პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი საარჩევნოდ ცოლს დააყენებს თუ საყვარელს, არაფერი უშველის" - უმრავლესობა ზუგდიდში სანდრა რულოვსის კანდიდატურას ეხმაურება
"სააკაშვილი საარჩევნოდ ცოლს დააყენებს თუ საყვარელს, არაფერი უშველის" - უმრავლესობა ზუგდიდში სანდრა რულოვსის კანდიდატურას ეხმაურება

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი სან­დრა რუ­ლოვ­სი იქ­ნე­ბა. მისი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა დღეს კორ­ცხელ­ში მოხ­და. ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი პი­რო­ბას დებს, რომ "რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ცუდი მოხ­და, არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ აღარ გან­მე­ორ­დე­ბა".

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რად და­სა­ხე­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი. დე­პუ­ტატ ნუკ­რი ქან­თა­რი­ას თქმით, "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, სა­არ­ჩევ­ნოდ ცოლს და­ა­ყე­ნებს, საყ­ვა­რელს თუ ნა­თე­სა­ვებს, მა­ინც არა­ფე­რი უშ­ვე­ლის".

ქან­თა­რია მი­იჩ­ნევს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ტი­ებ­სა და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კებს ოდე­სი­დან მარ­თავს, მაგ­რამ მისი სა­არ­ჩევ­ნო აქ­ტი­უ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ი­პო­ვებს. ამას­თან, ქან­თა­რი­ას აზ­რით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია რამ­დე­ნი­მე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის გა­მარ­თვა.

"მე­ო­რე ტუ­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა არ­სე­ბობს, რად­გან სა­არ­ჩევ­ნოდ ერთი ხმის გა­ყალ­ბე­ბა­საც არა­ვინ შე­ეც­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ.

ეკა ბე­სე­ლია კი მი­იჩ­ნევს, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის წევ­რის წარ­დგე­ნა, უახ­ლე­სი წარ­სუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბის გზავ­ნი­ლია. "მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­მეგ­რე­ლოს და ზუგ­დი­დის ამომ­რჩე­ვე­ლი არა­სო­დეს არ მის­ცემს ხმას წა­მე­ბას და ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას და დაბ­რუ­ნე­ბას" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტად სან­დრა რუ­ლოვ­სის წარ­დგე­ნას.

"ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და ძა­ლა­დობ­რი­ვი სის­ტე­მის შემ­ქნე­ლის სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რის წარ­დგე­ნა მა­ჟო­რი­ტა­რად ეს არის გზავ­ნი­ლი მო­ძა­ლა­დე­ე­ბის მხრი­დან წარ­სუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბის. ამ წარ­სულ­ზე უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლომ და მათ შო­რის სა­მეგ­რე­ლომ, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბის და სი­სას­ტი­კის მსხვერ­პლი იყო და გა­და­ი­ტა­ნა სა­ში­ნე­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­მეგ­რე­ლოს და ზუგ­დი­დის ამომ­რჩე­ვე­ლი არა­სო­დეს არ მის­ცემს ხმას წა­მე­ბას და ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას და დაბ­რუ­ნე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის კი­დევ ერთი წევ­რის, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის" მიერ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სან­დრა რუ­ლოვ­სის წარ­დგე­ნა იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ კად­რე­ბი უჭირთ და კან­დი­და­ტუ­რებს ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის ეძე­ბენ". ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ზუგ­დიდ­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის ძა­ლი­ან კარ­გი კან­დი­და­ტი ჰყავს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს.

თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის პა­თოსს იზი­ა­რებს ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი. მისი თქმით, სან­დრა რუ­ლოვ­სის და­სა­ხე­ლე­ბა პო­ლი­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ნა­ბი­ჯია და ეს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, რა­ი­მე სი­ტყვის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა. სე­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ ნა­ბი­ჯით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სურს, შექ­მნას ილუ­ზია, რომ ის კვლავ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შია", თუმ­ცა, რო­გორც დე­პუ­ტა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რე­ა­ლუ­რად სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას მის მიერ შექ­მნილ ახალ პრო­ექტს, ბურ­ჭუ­ლა­ძე-ვა­შა­ძე-ჯა­ფა­რი­ძე-კა­ცი­ტა­ძის ბლოკს სთა­ვა­ზობს.

"ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი პრო­ექ­ტი, რაც არის ტაქ­ტი­კურ დო­ნე­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი, წმინ­და პო­ლი­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბია და სან­დრას წარ­დგე­ნა, უკავ­შირ­დე­ბა არა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, რა­ი­მე სი­ტყვის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, არა­მედ ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხრი­კი და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა. ვი­თომ სა­ა­კაშ­ვი­ლი, თა­ვი­სი ცო­ლით მი­კუთ­ვნე­ბუ­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რე­ა­ლუ­რად კი გვთა­ვა­ზობს ახალ პო­ლი­ტი­კურ გუნდს ბურ­ჭუ­ლა­ძე-ჯა­ფა­რი­ძე-ვა­შა­ძის სა­ხით", - აღ­ნიშ­ნა სე­სი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სააკაშვილი საარჩევნოდ ცოლს დააყენებს თუ საყვარელს, არაფერი უშველის" - უმრავლესობა ზუგდიდში სანდრა რულოვსის კანდიდატურას ეხმაურება

"სააკაშვილი საარჩევნოდ ცოლს დააყენებს თუ საყვარელს, არაფერი უშველის" - უმრავლესობა ზუგდიდში სანდრა რულოვსის კანდიდატურას ეხმაურება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება. მისი კანდიდატურის წარდგენა დღეს კორცხელში მოხდა. ყოფილი პირველი ლედი პირობას დებს, რომ "რაც წინა ხელისუფლების დროს ცუდი მოხდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აღარ განმეორდება".

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მეუღლის მაჟორიტარად დასახელებას ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. დეპუტატ ნუკრი ქანთარიას თქმით, "მიხეილ სააკაშვილს, საარჩევნოდ ცოლს დააყენებს, საყვარელს თუ ნათესავებს, მაინც არაფერი უშველის".

ქანთარია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ოდესიდან მართავს, მაგრამ მისი საარჩევნო აქტიურობის მიუხედავად, პარლამენტში უმრავლესობას "ქართული ოცნება" მოიპოვებს. ამასთან, ქანთარიას აზრით, მოსალოდნელია რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის გამართვა.

"მეორე ტურების ალბათობა არსებობს, რადგან საარჩევნოდ ერთი ხმის გაყალბებასაც არავინ შეეცდება", - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

ეკა ბესელია კი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრის წარდგენა, უახლესი წარსულის დაბრუნების გზავნილია. "მე დარწმუნებული ვარ სამეგრელოს და ზუგდიდის ამომრჩეველი არასოდეს არ მისცემს ხმას წამებას და ძალადობის წახალისებას და დაბრუნებას" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატად სანდრა რულოვსის წარდგენას.

"ყველაზე სასტიკი და ძალადობრივი სისტემის შემქნელის სააკაშვილის ოჯახის წევრის წარდგენა მაჟორიტარად ეს არის გზავნილი მოძალადეების მხრიდან წარსულის დაბრუნების. ამ წარსულზე უარი თქვა საქართველომ და მათ შორის სამეგრელომ, რომელიც ძალადობის და სისასტიკის მსხვერპლი იყო და გადაიტანა საშინელი შეურაცხყოფა. მე დარწმუნებული ვარ, სამეგრელოს და ზუგდიდის ამომრჩეველი არასოდეს არ მისცემს ხმას წამებას და ძალადობის წახალისებას და დაბრუნებას", - განაცხადა ბესელიამ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანდრა რულოვსის წარდგენა იმაზე მიანიშნებს, რომ კადრები უჭირთ და კანდიდატურებს ოჯახის წევრებს შორის ეძებენ". ამასთან, მისივე თქმით, ზუგდიდში "ქართულ ოცნებას" მაჟორიტარობის ძალიან კარგი კანდიდატი ჰყავს, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს.

თანაგუნდელების პათოსს იზიარებს ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, სანდრა რულოვსის დასახელება პოლიტექნოლოგიური ნაბიჯია და ეს ქართულ პოლიტიკაში, რაიმე სიტყვის თქმის საშუალებას არ უკავშირდება. სესიაშვილის განცხადებით, ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილს სურს, შექმნას ილუზია, რომ ის კვლავ "ნაციონალურ მოძრაობაშია", თუმცა, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, რეალურად სააკაშვილი მოსახლეობას მის მიერ შექმნილ ახალ პროექტს, ბურჭულაძე-ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკს სთავაზობს.

"ყველა დანარჩენი პროექტი, რაც არის ტაქტიკურ დონეზე გადაადგილებები, წმინდა პოლიტექნოლოგიური ნაბიჯებია და სანდრას წარდგენა, უკავშირდება არა ქართულ პოლიტიკაში, რაიმე სიტყვის თქმის საშუალებას, არამედ ეს არის ჩვეულებრივი ხრიკი და მრავალფეროვნების მცდელობა. ვითომ სააკაშვილი, თავისი ცოლით მიკუთვნებულია "ნაციონალურ მოძრაობას", რეალურად კი გვთავაზობს ახალ პოლიტიკურ გუნდს ბურჭულაძე-ჯაფარიძე-ვაშაძის სახით", - აღნიშნა სესიაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."