, მარტო "ვაიბერზე" და "ვოტსაპში" 160 შეტყობინება დამხვდა. მე პირველად რა თქმა უნდა, დედას დავურეკე საქართველოში. ის და ჩემი და ჩემი პირველი გულშემატკივრები არიან. ჩემს გამოსვლას სხვა გულშემატკივრებთან ერთად უყურებდნენ ისინი.

- უამრავი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდა...

- ლიმიტი ამომეწურა და ვეღარ ვამჩნევ ვერაფერს... არ ვიცი, რას წერენ ჩემზე.

- შეყვარებული გყავს თუ თავისუფალი ბიჭი ხარ?

- თავისუფალი ბიჭი ვარ, პირად ცხოვრებაზე სხვას არაფერს ვიტყვი. მერე პირადი აღარ იქნება.

- რას აპირებ ამ წარმატების შემდეგ?

- ძალიან დატვირთულ რეჟიმში ვცხოვრობდი ერთ წელზე დიდხანს და ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის. ახლა ცოტას დავისვენებ, განვიტვირთები და მერე ისევ გავაგრძელებ ვარჯიშს.

იხილეთ ვიდეო

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი