საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოლი აბანოს იატაკქვეშ დაუმარხავს" - ფოთში გაუჩინარებული ქმარზე მოძალადე ქალის ამბავი
"ცოლი აბანოს იატაკქვეშ დაუმარხავს" - ფოთში გაუჩინარებული ქმარზე მოძალადე ქალის ამბავი

მი­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი ვახ­ტანგ გვა­რა­მია ჟურ­ნალ "გზას­თან" გან­ვლილ გზა­ზე და რამ­დე­ნი­მე და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ყვე­ბა:

- პირ­ვე­ლი კურ­სი და­ვამ­თავ­რე და ერ­თთვი­ან პრაქ­ტი­კა­ზე ფო­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გამ­გზავ­ნეს, სა­დაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა ნუგ­ზარ კო­კა­ია - სა­ო­ცა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და უაღ­რე­სად პა­ტი­ო­სა­ნი კაცი გა­ვი­ცა­ნი. მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. მე­ო­რე პრაქ­ტი­კაც, უკვე მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტმა, მას­თან გა­ვი­ა­რე და სწო­რედ მა­შინ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი. მოკ­ლედ, ერთ დღეს მი­თხრა, მი­ლი­ცი­ა­ში უნდა წა­ვი­დე­თო. სა­ნამ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან მი­ლი­ცი­ა­ში მი­ვი­დო­დით, საქ­მის არსი ამიხ­სნა: "ორი წლის წინ ფოთ­ში ქალი, გვა­რად გუზ­დენ­კო და­ი­კარ­გა. ის ე.წ. სპე­კუ­ლან­ტი იყო. ხში­რად მი­დი­ო­და უკ­რა­ი­ნა­ში, ლვო­ვის ოლ­ქში და სა­ქო­ნე­ლი ჩა­მოჰ­ქონ­და. ქა­ლის ქმა­რი, ვინ­მე კორ­ნი­კო­ვი მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. მან მე­უღ­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თლო­ში გან­ცხა­დე­ბა შე­მო­ი­ტა­ნა, რომ მისი ცოლი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ეც­ნოთ და ქო­ნე­ბა მის­თვის გა­და­ე­ფორ­მე­ბი­ნათ. ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბი­სას რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო ყო­ფაქ­ცე­ვის ქალი ვი­პო­ვეთ. ერთ-ერ­თმა თქვა, რომ კორ­ნი­კოვს სახ­ლში ქა­ლე­ბი მიჰ­ყავ­და და მათ ცო­ლის ნივ­თებს ჩუქ­ნი­და".

მი­ლი­ცი­ა­ში ერ­თმა ქალ­მა ასე­თი ჩვე­ნე­ბა მოგ­ვცა: "ერთხელ კორ­ნი­კო­ვის სახ­ლში შემ­თხვე­ვით, უჯრა გა­მო­ვა­ღე, სა­დაც ქა­ლის პას­პორ­ტი ვნა­ხე. კორ­ნი­კოვ­მა წა­მარ­თვა. ვკი­თხე, - შენი ცოლი სად არის-მეთ­ქი? - იქ, სა­ი­და­ნაც არა­ვინ ბრუნ­დე­ბაო"

ორი დღის და­კი­თხვე­ბის შე­დე­გად, კორ­ნი­კო­ვის მი­მართ ბევ­რი სა­ეჭ­ვო ფაქ­ტე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა, რაც გა­მო­ძი­ე­ბას ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს აძ­ლევ­და, რომ ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა. კორ­ნი­კო­ვი და­ა­კა­ვეს. მას­თან ოპერ­მუ­შა­კი ნოე ხურ­ცია მუ­შა­ობ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მა­შინ გა­მო­ძი­ე­ბის დროს არც ბრალ­დე­ბულს და არც და­ზა­რა­ლე­ბულს ად­ვო­კა­ტი არ ჰყავ­და. ის ინიშ­ნე­ბო­და მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე. კო­კა­ია და მე ცი­ხე­ში სხვა საქ­მე­ზე ვი­ყა­ვით, როცა ხურ­ცი­ამ და­რე­კა: ნუგ­ზარ, ჩქა­რა მოდი, კორ­ნი­კოვ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რაო. მი­ლი­ცი­ა­ში გავ­ქან­დით. კორ­ნი­კო­ვი ამ­ბობ­და, რომ ცოლი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის მიზ­ნით მოკ­ლა და გვა­მი მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დო, ჩემი გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ კი გა­ირ­კვა, რომ ეზო­ში და­მარ­ხა. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას გა­ვე­დით. იდგა რუ­სუ­ლი "იზ­ბის" ტი­პის სახ­ლი და ცალ­კე - პა­ტა­რა შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც აბა­ნო ყო­ფი­ლა. და­ბალ, შე­უ­ხე­დავ და კუნ­თე­ბი­ან კორ­ნი­კოვს ცოლი აბა­ნოს ია­ტაკ­ქვეშ და­უ­მარ­ხავს. გზა­ში გვი­თხრა, რომ ცოლი ლოთს, მუქ­თა­ხო­რას ეძახ­და და სცემ­და კი­დეც. შე­ნო­ბა­ში ორი პა­ტა­რა ოთა­ხი, რუ­სუ­ლი აბა­ნო და გა­სახ­დე­ლი იყო.

