მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქროს მედალოსან ლაშა ტალახაძეს საჩუქრად ბინას გადასცემენ
ოქროს მედალოსან ლაშა ტალახაძეს საჩუქრად ბინას გადასცემენ

რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში მიმ­დი­ნა­რე ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, ძა­ლოს­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ (+105) ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

ტა­ლა­ხა­ძემ ფორ­დე­ში ექ­ვსი­ვე ცდა და­მა­ჯე­რებ­ლად შე­ას­რუ­ლა და ჯამ­ში 473 კგ (ატაც­ში 215 კგ, აკ­ვრა­ში 258 კგ) და­ა­ფიქ­სი­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აკ­ვრა­ში ტა­ლა­ხა­ძემ მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. ეს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თვის პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლია.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ოქ­როს მე­და­ლო­სან ტა­ლა­ხა­ძეს და კი­დევ ორ ქარ­თველ ოლიმ­პი­ელს ბა­თუმ­ში ბი­ნე­ბი გა­და­ე­ცე­მათ სა­ჩუქ­რად. შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "სვე­ტი" ავ­რცე­ლებს.

"ვუ­ლო­ცავთ ჩვენს სა­ხე­ლო­ვან ძა­ლო­სანს ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს რიოს ოლიმ­პი­ა­და­ზე პირ­ვე­ლი ოქ­როს მედ­ლის მო­პო­ვე­ბას. მას ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის­გან აქ­ცი­ის - "ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მე­და­ლი - ერთი ბინა ოლიმ­პი­ურ ქა­ლაქ­ში" ფარ­გლებ­ში სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მა ბინა ბა­თუმ­ში, "სვე­ტის" მშე­ნე­ბა­რე კომ­პლექსში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ირაკ­ლი თურ­მა­ნი­ძეს და შმა­გი ბოლ­ქვა­ძეს, რომ­ლებ­მაც გუ­შინ ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს, ჩვენ­მა კომ­პა­ნი­ამ უკვე გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად ბი­ნე­ბი "სვე­ტის" ოლიმ­პი­ურ ქა­ლაქ­ში ბა­თუმ­ში, რო­გორც ლი­ცენ­ზი­ან­ტებს აჭა­რის რე­გი­ო­ნი­დან.

22 წლის ლაშა ტა­ლა­ხა­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნია, რო­მელ­მაც წლე­ვან­დელ ოლიმ­პი­ა­და­ზე ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა და ამავდრო­უ­ლად ჯამ­ში დაძ­ლე­უ­ლი 473 კგ-ით მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. ვუ­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბულ ას­პა­რე­ზო­ბას ყვე­ლა დარ­ჩე­ნილ ქარ­თველ ოლიმ­პი­ელს!" - ნათ­ქვა­მია "სვე­ტის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ: "ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლო­სა­ნი" - რას წერს უცხო­უ­რი მე­დია ლაშა ტა­ლა­ხა­ძის მსოფ­ლიო რე­კორ­დსა და ოქ­როს მე­დალ­ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ოქროს მედალოსან ლაშა ტალახაძეს საჩუქრად ბინას გადასცემენ

ოქროს მედალოსან ლაშა ტალახაძეს საჩუქრად ბინას გადასცემენ

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

ტალახაძემ ფორდეში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ აკვრაში ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ოქროს მედალოსან ტალახაძეს და კიდევ ორ ქართველ ოლიმპიელს ბათუმში ბინები გადაეცემათ საჩუქრად. შესაბამის განცხადებას სამშენებლო კომპანია "სვეტი" ავრცელებს.

"ვულოცავთ ჩვენს სახელოვან ძალოსანს ლაშა ტალახაძეს რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედლის მოპოვებას. მას ჩვენი კომპანიისგან აქციის - "ოლიმპიური ოქროს მედალი - ერთი ბინა ოლიმპიურ ქალაქში" ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა ბინა ბათუმში, "სვეტის" მშენებარე კომპლექსში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი თურმანიძეს და შმაგი ბოლქვაძეს, რომლებმაც გუშინ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ჩვენმა კომპანიამ უკვე გადასცა საჩუქრად ბინები "სვეტის" ოლიმპიურ ქალაქში ბათუმში, როგორც ლიცენზიანტებს აჭარის რეგიონიდან.

22 წლის ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც წლევანდელ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ამავდროულად ჯამში დაძლეული 473 კგ-ით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას ყველა დარჩენილ ქართველ ოლიმპიელს!" - ნათქვამია "სვეტის" განცხადებაში.

წაიკითხეთ: "ზებუნებრივი ძალოსანი" - რას წერს უცხოური მედია ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდსა და ოქროს მედალზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი