პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი დიჯეი, რომელიც კრისტინა აგილერამ მის კონცერტამდე ქართველი მსმენელის "გასახურებლად" აარჩია
ქართველი დიჯეი, რომელიც კრისტინა აგილერამ მის კონცერტამდე ქართველი მსმენელის "გასახურებლად" აარჩია

კლუ­ბუ­რი გარ­თო­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­სი­კის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით ამ მხრივ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ნამ­დვი­ლად და­იხ­ვე­წა, რა­შიც წვლი­ლი ქარ­თველ პრო­მო­უ­ტე­რებს და მუ­სი­კა­ლურ დი­ჯე­ებს შე­აქვთ.

ლე­ვან მდი­ნა­რა­ძეს, იგი­ვე DJ Rembo-ს მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ და მის მიერ, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი და მუ­სი­კა გარ­თო­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. მისი ნი­ჭი­ე­რე­ბა არც უცხო­ე­ლებს დარ­ჩე­ნი­ათ შე­უმ­ჩნე­ვე­ლი და 30 ივ­ლისს კრის­ტი­ნა აგი­ლე­რას მო­სას­მე­ნად შეკ­რე­ბი­ლი მსმე­ნე­ლის გარ­თო­ბა­ზე წი­ნას­წარ სწო­რედ DJ Rembo-მ იზ­რუ­ნა.

- ქრის­ტი­ნა აგი­ლე­რას ჯგუფს, მო­თხოვ­ნა ჰქონ­და რომ დი­ჯეი ყო­ფი­ლი­ყო შოუს "warm up"-ზე, თუმ­ცა ვის­თა­ნაც იყ­ვნენ შე­თან­ხმე­ბუ­ლი იმ დი­ჯე­იმ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა. კონ­ცერ­ტამ­დე 5 დღით ადრე და­მი­რე­კეს მე, მო­თხოვ­ნა ჰქონ­დათ ასე­თი, რომ დი­ჯე­ის და­ეკ­რა პაპ­სა, ამ სფე­რო­ში 5-წლი­ა­ნი სტა­ჟი უნდა ჰქო­ნო­და და ხალ­ხი ძა­ლი­ან არ "გა­ე­ხუ­რე­ბი­ნა". კონ­ცერ­ტამ­დე ერთი დღით ადრე ჩა­მო­ვი­და კრის­ტი­ნა აგი­ლე­რას მე­ნე­ჯე­რი, გვქონ­და გა­სა­უბ­რე­ბა, ვაჩ­ვე­ნე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ტრე­კე­ბი და ასე აღ­მოვ­ჩნდი აგი­ლე­რას "warm up"-ზე. წინა ღა­მით კრის­ტი­ნა აგი­ლე­რას ჯგუ­ფი დავ­პა­ტი­ჟე ჩემს ივენთზე და იქაც მო­მის­მი­ნეს. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და თით­ქოს პირ­ვე­ლად ვუკ­რავ­დი. კარ­გი ის იყო, რომ ჩემს გა­მო­ჩე­ნას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და ერთ სა­ათ­ში სამი სხვა­დას­ხვა ტი­პის შეკ­ვე­თა მი­ვი­ღე. "Black Sea Arena-ს გახ­სნა გა­ვა­კე­თე, უკვე გავ­ლი­ლი მაქვს რა­ღაც ეტა­პი და ეს ჩემი კა­რი­ე­რის­თვის ძა­ლი­ან მა­გა­რია. ჩემს გარ­და რამ­დე­ნი­მე დი­ჯეი შეს­თა­ვა­ზეს და ჩემ­ზე შე­ა­ჩე­რეს არ­ჩე­ვა­ნი.

- თვი­თონ აგი­ლე­რას თუ შეხ­ვდი?

- კრის­ტი­ნას არ შევ­ხვედ­რი­ვარ, უბ­რა­ლოდ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ვი­ყა­ვი, მისი ახ­ლო­დან ნახ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა მქონ­და.

- რას საქ­მი­ა­ნობ ამ­ჯე­რად...

- ბა­თუმ­ში მე­ნე­ჯმენ­ტით აღე­ბუ­ლი მაქვს რამ­დე­ნი­მე კლუ­ბი, დი­ჯე­ე­ბიც ჩა­მომ­ყავს, ელექტრო­ნულ მუ­სი­კას არ ვე­ხე­ბი, პაპ­სას ვა­კე­თებ, ელექტრო­ნულ მუ­სი­კას კონ­კუ­რენ­ცი­ას არ ვუ­წევ. ასე­ვე მაქვს ჩემი ივენთ კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სა­ხის ღონსძი­ე­ბებს უწევს ორ­გა­ნი­ზე­ბას, მათ შო­რის ქორ­წი­ლებს. ერთი წე­ლია რაც ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე ეს კომ­პა­ნია. გარ­თო­ბას რაც ეხე­ბა ყვე­ლა­ფერს ვუ­წევ ორ­გა­ნი­ზე­ბას. ახლა ბა­თუმ­ში ვარ და სექ­ტემ­ბრი­დან თბი­ლის­ში გა­ვაგ­რძე­ლებთ საქ­მი­ა­ნო­ბას.

- მუ­შა­ო­ბი­სას გა­მო­ირ­ჩე­ვი იმით, რომ სხვა მუ­სი­კო­სებ­საც აძ­ლევ აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას და უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებ ქარ­თვე­ლებს, რა­ტომ აკე­თებ არ­ჩე­ვანს ქარ­თვე­ლებ­ზე?

- მიყ­ვარს ქარ­თვე­ლე­ბი ფულს რომ შო­უ­ლო­ბენ. ქარ­თველ არ­ტის­ტებს არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა ხში­რად და­უკ­რან 1000 კა­ცი­ა­ნი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე, თბი­ლის­ში ასე­თი სივ­რცე არ არის, რა­საც ვერ ვი­ტყვით ბა­თუმ­ზე. არის კარ­გი ქარ­თუ­ლი ბენ­დე­ბი, რო­მელ­საც გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა 1000 კა­ცი­ან აუ­დი­ტო­რი­ა­ში კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა, მათ ჰო­ნო­რარ­საც უფრო ბევ­რს ვუხ­დი. სე­ზონ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 15 000 ან 20 000-ს.

- დიდი ხა­ნია რაც ამ სფე­რო­ში ხარ, და­იხ­ვე­წა ქარ­თვე­ლე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა?

- ადრე სუ­ლერ­თი იყო სად წა­ვი­დოდ­ნენ, ახლა კი დიდი არ­ჩე­ვა­ნი აქვთ. ვი­საც ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა უყ­ვარს სხვა­გან წავა, პაპ­სა ვი­საც უყ­ვარს ჩემს ივენთზე მოვა და ა.შ. კარ­გი გარ­თო­ბა ვი­საც უნდა, ზედ­მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ყვე­ლას ვე­პა­ტი­ჟე­ბი "სექ­ტორ­ში" ან "სოჰო­ში" მო­ვი­დეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქართველი დიჯეი, რომელიც კრისტინა აგილერამ მის კონცერტამდე ქართველი მსმენელის "გასახურებლად" აარჩია

ქართველი დიჯეი, რომელიც კრისტინა აგილერამ მის კონცერტამდე ქართველი მსმენელის "გასახურებლად" აარჩია

კლუბური გართობა ხარისხიანი მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია, წინა წლებთან შედარებით ამ მხრივ არსებული მდგომარეობა ნამდვილად დაიხვეწა, რაშიც წვლილი ქართველ პრომოუტერებს და მუსიკალურ დიჯეებს შეაქვთ.

ლევან მდინარაძეს, იგივე DJ Rembo-ს მუსიკალურ წრეებში კარგად იცნობენ და მის მიერ, ორგანიზებული საღამოები და მუსიკა გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მისი ნიჭიერება არც უცხოელებს დარჩენიათ შეუმჩნეველი და 30 ივლისს კრისტინა აგილერას მოსასმენად შეკრებილი მსმენელის გართობაზე წინასწარ სწორედ DJ Rembo-მ იზრუნა.

- ქრისტინა აგილერას ჯგუფს, მოთხოვნა ჰქონდა რომ დიჯეი ყოფილიყო შოუს "warm up"-ზე, თუმცა ვისთანაც იყვნენ შეთანხმებული იმ დიჯეიმ საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. კონცერტამდე 5 დღით ადრე დამირეკეს მე, მოთხოვნა ჰქონდათ ასეთი, რომ დიჯეის დაეკრა პაპსა, ამ სფეროში 5-წლიანი სტაჟი უნდა ჰქონოდა და ხალხი ძალიან არ "გაეხურებინა". კონცერტამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა კრისტინა აგილერას მენეჯერი, გვქონდა გასაუბრება, ვაჩვენე მომზადებული ტრეკები და ასე აღმოვჩნდი აგილერას "warm up"-ზე. წინა ღამით კრისტინა აგილერას ჯგუფი დავპატიჟე ჩემს ივენთზე და იქაც მომისმინეს. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პირველად ვუკრავდი. კარგი ის იყო, რომ ჩემს გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ერთ საათში სამი სხვადასხვა ტიპის შეკვეთა მივიღე. "Black Sea Arena-ს გახსნა გავაკეთე, უკვე გავლილი მაქვს რაღაც ეტაპი და ეს ჩემი კარიერისთვის ძალიან მაგარია. ჩემს გარდა რამდენიმე დიჯეი შესთავაზეს და ჩემზე შეაჩერეს არჩევანი.

- თვითონ აგილერას თუ შეხვდი?

- კრისტინას არ შევხვედრივარ, უბრალოდ რეპეტიციაზე ვიყავი, მისი ახლოდან ნახვის ბედნიერება მქონდა.

- რას საქმიანობ ამჯერად...

- ბათუმში მენეჯმენტით აღებული მაქვს რამდენიმე კლუბი, დიჯეებიც ჩამომყავს, ელექტრონულ მუსიკას არ ვეხები, პაპსას ვაკეთებ, ელექტრონულ მუსიკას კონკურენციას არ ვუწევ. ასევე მაქვს ჩემი ივენთ კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახის ღონსძიებებს უწევს ორგანიზებას, მათ შორის ქორწილებს. ერთი წელია რაც ჩამოვაყალიბე ეს კომპანია. გართობას რაც ეხება ყველაფერს ვუწევ ორგანიზებას. ახლა ბათუმში ვარ და სექტემბრიდან თბილისში გავაგრძელებთ საქმიანობას.

- მუშაობისას გამოირჩევი იმით, რომ სხვა მუსიკოსებსაც აძლევ აუდიტორიის წინაშე გამოსვლის საშუალებას და უპირატესობას ანიჭებ ქართველებს, რატომ აკეთებ არჩევანს ქართველებზე?

- მიყვარს ქართველები ფულს რომ შოულობენ. ქართველ არტისტებს არ აქვთ საშუალება ხშირად დაუკრან 1000 კაციანი მსმენელის წინაშე, თბილისში ასეთი სივრცე არ არის, რასაც ვერ ვიტყვით ბათუმზე. არის კარგი ქართული ბენდები, რომელსაც განვითარებისთვის სჭირდება 1000 კაციან აუდიტორიაში კონცერტის ჩატარება, მათ ჰონორარსაც უფრო ბევრს ვუხდი. სეზონზე დაახლოებით 15 000 ან 20 000-ს.

- დიდი ხანია რაც ამ სფეროში ხარ, დაიხვეწა ქართველების მუსიკალური გემოვნება?

- ადრე სულერთი იყო სად წავიდოდნენ, ახლა კი დიდი არჩევანი აქვთ. ვისაც ელექტრონული მუსიკა უყვარს სხვაგან წავა, პაპსა ვისაც უყვარს ჩემს ივენთზე მოვა და ა.შ. კარგი გართობა ვისაც უნდა, ზედმეტი საშუალებების გარეშე ყველას ვეპატიჟები "სექტორში" ან "სოჰოში" მოვიდეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება