ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: გავაგრძელებ ჭიდაობას, აბა, სხვა რა უნდა ვქნა?!

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: გავაგრძელებ ჭიდაობას, აბა, სხვა რა უნდა ვქნა?!

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ "სპორტალ.გე"-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია, აქამდე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოვიგე, თუმცა მიზანი და ოცნება, ცხადია ოლიმპიური ოქრო იყო. წინა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დავჯერდი და მიხარია, რომ წელს უკვე ოქროს მოპოვება შევძელი.

დღეს უმაღლეს მწვერვალს მივაღწიე, ჩემი გულშემატკივარი გავახარე და ესეც მახარებს.

ფსიქოლოგიური კუთხით ოლიმპიადისთვის მზად ვიყავი. გამოჩნდა, რომ ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვიყავი. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემპიონობა.

25 წლის ასაკში ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც კი შემეძლო. შემიძლია ჯერ კიდევ ჭიდაობა და საკმაოდ კარგადაც, ამიტომ გავაგრძელებ ჭიდაობას, სხვა რა უნდა ვქნა აბა?! ვნახოთ, რა და როგორ იქნება მომავალში. ვაგრძლებებ ჭიდაობას, თავისთავად, უბრალოდ, პატარა ნიუანსები შეიცვლება", - გვითხრა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.  იხილეთ ვიდეო

sportall.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი