საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"16 წლის ასაკში მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი..." - ქართველი პარალიმპიელი, რომელიც ცურვასა და ცეკვაში ერთნაირად წარმატებულია
"16 წლის ასაკში მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი..." - ქართველი პარალიმპიელი, რომელიც ცურვასა და ცეკვაში ერთნაირად წარმატებულია

ლიკა ჩა­ჩი­ბა­ია 6 თვეა ცუ­რავს და უკვე მო­ი­პო­ვა უმ­თავ­რე­სი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის საგ­ზუ­რი - 20 წლის ქარ­თვე­ლი პა­რა­ლიმ­პი­ე­ლი რიოს პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზე იას­პა­რე­ზებს.

ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში გა­მარ­თულ შე­ჯიბ­რზე და­დე­ბი­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ე.წ. ვე­ლუ­რი ბა­რა­თი მო­ი­პო­ვა. ლიკა პი­რო­ბას დებს, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა ბო­ლომ­დე და ღირ­სე­უ­ლად და­იც­ვას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი, ძლი­ერ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს და მედ­ლის­თვის იბ­რძო­ლებს. ლიკა ჩა­ჩი­ბა­ია ცურ­ვას­თან ერ­თად სპორ­ტულ ცეკ­ვებ­საც აქ­ტი­უ­რად მიყ­ვე­ბა, სა­დაც ასე­ვე მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბი აქვს.

ლი­კამ ოლიმ­პი­ა­დი­სა და მისი წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-სთან ისა­უბ­რა:

- ახლა პა­რა­ლიმ­პი­ა­დის­თვის მზა­დე­ბა­ში ვარ და უფრო ცურ­ვის­კენ ვარ გა­დარ­თუ­ლი, თუმ­ცა მალე დროს ცეკ­ვა­საც და­ვუთ­მობ. ვცეკ­ვავ კერ­ძო სტუ­დი­ა­ში ქეთი ზა­ზა­ნაშ­ვილ­თან. ამ ეტაპ­ზე მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლი ვარ სპორტზე. მინ­და ღირ­სე­უ­ლად და­ვიც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი ცურ­ვა­ში. ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვეც­დე­ბი, შემ­დეგ პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზეც გა­ვი­დე და ვიბ­რძო­ლო საპ­რი­ზო ად­გი­ლის­თვის.

- ლიკა, რო­გორც ვი­ცით ცურ­ვა­სა და ცეკ­ვა­ში ერ­თნა­ი­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხარ. რა შე­დე­გებს მი­აღ­წი­ეთ უკვე?

- ვცეკ­ვავ ერთი წე­ლია და ვცუ­რავ და­ახ­ლო­ე­ბით, 6 თვეა. ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გე­ბი მაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა მიღ­წე­ვებს, ცურ­ვა­ში ვი­ყა­ვი პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ერთ-ერთ ტურ­ნირ­ზე, სა­დაც და­ვა­ფიქ­სი­რე კარ­გი შე­დე­გი და მო­ვი­პო­ვე ე.წ. ვე­ლუ­რი ბა­რა­თი, რისი წყა­ლო­ბი­თაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებ პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ში. იმე­დია, რომ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა. ცეკ­ვას რაც შე­ე­ხე­ბა, ვი­ყა­ვი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექტ "ნი­ჭი­ერ­ში", სა­დაც და­ვამ­ტკი­ცე, რომ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. ასე­ვე ვი­ყა­ვი ბა­ქო­ში ცეკ­ვის ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც ავი­ღე ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი დიპ­ლო­მი. ცეკ­ვის ჩემ­პი­ო­ნატ­ში აღე­ბუ­ლი მაქვს პირ­ვე­ლი ად­გი­ლი. ამ დრო­ის­თვის ვქმნით თე­ატ­რა­ლურ დასს.

- სად ემ­ზა­დე­ბით, რო­მელ დარ­ბაზ­ში და რო­გო­რი პი­რო­ბე­ბია?