კორ­ნი­კოვ­მა ჩვე­ნე­ბა მოგ­ვცა: "ჩემს ცოლს ვუ­თხა­რი, ვი­ბა­ნა­ოთ-მეთ­ქი, გა­ვი­ხა­დეთ და აბა­ნო­ში შე­ვე­დით. ნა­ჯა­ხი, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ შე­ვი­ტა­ნე ოთახ­ში, თავ­ში ჩა­ვარ­ტყი..." მე­ზობ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ გუზ­დენ­კო ძლი­ე­რი და შემ­ტე­ვი ქალი იყო და ქმარ­საც ურტყამ­და ხოლ­მე. კორ­ნი­კო­ვი არ და­უხვრე­ტი­ათ. რამ­დე­ნი წელი მი­უ­სა­ჯეს, არ მახ­სოვს...

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად ჟურ­ნალ "გზის" 18 აგ­ვის­ტოს ნო­მერ­ში

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ცოლი აბანოს იატაკქვეშ დაუმარხავს" - ფოთში გაუჩინარებული ქმარზე მოძალადე ქალის ამბავი

"ცოლი აბანოს იატაკქვეშ დაუმარხავს" - ფოთში გაუჩინარებული ქმარზე მოძალადე ქალის ამბავი

მილიციის პოლკოვნიკი ვახტანგ გვარამია ჟურნალ "გზასთან" განვლილ გზაზე და რამდენიმე დანაშაულის გამოძიებაზე ყვება:

- პირველი კურსი დავამთავრე და ერთთვიან პრაქტიკაზე ფოთის პროკურატურაში გამგზავნეს, სადაც არაჩვეულებრივი პიროვნება ნუგზარ კოკაია - საოცარი პროფესიონალი და უაღრესად პატიოსანი კაცი გავიცანი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მეორე პრაქტიკაც, უკვე მესამე კურსის სტუდენტმა, მასთან გავიარე და სწორედ მაშინ მოხდა ეს ამბავი. მოკლედ, ერთ დღეს მითხრა, მილიციაში უნდა წავიდეთო. სანამ პროკურატურიდან მილიციაში მივიდოდით, საქმის არსი ამიხსნა: "ორი წლის წინ ფოთში ქალი, გვარად გუზდენკო დაიკარგა. ის ე.წ. სპეკულანტი იყო. ხშირად მიდიოდა უკრაინაში, ლვოვის ოლქში და საქონელი ჩამოჰქონდა. ქალის ქმარი, ვინმე კორნიკოვი მძღოლად მუშაობდა. მან მეუღლის გაუჩინარებიდან 6 თვის შემდეგ, სასამართლოში განცხადება შემოიტანა, რომ მისი ცოლი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ეცნოთ და ქონება მისთვის გადაეფორმებინათ. ამ საკითხზე მუშაობისას რამდენიმე საეჭვო ყოფაქცევის ქალი ვიპოვეთ. ერთ-ერთმა თქვა, რომ კორნიკოვს სახლში ქალები მიჰყავდა და მათ ცოლის ნივთებს ჩუქნიდა".

მილიციაში ერთმა ქალმა ასეთი ჩვენება მოგვცა: "ერთხელ კორნიკოვის სახლში შემთხვევით, უჯრა გამოვაღე, სადაც ქალის პასპორტი ვნახე. კორნიკოვმა წამართვა. ვკითხე, - შენი ცოლი სად არის-მეთქი? - იქ, საიდანაც არავინ ბრუნდებაო"

ორი დღის დაკითხვების შედეგად, კორნიკოვის მიმართ ბევრი საეჭვო ფაქტები გამოიკვეთა, რაც გამოძიებას ეჭვის საფუძველს აძლევდა, რომ ქმარმა ცოლი მოკლა. კორნიკოვი დააკავეს. მასთან ოპერმუშაკი ნოე ხურცია მუშაობდა. საინტერესოა, რომ მაშინ გამოძიების დროს არც ბრალდებულს და არც დაზარალებულს ადვოკატი არ ჰყავდა. ის ინიშნებოდა მხოლოდ სასამართლო პროცესზე. კოკაია და მე ციხეში სხვა საქმეზე ვიყავით, როცა ხურციამ დარეკა: ნუგზარ, ჩქარა მოდი, კორნიკოვმა დანაშაული აღიარაო. მილიციაში გავქანდით. კორნიკოვი ამბობდა, რომ ცოლი ქონების მითვისების მიზნით მოკლა და გვამი მდინარეში გადააგდო, ჩემი გამოკითხვის შემდეგ კი გაირკვა, რომ ეზოში დამარხა. შემთხვევის ადგილას გავედით. იდგა რუსული "იზბის" ტიპის სახლი და ცალკე - პატარა შენობა, რომელიც აბანო ყოფილა. დაბალ, შეუხედავ და კუნთებიან კორნიკოვს ცოლი აბანოს იატაკქვეშ დაუმარხავს. გზაში გვითხრა, რომ ცოლი ლოთს, მუქთახორას ეძახდა და სცემდა კიდეც. შენობაში ორი პატარა ოთახი, რუსული აბანო და გასახდელი იყო.

კორნიკოვმა ჩვენება მოგვცა: "ჩემს ცოლს ვუთხარი, ვიბანაოთ-მეთქი, გავიხადეთ და აბანოში შევედით. ნაჯახი, რომელიც წინასწარ შევიტანე ოთახში, თავში ჩავარტყი..." მეზობლებმა დაადასტურეს, რომ გუზდენკო ძლიერი და შემტევი ქალი იყო და ქმარსაც ურტყამდა ხოლმე. კორნიკოვი არ დაუხვრეტიათ. რამდენი წელი მიუსაჯეს, არ მახსოვს...

წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 18 აგვისტოს ნომერში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია