საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთხი მეგობრის დანაზოგით დაწყებული ბიზნესი - მყუდრო კაფე რუსთავში
ოთხი მეგობრის დანაზოგით დაწყებული ბიზნესი - მყუდრო კაფე რუსთავში

4 მე­გობ­რის და­ნა­ზო­გით, 23 წლის ასაკ­ში და­წყე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი - ხელ­ნა­კე­თი ინ­ტე­რი­ე­რით თავ­მომ­წო­ნე კაფე ქა­ლაქ რუს­თავ­ში, ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა და მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო - ეს კაფე "ას­კი­ლია" - მყუდ­რო სივ­რცე ყვე­ლას­თვის, რო­მე­ლიც მე­გობ­რე­ბის ერ­თწ­ლი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით შე­იქ­მნა.

"კაფე "ას­კი­ლის" მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ში­ნა­უ­რუ­ლი გა­რე­მოა. კაფე კერ­ძო სახ­ლშია გა­კე­თე­ბუ­ლი და რომ შე­მო­დი­ხართ, შეგ­რძნე­ბა გაქვთ, თით­ქოს მე­გო­ბარ­თან მოხ­ვე­დით სტუმ­რად. ვცდი­ლობთ, მომ­სა­ხუ­რე­ბაც შე­სა­ბა­მი­სი იყოს. არა ოფი­ცი­ა­ლუ­რი, არა­მედ - მე­გობ­რუ­ლი, რათა სტუ­მარ­მა თავი ისე იგ­რძნოს, რო­გორც მე­გო­ბარ­თან ვი­ზი­ტი­სას", - ამ­ბობს "ას­კი­ლის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, თა­მარ ქო­ჩი­აშ­ვი­ლი და AMBEBI.GE-ს "ას­კი­ლის" ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა.

იდე­ის და­ბა­დე­ბა და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი

"ჩვენ გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ვიხ­სე­ნით. ერთი წელი ვემ­ზა­დე­ბო­დით. ვა­რე­მონ­ტებ­დით, მა­გი­დე­ბი, სკა­მე­ბი - თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლით არის შექ­მნი­ლი. მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხატ­ვა და ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა. ჩემი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია გაყ­ვა­ნი­ლო­ბე­ბით და ელექტრო­ე­ნერ­გი­ით. გვინ­დო­და ჩვენ თვი­თონ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. გვინ­დო­და ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­მო­სუ­ლი­ყო. აქ ორი ერ­თნა­ი­რი მა­გი­და არ დგას. ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც, ბევ­რად უფრო შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სებ­ში გა­კეთ­და.

სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლი 4 მე­გობ­რის და­ნა­ზო­გი იყო. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა ვმუ­შა­ობ­დით და ვდებ­დით გარ­კვე­ულ თან­ხას, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. კაფე მე­გობ­რის ბი­ნა­შია გა­კე­თე­ბუ­ლი. ბევ­რი სირ­თუ­ლე შეგ­ვხვდა იმი­ტომ, რომ არ­ცერ­თს გვქონ­და გა­მოც­დი­ლე­ბა ამ საქ­მე­ში. ბიზ­ნე­სის კუ­თხით გა­ნათ­ლე­ბა გვაქვს, მაგ­რამ მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის. ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეგ­ვხვდა სა­კუ­თარ თავ­შიც. იყო პე­რი­ო­დი, როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა გვი­ჭირ­და. გა­ვი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და მი­ვი­ღეთ რჩე­ვე­ბი ამ სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან".

რა­ტომ - "ას­კი­ლი"?

"ასე­თი ტრა­დი­ცია გვქონ­და, შე­მოდ­გო­მით ას­კი­ლის საკ­რე­ფად მივ­დი­ო­დით ხოლ­მე, გომ­ბორ­ზე. გაგ­ვიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, გვქო­ნო­და ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი. გა­დავ­წყვი­ტეთ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა კაფე, სა­დაც იქ­ნე­ბო­და ას­კი­ლის ჩაი. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ფეს ეს სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით".

