საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მიმართავს და აფრთხილებს რომ ახალ, ორსართულიან მატარებელში მოწევა აკრძალულია, რის მიზეზებსაც განცხადებაში განმარტავს:
"ძვირფასო მგზავრებო! კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მატარებელში სიგარეტის მოწევა აკრძალულია. ის საფრთხეს უქმნის მატარებლის უსაფრთხოებას. გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ STADLER KISS მატარებელები აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, მაღალმგრძნობიარე სენსორებს ელექტრო სიგარეტის კვამლისა და თამბაქოს ბოლის აღმოჩენისას მოქმედებაში მოჰყავს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რაც თავის მხრივ ბლოკავს მატარებელის სხვადასხვა კვანძებს და შესაძლოა მისი სრული გაჩერება გამოიწვიოს.
სამწუხაროდ, დღეს ბათუმი-თბილისის ელექტრომატარებლის N803 რეისის შესრულების დროს გამოვლინდა სამი სხვადასხვა ფაქტი, ელექრო სიგარეტისა და თამბაქოს მოხმარების მცდელობამ გათიშა კონდიცირების ქსელი, რასაც მოჰყვა სხვადასხვა სისტემების გათიშვა. მისი აღმოფხვრა მხოლოდ სამტრედიის სადგურში შესვლის შემდგომ გახდა შესაძლებელი. სამწუხაროდ, მგზავრებს შეექმნა დისკომფორტი, რამაც მათი მხრიდან სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. სამატარებლო ბრიგადამ ყველაფერი გააკეთა მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანისათვის.
მოგმართავთ თხოვნით, რომ თავი შეიკავოთ მატარებელში თაბაქოსა თუ ე.წ. ელექტრო სიგარეტის მოხმარებისგან!" 0 ნათქვამია რკინიგზის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.