- ცურ­ვა­ზე ვემ­ზა­დე­ბი ოლიმ­პი­ურ აუზ­ში, დი­ღომ­ში. მწვრთნე­ლი არის ანა სალ­ნი­კო­ვა. ყვე­ლა­ფერს ვდებთ, რომ კარ­გი შე­დე­გი გვქონ­დეს და მი­ვაღ­წიო წარ­მა­ტე­ბას. "ვე­ლუ­რი ბა­რა­თის" შემ­დეგ და­მე­ნიშ­ნა სტი­პენ­დია 400 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ვცუ­რავ 100-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ა­ზე ბრასს. შეკ­რე­ბა­ზე მივ­დი­ვარ 19 აგ­ვის­ტოს ბულ­გა­რეთ­ში და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქაც პროგ­რე­სი მექ­ნე­ბა. პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზე მე­ტო­ქე­ე­ბი ისე­თი ძლი­ე­რი მყავს, რომ ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია მათ­თან შებ­რძო­ლე­ბა.

- ლიკა, რო­გორ ერ­თო­ბით, რო­გორ ატა­რებთ თა­ვი­სუ­ფალ დროს, სა­ერ­თოდ თუ გრჩე­ბათ დრო გარ­თო­ბის­თვის... ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნა ხართ, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც გე­ყო­ლე­ბათ...

- ვცდი­ლობ ყვე­ლა­ნა­ი­რად აქ­ტი­უ­რი ვიყო. ახლა აღარ მაქვს გარ­თო­ბის დრო, მაგ­რამ თა­ვი­სუ­ფალ დროს ყო­ველ­თვის მე­გობ­რებ­თან ვარ კი­ნო­ში ან კა­ფე­ში. ვცდი­ლობ გა­მოვ­ნა­ხო დრო და გა­ვერ­თო ისე რო­გორც შე­მიძ­ლია. შე­საძ­ლოა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მყავს, არ ვიცი, თუმ­ცა ვერ ბე­და­ვენ ალ­ბათ ამის თქმას. ვფიქ­რობ, რომ რად­გან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პირი ვარ, რა­ღაც ხდე­ბა, არ არი­ან გახ­სნი­ლე­ბი, იკა­ვე­ბენ თავს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან პრობ­ლე­მა ისევ არის. ქუ­ჩა­ში იშ­ვე­რენ ხელს და ამ­ბო­ბენ - ვა­ი­მე, რა ცო­დოა. ზუს­ტად ეს ქმნის დის­კომ­ფორ­ტს, მაგ­რამ გა­მი­მარ­თლა და მად­ლო­ბა ჩემს მე­გობ­რებს და მშობ­ლებს, რომ ასე­თი დის­კომ­ფორ­ტი სა­ერ­თოდ არ გა­მაჩ­ნია და თა­მა­მად დავ­დი­ვარ ქუ­ჩებ­ში.

- ლიკა, რა არის თქვე­ნი მთა­ვა­რი სტი­მუ­ლი, რომ­ლი­თაც ასე აქ­ტი­უ­რად ცხოვ­რობთ?