გა­რე­მო და სამ­ზა­რე­უ­ლო

"რო­დე­საც გა­ვიხ­სე­ნით, და­ახ­ლო­ე­ბით 50 სტუმ­რის მი­ღე­ბა შეგ­ვეძ­ლო. ახლა 100 ადა­მი­ანს შეგ­ვიძ­ლია ვუ­მას­პინ­ძლოთ. სექ­ტე­ბერ­ში კი­ნო­ო­თა­ხის და გა­რე­თა სივ­რცის და­მა­ტე­ბა გვინ­და. ვფიქ­რობთ, რუს­თა­ვის რე­ა­ლო­ბის­თვის საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ად­გი­ლია. თუმ­ცა, გან­ვი­თა­რე­ბა კი­დევ სა­ჭი­როა. ყვე­ლამ ბევ­რი უნდა ვიშ­რო­მოთ დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მაც და თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც.

პა­რას­კევს, შა­ბათს და კვი­რას ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა ჟღერს. გვაქვს აქ­ტი­ვო­ბე­ბის ოთა­ხი, სა­დაც მა­გი­დის თა­მა­შე­ბით სარ­გებ­ლო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე გვაქვს მწე­ველ­თა და არამ­წე­ველ­თა სივ­რცე­ე­ბი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რუს­თა­ვის გა­რე­მოს­თვის - არ­სად არ არის ასე. კა­ფე­ში წიგ­ნე­ბის თა­როც არის. ასე­ვე, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან. მათი ჟურ­ნა­ლე­ბის შე­ძე­ნა მსურ­ველს ჩვენ­თა­ნაც შე­უძ­ლია.

სამ­ზა­რე­უ­ლო ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლია და ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე დიდი პორ­ცი­ე­ბია, რათა სტუ­მარ­მა იგ­რძნოს, რომ მას ისე­ვე გუ­ლუხ­ვად მას­პინ­ძლო­ბენ, რო­გორც მე­გო­ბა­რი უმას­პინ­ძლებ­და. ვგეგ­მავთ სხვა­დას­ხვა სამ­ზა­რე­უ­ლოს კუ­ლი­ნა­რი­ულ დღე­ებს. მა­გა­ლი­თად, გვქონ­და იტა­ლი­უ­რი და მექ­სი­კუ­რი ვახ­შმის დღე. სექ­ტემ­ბერ­ში ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის დღის ორ­გა­ნი­ზე­ბა­საც ვა­პი­რებთ".

ბიზ­ნე­სი, რო­გორც შვი­ლი და დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი - რო­გორც ოჯა­ხი

"ჩვენ ჯგუ­ფე­ლე­ბი ვართ. ერთი რუს­თა­ვი­დან არის, და­ნარ­ჩე­ნე­ბი - თბი­ლი­სი­დან. მაგ­რამ ორი მათ­გა­ნი უკვე რუს­თავ­ში გად­მო­სახ­ლდა ამ ბიზ­ნე­სის გამო. ჩვენ­თვის ეს არის პირ­ვე­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც ერ­თად და­ვი­წყეთ და გვი­ხა­რია, რომ მუ­შა­ობს. ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნი არ არის, მაგ­რამ ეს არის ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც შედ­გა. ჩვენ­თვის ჩვე­ნი საქ­მე შვი­ლი­ვით არის.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გუნ­დუ­რო­ბის პრინ­ცი­პი. ეს ბიზ­ნე­სი დიდ ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს მო­ი­თხოვს და გუნ­დუ­რო­ბა გა­დამ­წყვე­ტია. ერთი და ორი ადა­მი­ა­ნი ამას ვერ გა­ა­კე­თებ­და. თა­ვი­დან ჩვენ ვი­ყა­ვით მო­ლა­რე­ე­ბიც, მიმ­ტა­ნე­ბიც, ბევრ რა­მეს ვა­კე­თებ­დით და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ოთხნი ვი­ყა­ვით".

#წარ­მა­ტე­ბა­გა­დამ­დე­ბია

"თი­ბი­სი ბან­კის პრო­ექ­ტში ჩა­ვერ­თეთ. ვფიქ­რობთ, რომ ახალ­გაზ­რდუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია. ჩვენ­თვის ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე გა­მარ­ჯვე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბის მო­ლო­დი­ნი არ გვაქვს. პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია #გა­ა­ზი­ა­რე­წარ­მა­ტე­ბა და #წარ­მა­ტე­ბა­გა­დამ­დე­ბია. ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა კი ასე­თია: ბიზ­ნეს­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მთა­ვა­რია სურ­ვი­ლი. თუ რა­ღაც ძა­ლი­ან გინ­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გი­ვა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბას, ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ნა­ხავ რა­ღა­ცას, მთა­ვა­რია სურ­ვი­ლი".

"ას­კი­ლის" გახ­სნის დღე, რო­გორც სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა და სტუმ­რე­ბი - მო­ტი­ვა­ცი­ის მთა­ვა­რი წყა­რო: "ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვემ­ზა­დე­ბო­დით გახ­სნის­თვის და არ გვჯე­რო­და არ­ცერ­თს, რომ ეს თა­რი­ღი მარ­თლა დად­გა. პირ­ვე­ლი დღე შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო - როცა და­ვა­ა­ნონ­სეთ გახ­სნა და ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი მო­ვი­და. სავ­სე იყო აქა­უ­რო­ბა და თავი სიზ­მარ­ში გვე­გო­ნა. მა­შინ ვი­ფიქ­რეთ, რომ ჩა­ნა­ფიქ­რმა გა­ა­მარ­თლა.

მთა­ვარ სტი­მულს სტუმ­რე­ბი გვაძ­ლე­ვენ. გვყავს მუდ­მი­ვი სტუმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რუ­ლად და­დი­ან ჩვენ­თან და ეს არის ინ­დი­კა­ტო­რი იმი­სა, რომ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვართ. თუმ­ცა მუდ­მი­ვად წინსვლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი".

ეს­ტუმ­რეთ "ას­კი­ლის" ფე­ის­ბუ­ქის გვერდს

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ოთხი მეგობრის დანაზოგით დაწყებული ბიზნესი - მყუდრო კაფე რუსთავში

ოთხი მეგობრის დანაზოგით დაწყებული ბიზნესი - მყუდრო კაფე რუსთავში

4 მეგობრის დანაზოგით, 23 წლის ასაკში დაწყებული ბიზნესი - ხელნაკეთი ინტერიერით თავმომწონე კაფე ქალაქ რუსთავში, ცოცხალი მუსიკა და მეგობრული გარემო - ეს კაფე "ასკილია" - მყუდრო სივრცე ყველასთვის, რომელიც მეგობრების ერთწლიანი დაუღალავი შრომით შეიქმნა.

"კაფე "ასკილის" მთავარი მახასიათებელი შინაურული გარემოა. კაფე კერძო სახლშია გაკეთებული და რომ შემოდიხართ, შეგრძნება გაქვთ, თითქოს მეგობართან მოხვედით სტუმრად. ვცდილობთ, მომსახურებაც შესაბამისი იყოს. არა ოფიციალური, არამედ - მეგობრული, რათა სტუმარმა თავი ისე იგრძნოს, როგორც მეგობართან ვიზიტისას", - ამბობს "ასკილის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ქოჩიაშვილი და AMBEBI.GE-ს "ასკილის" ისტორიას უყვება.

იდეის დაბადება და პირველი ნაბიჯები

"ჩვენ გასული წლის ოქტომბერში გავიხსენით. ერთი წელი ვემზადებოდით. ვარემონტებდით, მაგიდები, სკამები - თითქმის ყველაფერი ხელით არის შექმნილი. მე ძალიან მიყვარს ხატვა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დაინტერესებულია გაყვანილობებით და ელექტროენერგიით. გვინდოდა ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა. გვინდოდა ორიგინალური გამოსულიყო. აქ ორი ერთნაირი მაგიდა არ დგას. ფინანსური თვალსაზრისითაც, ბევრად უფრო შეღავათიან ფასებში გაკეთდა.

საწყისი კაპიტალი 4 მეგობრის დანაზოგი იყო. ერთი წლის განმავლობაში ყველა ვმუშაობდით და ვდებდით გარკვეულ თანხას, შეძლებისდაგვარად. კაფე მეგობრის ბინაშია გაკეთებული. ბევრი სირთულე შეგვხვდა იმიტომ, რომ არცერთს გვქონდა გამოცდილება ამ საქმეში. ბიზნესის კუთხით განათლება გვაქვს, მაგრამ მხოლოდ განათლება საკმარისი არ არის. ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა საკუთარ თავშიც. იყო პერიოდი, როცა გადაწყვეტილებების მიღება გვიჭირდა. გავიარეთ კონსულტაციები და მივიღეთ რჩევები ამ სფეროში გამოცდილი ადამიანებისგან".

რატომ - "ასკილი"?

"ასეთი ტრადიცია გვქონდა, შემოდგომით ასკილის საკრეფად მივდიოდით ხოლმე, გომბორზე. გაგვიჩნდა სურვილი, გვქონოდა ჩვენი ბიზნესი. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა კაფე, სადაც იქნებოდა ასკილის ჩაი. შესაბამისად, კაფეს ეს სახელი დავარქვით".

გარემო და სამზარეულო

"როდესაც გავიხსენით, დაახლოებით 50 სტუმრის მიღება შეგვეძლო. ახლა 100 ადამიანს შეგვიძლია ვუმასპინძლოთ. სექტებერში კინოოთახის და გარეთა სივრცის დამატება გვინდა. ვფიქრობთ, რუსთავის რეალობისთვის საკმაოდ წარმატებული ადგილია. თუმცა, განვითარება კიდევ საჭიროა. ყველამ ბევრი უნდა ვიშრომოთ დამფუძნებლებმაც და თანამშრომლებმაც.

პარასკევს, შაბათს და კვირას ცოცხალი მუსიკა ჟღერს. გვაქვს აქტივობების ოთახი, სადაც მაგიდის თამაშებით სარგებლობაა შესაძლებელი. ასევე გვაქვს მწეველთა და არამწეველთა სივრცეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის გარემოსთვის - არსად არ არის ასე. კაფეში წიგნების თაროც არის. ასევე, ვთანამშრომლობთ გამომცემლობებთან. მათი ჟურნალების შეძენა მსურველს ჩვენთანაც შეუძლია.

სამზარეულო ქართულ-ევროპულია და ჩვეულებრივზე დიდი პორციებია, რათა სტუმარმა იგრძნოს, რომ მას ისევე გულუხვად მასპინძლობენ, როგორც მეგობარი უმასპინძლებდა. ვგეგმავთ სხვადასხვა სამზარეულოს კულინარიულ დღეებს. მაგალითად, გვქონდა იტალიური და მექსიკური ვახშმის დღე. სექტემბერში ქართული კერძების დღის ორგანიზებასაც ვაპირებთ".

ბიზნესი, როგორც შვილი და დამფუძნებლები - როგორც ოჯახი

"ჩვენ ჯგუფელები ვართ. ერთი რუსთავიდან არის, დანარჩენები - თბილისიდან. მაგრამ ორი მათგანი უკვე რუსთავში გადმოსახლდა ამ ბიზნესის გამო. ჩვენთვის ეს არის პირველი საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ და გვიხარია, რომ მუშაობს. ფინანსურად ძალიან მომგებიანი არ არის, მაგრამ ეს არის ბიზნესი, რომელიც შედგა. ჩვენთვის ჩვენი საქმე შვილივით არის.

ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურობის პრინციპი. ეს ბიზნესი დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს და გუნდურობა გადამწყვეტია. ერთი და ორი ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა. თავიდან ჩვენ ვიყავით მოლარეებიც, მიმტანებიც, ბევრ რამეს ვაკეთებდით და მნიშვნელოვანი იყო, რომ ოთხნი ვიყავით".

#წარმატებაგადამდებია

"თიბისი ბანკის პროექტში ჩავერთეთ. ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდული და საინტერესო პროექტია. ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამარჯვება. გამარჯვების მოლოდინი არ გვაქვს. პროექტის მთავარი გზავნილია #გააზიარეწარმატება და #წარმატებაგადამდებია. ჩვენი წარმატების ფორმულა კი ასეთია: ბიზნესში წარმატების მისაღწევად მთავარია სურვილი. თუ რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა. არ აქვს მნიშვნელობა განათლებას, ფინანსურ შესაძლებლობას, აუცილებლად გამონახავ რაღაცას, მთავარია სურვილი".

"ასკილის" გახსნის დღე, როგორც სასიამოვნო მოგონება და სტუმრები - მოტივაციის მთავარი წყარო: "ძალიან დიდხანს ვემზადებოდით გახსნისთვის და არ გვჯეროდა არცერთს, რომ ეს თარიღი მართლა დადგა. პირველი დღე შოკისმომგვრელი იყო - როცა დავაანონსეთ გახსნა და ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. სავსე იყო აქაურობა და თავი სიზმარში გვეგონა. მაშინ ვიფიქრეთ, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა.

მთავარ სტიმულს სტუმრები გვაძლევენ. გვყავს მუდმივი სტუმრები, რომლებიც რეგულარულად დადიან ჩვენთან და ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. თუმცა მუდმივად წინსვლასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებული".

ესტუმრეთ "ასკილის" ფეისბუქის გვერდს

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი