"მე ახალი დაბადებული პოლიტიკოსი ვარ დღეს - ფერიცვალების დღეს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ქუთაისში განაცხადა, სადაც პარტიამ საარჩევნო სიის პრეზენტაცია გამართა.
სანდრა რულოვსის თქმით, ის საქართველოში პირველი ჩამოსვლისას ქუთაისში მოხვდა და სწორედ ქუთაისის დამსახურებაა, რომ მას საქართველო შეუყვარდა.
"თქვენ იცით, როგორ მიყვარს ქუთაისი. პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში, აქ ვიყავი და ზუსტად ქუთაისის დამსახურებაა, რომ საქართველო შემიყვარდა. ერთი წლის თავზე, როცა ქართველი კაცი შემხვდა საფრანგეთში, მიშამ იმიტომ მომხიბლა, რომ საქართველოდან იყო და ქუთაისთან იყო ასოცირებული. მადლობა მინდა ვუთხრა ნდობისთვის. მე ახალი დაბადებული პოლიტიკოსი ვარ დღეს - ფერიცვალების დღეს. გილოცავთ ფერიცვალებას. მე მჯერა ჩვენი გუნდის ღირსეული წევრების.
მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის კურსი შევცვალოთ, რადგან ყველანაირად ჩანს, რომ არ გამოუვიდათ. უნდოდათ, ჩვენ ვაცადეთ, მოველოდით რაღაცას, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი არაფერი გამოუვიდათ. ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ. ნამდვილად გვინდა, რომ კურსი ისევ შევცვალოთ, გავაგრძელოთ პროგრესი, წინსვლა საქართველოსი. ღირსეულ თანაგუნდელებთან ერთად გავაკეთებთ და 9 ოქტომბერს საქმეს შევუდგებით", - განაცხადა რულოვსმა.