პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტო, მკვდარი მაინც მყავდეს სახლში, მომეხმარეთ..." - მარგველაშვილი გონიოში დაკარგული ჯარისკაცების მშობლებს შეხვდა
"პრეზიდენტო, მკვდარი მაინც მყავდეს სახლში, მომეხმარეთ..." - მარგველაშვილი გონიოში დაკარგული ჯარისკაცების მშობლებს შეხვდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან იზო­რია გო­ნი­ო­ში ჩა­ვიდ­ნენ. ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი და თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბის ორი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­სა და გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლებს პი­რა­დად ეც­ნო­ბი­ან.

პრე­ზი­დენ­ტი შეხ­ვდა და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის - გი­ორ­გი ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი­სა და იაგო შა­რა­ძის მშობ­ლებს. ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა პრე­ზი­დენტს მათი შვი­ლე­ბის მო­ძებ­ნა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვეს: "პრე­ზი­დენ­ტო, მკვდა­რი მა­ინც მყავ­დეს სახ­ლში, მო­მეხ­მა­რეთ..." - მი­მარ­თა ერთ-ერთი სამ­ხედ­როს დე­დამ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს.

იხი­ლეთ დრა­მა­ტუ­ლი კად­რე­ბი გო­ნი­ო­დან

შავ ზღვა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის ორი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როს სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სარ­დლო­ბის "ირო­კე­ზის" ტი­პის შვე­ულმფრე­ნიც მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი სა­მაშ­ვე­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, აშშ-ს მთავ­რო­ბამ და­ა­ვა­ლა აშშ-ს ევ­რო­პულ სარ­დლო­ბას, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლებ­მა მი­ი­ღონ ორი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

გუ­შინ სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის ორმა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ შავ ზღვა­ზე გეგ­მი­უ­რი სა­ზღვაო სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის დროს, ზღვა­ში სიღ­რმი­თი ჩაყ­ვინ­თვის შემ­დეგ, ვერ შეძ­ლო ზღვის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლა. მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ დრომ­დე და­უდ­გე­ნე­ლია. სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის­თა­ნა­ვე და­უ­ყო­ნებ­ლივ და­ი­წყო სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მელ­საც სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის და გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბი, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი და­ნა­ყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს შე­სა­ბა­მის და­ნა­ყო­ფებ­თან ერ­თად, ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შე­თან­ხმე­ბით, და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის II ნა­წი­ლით", - აცხა­დე­ბენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

"პრეზიდენტო, მკვდარი მაინც მყავდეს სახლში, მომეხმარეთ..." - მარგველაშვილი გონიოში დაკარგული ჯარისკაცების მშობლებს შეხვდა

"პრეზიდენტო, მკვდარი მაინც მყავდეს სახლში, მომეხმარეთ..." - მარგველაშვილი გონიოში დაკარგული ჯარისკაცების მშობლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოში ჩავიდნენ. ქვეყნის პირველი პირი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობასა და გამოძიების დეტალებს პირადად ეცნობიან.

პრეზიდენტი შეხვდა დაკარგული სამხედროების - გიორგი ნანიტაშვილისა და იაგო შარაძის მშობლებს. ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა პრეზიდენტს მათი შვილების მოძებნაში დახმარება სთხოვეს: "პრეზიდენტო, მკვდარი მაინც მყავდეს სახლში, მომეხმარეთ..." - მიმართა ერთ-ერთი სამხედროს დედამ გიორგი მარგველაშვილს.

იხილეთ დრამატული კადრები გონიოდან

შავ ზღვაში სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ქართველი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.

ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ დაავალა აშშ-ს ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა.

გუშინ სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ შავ ზღვაზე გეგმიური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. სამხედროების გაუჩინარებისთანავე დაუყონებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი