მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგდა პაპიძემ ციხეში წიგნის წერა დაიწყო
მაგდა პაპიძემ ციხეში წიგნის წერა დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მთა­ვარ­მა პერ­სო­ნამ, ქმრი­სა და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა მაგ­და პა­პი­ძემ 6 ივ­ლისს გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა და შე­ფარ­დე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის შემ­ცი­რე­ბას მო­ი­თხოვს.

ირმა ბრე­ლი­ძის­გან ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ მაგ­დამ ცი­ხე­ში წიგ­ნის წერა და­ი­წყო, რომ­ლის გა­მო­ცე­მა­საც ის აუ­ცი­ლებ­ლად გეგ­მავს. წიგ­ნი მაგ­დას ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბა.

- რას ამ­ბობს მაგ­და მას შემ­დეგ, რაც მის­მა პრო­ცე­სებ­მა ჩა­ი­ა­რა?

- ამ­ბობს, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო იბ­რძო­ლებს, შვი­ლი­სა და ქმრის მკვლე­ლის სა­ხე­ლი არ ჰქონ­დეს. ამ­დენ­მა უსა­მარ­თლო­ბამ ძალა გა­მო­მა­ცა­ლა, ყვე­ლა ზი­ზღით მი­ყუ­რებს, სა­ხე­ე­ბიც კი ყვე­ლას ისე­თი ჰქონ­და, მკვლე­ლად მე მი­ვაჩ­ნდი, უკვე და­ვი­ღა­ლეო, მი­თხრა.

ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხი­თაც ძა­ლი­ან უჭირს, სუ­ლი­ე­რა­დაც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. რო­გორც მი­თხრა, თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე წიგ­ნის წერა და­ი­წყო. დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს ყვე­ლა დღეს, წუთს, იმ წა­მე­ბას და გოლ­გო­თას გზას, ასე­ვე იმ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ტკი­ვილს, რაც გა­მო­ი­ა­რა. ამ წიგ­ნის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ მა­ინც შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ რა დო­ზით მა­ყე­ნებ­დნენ ტკი­ვილს თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვით, როცა იმ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი და იმა­შიც კი ეჭვი მე­პა­რე­ბო­და, ჩემი შვი­ლი მარ­თლა გარ­დაც­ვლი­ლი იყო თუ არაო. ეს წიგ­ნი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვაო.

მაგ­და საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნი გო­გოა, კარ­გად წერს. სხვა არა­ფე­რი დამ­რჩე­ნია, სა­კან­ში ვზი­ვარ და ვიხ­სე­ნებ თი­თო­ე­ულ დღეს, წუთს ჩემს თო­კოს­თან, ჩემს ოჯახ­ში გა­ტა­რე­ბულს და ამ ყვე­ლა­ფერს ერთ წიგ­ნად გა­მო­ვუშ­ვებ; ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მა­სა­მარ­თლებ­და, იქ­ნებ ამ წიგნ­მა და­ა­ფიქ­როს და მი­ახ­ვედ­როს, რომ თურ­მე ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ყო­ფი­ლა, რო­გორც ეგო­ნათ; იქ­ნებ იმ ტკი­ვი­ლის სიმ­ძი­მეს მიხ­ვდნენ, რა­საც იმ წუ­თებ­ში გა­ნიც­დი­და სა­კან­ში გა­მო­კე­ტი­ლი დედა, რო­მელ­საც შვი­ლი არ ატი­რე­სო.

ჩემ­თვის ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მეა მაგ­დას­თან თი­თო­ე­უ­ლი შეხ­ვედ­რა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მას არ ჩა­უ­დე­ნია ეს და­ნა­შა­უ­ლი. ასე­თი გან­ცხა­დე­ბა არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია, პა­ტიმ­რის გამო თავი არ და­მი­დია, ეს ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბა­ში არ შე­დის. მე ამ გო­გოს­თან რომ შევ­დი­ვარ, სა­ა­თო­ბით ვე­სა­უბ­რე­ბი და მარ­თლა ვხე­დავ, რაც ხდე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხში­რად უს­ვამს მას კი­თხვას, რის­თვის გინ­და გა­რეთ გა­მოს­ვლაო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც წერ­დნენ, ვის­თან უნდა დაბ­რუნ­დეს სახ­ლშიო. ის წუ­თებს ით­ვლის, რომ მისი შვი­ლის საფ­ლავ­ზე მი­ვი­დეს, რომ დარ­წმუნ­დეს და მისი შვი­ლის საფ­ლავ­ზე იზ­რუ­ნოს. ამის­თვის გა­მოს­ვლას აზრი არ აქვს?!

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მაგდა პაპიძემ ციხეში წიგნის წერა დაიწყო

მაგდა პაპიძემ ციხეში წიგნის წერა დაიწყო

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესის მთავარმა პერსონამ, ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ 6 ივლისს გამოტანილი განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრა და შეფარდებული სასჯელის შემცირებას მოითხოვს.

ირმა ბრელიძისგან ცნობილი ხდება, რომ მაგდამ ციხეში წიგნის წერა დაიწყო, რომლის გამოცემასაც ის აუცილებლად გეგმავს. წიგნი მაგდას ცხოვრების შესახებ იქნება.

- რას ამბობს მაგდა მას შემდეგ, რაც მისმა პროცესებმა ჩაიარა?

- ამბობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო იბრძოლებს, შვილისა და ქმრის მკვლელის სახელი არ ჰქონდეს. ამდენმა უსამართლობამ ძალა გამომაცალა, ყველა ზიზღით მიყურებს, სახეებიც კი ყველას ისეთი ჰქონდა, მკვლელად მე მივაჩნდი, უკვე დავიღალეო, მითხრა.

ჯანმრთელობის კუთხითაც ძალიან უჭირს, სულიერადაც განადგურებულია. როგორც მითხრა, თავის ცხოვრებაზე წიგნის წერა დაიწყო. დეტალურად აღწერს ყველა დღეს, წუთს, იმ წამებას და გოლგოთას გზას, ასევე იმ შეურაცხყოფას, ტკივილს, რაც გამოიარა. ამ წიგნის გამოცემის შემდეგ მაინც შეიძლება მიხვდნენ ადამიანები, თუ რა დოზით მაყენებდნენ ტკივილს თითოეული სიტყვით, როცა იმ გაურკვევლობაში ვიყავი და იმაშიც კი ეჭვი მეპარებოდა, ჩემი შვილი მართლა გარდაცვლილი იყო თუ არაო. ეს წიგნი აუცილებლად გამოვაო.

მაგდა საკმაოდ ჭკვიანი გოგოა, კარგად წერს. სხვა არაფერი დამრჩენია, საკანში ვზივარ და ვიხსენებ თითოეულ დღეს, წუთს ჩემს თოკოსთან, ჩემს ოჯახში გატარებულს და ამ ყველაფერს ერთ წიგნად გამოვუშვებ; ყველა ის ადამიანი, ვინც მასამართლებდა, იქნებ ამ წიგნმა დააფიქროს და მიახვედროს, რომ თურმე ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ეგონათ; იქნებ იმ ტკივილის სიმძიმეს მიხვდნენ, რასაც იმ წუთებში განიცდიდა საკანში გამოკეტილი დედა, რომელსაც შვილი არ ატირესო.

ჩემთვის ემოციურად ძალიან მძიმეა მაგდასთან თითოეული შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ მას არ ჩაუდენია ეს დანაშაული. ასეთი განცხადება არასდროს გამიკეთებია, პატიმრის გამო თავი არ დამიდია, ეს ჩემს მოვალეობაში არ შედის. მე ამ გოგოსთან რომ შევდივარ, საათობით ვესაუბრები და მართლა ვხედავ, რაც ხდება.

საზოგადოება ხშირად უსვამს მას კითხვას, რისთვის გინდა გარეთ გამოსვლაო. სოციალურ ქსელშიც წერდნენ, ვისთან უნდა დაბრუნდეს სახლშიო. ის წუთებს ითვლის, რომ მისი შვილის საფლავზე მივიდეს, რომ დარწმუნდეს და მისი შვილის საფლავზე იზრუნოს. ამისთვის გამოსვლას აზრი არ აქვს?!

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