- 16 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გად­მოვ­ვარ­დი მე-9 სარ­თუ­ლი­დან. ღვთის წყა­ლო­ბით გა­დავ­რჩი. გა­მი­კეთ­და ხე­ლის ამ­პუ­ტა­ცია, თუმ­ცა ვცა­დე ჩემი ბედი პა­რას­პორ­ტში და ვა­პი­რებ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გავ­ყვე. მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლა ადა­მი­ანს თხოვ­ნით, ვი­საც აქვს დეპ­რე­სია, რომ გა­მო­ვიდ­ნენ სახ­ლე­ბი­დან, სპორ­ტით და­კავ­დნენ და და­ამ­ტკი­ცონ, რომ არ არ­სე­ბობს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ისი­ნი უნდა და­კავ­დნენ პა­რას­პორ­ტით, გა­ნა­ვი­თა­რონ პა­რას­პორ­ტი და თვი­თონ­ვე დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ რთუ­ლი არ არის. ნუ არი­ან ჩა­კე­ტი­ლე­ბი და ნუ არი­ან დეპ­რე­სი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზე 2 სპორ­ტსმე­ნით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელს ძი­უ­დო­ის­ტი ზვი­ად გო­გო­ჭუ­რი და მო­ცუ­რა­ვე ლიკა ჩა­ჩი­ბა­ია და­ი­ცა­ვენ. პა­რა­ლიმ­პი­ე­ლე­ბი რიოს ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე კომ­პა­ნია BP-ის მხარ­და­ჭე­რით გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან. კომ­პა­ნია BP წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი პა­რა­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ოფი­ცი­ა­ლურ პარტნი­ორს 2012 წლი­დან. კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­რა­ლიმ­პი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა. რიოს პა­რა­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი "მა­რა­კა­ნა­ზე" 7 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­სნე­ბა და 18 სექ­ტემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

AMBEBI.GE

"16 წლის ასაკში მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი..." - ქართველი პარალიმპიელი, რომელიც ცურვასა და ცეკვაში ერთნაირად წარმატებულია

"16 წლის ასაკში მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი..." - ქართველი პარალიმპიელი, რომელიც ცურვასა და ცეკვაში ერთნაირად წარმატებულია

ლიკა ჩაჩიბაია 6 თვეა ცურავს და უკვე მოიპოვა უმთავრესი სპორტული ღონისძიების საგზური - 20 წლის ქართველი პარალიმპიელი რიოს პარალიმპიადაზე იასპარეზებს.

ქართველმა სპორტსმენმა პორტუგალიაში გამართულ შეჯიბრზე დადებითი შედეგი აჩვენა და ოლიმპიური თამაშების ე.წ. ველური ბარათი მოიპოვა. ლიკა პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ბოლომდე და ღირსეულად დაიცვას საქართველოს სახელი, ძლიერ მოწინააღმდეგეებს კონკურენციას გაუწევს და მედლისთვის იბრძოლებს. ლიკა ჩაჩიბაია ცურვასთან ერთად სპორტულ ცეკვებსაც აქტიურად მიყვება, სადაც ასევე მაღალი შედეგები აქვს.

ლიკამ ოლიმპიადისა და მისი წარმატებების შესახებ AMBEBI.GE-სთან ისაუბრა:

- ახლა პარალიმპიადისთვის მზადებაში ვარ და უფრო ცურვისკენ ვარ გადართული, თუმცა მალე დროს ცეკვასაც დავუთმობ. ვცეკვავ კერძო სტუდიაში ქეთი ზაზანაშვილთან. ამ ეტაპზე მთლიანად გადართული ვარ სპორტზე. მინდა ღირსეულად დავიცვა საქართველოს სახელი ცურვაში. ყველანაირად შევეცდები, შემდეგ პარალიმპიადაზეც გავიდე და ვიბრძოლო საპრიზო ადგილისთვის.

- ლიკა, როგორც ვიცით ცურვასა და ცეკვაში ერთნაირად წარმატებული ხარ. რა შედეგებს მიაღწიეთ უკვე?

- ვცეკვავ ერთი წელია და ვცურავ დაახლოებით, 6 თვეა. ორივე მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს. რაც შეეხება მიღწევებს, ცურვაში ვიყავი პორტუგალიაში ერთ-ერთ ტურნირზე, სადაც დავაფიქსირე კარგი შედეგი და მოვიპოვე ე.წ. ველური ბარათი, რისი წყალობითაც მონაწილეობას მივიღებ პარალიმპიადაში. იმედია, რომ ყველაფერი წარმატებით გაგრძელდება. ცეკვას რაც შეეხება, ვიყავი სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერში", სადაც დავამტკიცე, რომ შეზღუდული შესაძლებლობები საერთოდ არ არსებობს. ასევე ვიყავი ბაქოში ცეკვის ფესტივალზე, სადაც ავიღე ლიცენზირებული დიპლომი. ცეკვის ჩემპიონატში აღებული მაქვს პირველი ადგილი. ამ დროისთვის ვქმნით თეატრალურ დასს.

- სად ემზადებით, რომელ დარბაზში და როგორი პირობებია?

- ცურვაზე ვემზადები ოლიმპიურ აუზში, დიღომში. მწვრთნელი არის ანა სალნიკოვა. ყველაფერს ვდებთ, რომ კარგი შედეგი გვქონდეს და მივაღწიო წარმატებას. "ველური ბარათის" შემდეგ დამენიშნა სტიპენდია 400 ლარის ოდენობით. ვცურავ 100-მეტრიან დისტანციაზე ბრასს. შეკრებაზე მივდივარ 19 აგვისტოს ბულგარეთში და დარწმუნებული ვარ, იქაც პროგრესი მექნება. პარალიმპიადაზე მეტოქეები ისეთი ძლიერი მყავს, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მათთან შებრძოლება.

- ლიკა, როგორ ერთობით, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს, საერთოდ თუ გრჩებათ დრო გართობისთვის... ძალიან ლამაზი გოგონა ხართ, თაყვანისმცემლებიც გეყოლებათ...

- ვცდილობ ყველანაირად აქტიური ვიყო. ახლა აღარ მაქვს გართობის დრო, მაგრამ თავისუფალ დროს ყოველთვის მეგობრებთან ვარ კინოში ან კაფეში. ვცდილობ გამოვნახო დრო და გავერთო ისე როგორც შემიძლია. შესაძლოა თაყვანისმცემლები მყავს, არ ვიცი, თუმცა ვერ ბედავენ ალბათ ამის თქმას. ვფიქრობ, რომ რადგან შეზღუდული შესაძლებლობების პირი ვარ, რაღაც ხდება, არ არიან გახსნილები, იკავებენ თავს ურთიერთობებში. საზოგადოების მხრიდან პრობლემა ისევ არის. ქუჩაში იშვერენ ხელს და ამბობენ - ვაიმე, რა ცოდოა. ზუსტად ეს ქმნის დისკომფორტს, მაგრამ გამიმართლა და მადლობა ჩემს მეგობრებს და მშობლებს, რომ ასეთი დისკომფორტი საერთოდ არ გამაჩნია და თამამად დავდივარ ქუჩებში.

- ლიკა, რა არის თქვენი მთავარი სტიმული, რომლითაც ასე აქტიურად ცხოვრობთ?

- 16 წლის ვიყავი, როდესაც გადმოვვარდი მე-9 სართულიდან. ღვთის წყალობით გადავრჩი. გამიკეთდა ხელის ამპუტაცია, თუმცა ვცადე ჩემი ბედი პარასპორტში და ვაპირებ მთელი ცხოვრება გავყვე. მინდა მივმართო ყველა ადამიანს თხოვნით, ვისაც აქვს დეპრესია, რომ გამოვიდნენ სახლებიდან, სპორტით დაკავდნენ და დაამტკიცონ, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. ისინი უნდა დაკავდნენ პარასპორტით, განავითარონ პარასპორტი და თვითონვე დარწმუნდებიან, რომ რთული არ არის. ნუ არიან ჩაკეტილები და ნუ არიან დეპრესიაში.

შეგახსენებთ, საქართველო პარალიმპიადაზე 2 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. საქართველოს სახელს ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური და მოცურავე ლიკა ჩაჩიბაია დაიცავენ. პარალიმპიელები რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე კომპანია BP-ის მხარდაჭერით გაემგზავრებიან. კომპანია BP წარმოადგენს საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალურ პარტნიორს 2012 წლიდან. კომპანიის მიზანი საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობაა. რიოს პარალიმპიური თამაშები "მარაკანაზე" 7 სექტემბერს გაიხსნება და 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი