საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი გაუმართავია. სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება თითქმის არ ხორციელდება და არ ხდება მონიტორინგი.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, როცა ხელისუფლება ტექდათვალიერების თემით აპელირებს და მუდმივად გვახსენებს, რომ ამით ტრანსპორტის დარგში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არსებული ვალდებულებების შესასრულებლად თითსაც არავინ ანძრევს.
სპეციალისტების ინფორმაციით, რეგიონების მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრთა უსაფრთხოების ელემენტარული პირობაც არ არსებობს. მათივე ნათქვამის ციტირება რომ მოვახდინოთ - "მიკროავტობუსებში ნაღმია", რაც სატრანსპორტო სფეროში არსებულ საფრთხეზე მიგვანიშნებს.
არსებული კანონმდებლობის, "საგზაო მოძრაობის შესახებ" - ტექდათვალიერების გავლა ევალება ყველა სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გადაჰყავს 7 მგზავრზე მეტი. სინამდვილეში კი, როგორც "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე განმარტავს, საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებს არანაირი ტექნიკური დათვალიერება არ უტარდება განაგრძეთ კითხვა