მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქული მედიის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი შესაძლოა საქართველოში იმყოფებოდეს
 თურქული მედიის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი შესაძლოა საქართველოში იმყოფებოდეს

სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი თურ­ქე­თის ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმა­ლე­ბო­დეს. ამის შე­სა­ხებ თურ­ქუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა.

რო­გორც გა­მო­ცე­მა Daily Sabah-ი წერს, სა­უ­ბა­რია თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე ადილ ოკ­სუზ­ზე, რო­მე­ლიც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბამ­დე უშუ­ა­ლოდ ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლენ­თან გა­დი­ო­და კონ­სულ­ტა­ცი­ებს და ამ მიზ­ნით აშშ-შიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

Daily Sabah-ი წერს, რომ სწო­რედ ოკ­სუზ­მა, გი­უ­ლე­ნის თან­ხმო­ბის შემ­დეგ, თურქ გე­ნერ­ლებ­თან ერ­თად სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვა. 49 წლის ადილ ოკ­სუ­ზი თურ­ქე­თის ქა­ლაქ სა­კა­რი­ა­ში, თე­ო­ლო­გი­ის ლექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ ის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რის შემ­დე­გაც სა­ზღვარ­გა­რეთ გა­იქ­ცა. ოკ­სუზ­ზე ამ­ჟა­მად ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ნუ­ლი. თურ­ქმა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს ყვე­ლა ის პირი, რო­მელ­მაც, მათი ვა­რა­უ­დით, ოკ­სუზს ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა­ში დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია.

Daily Sabah-ის ცნო­ბით, თურ­ქუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ადილ ოკ­სუ­ზი შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­დეს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წი­ლის მტკი­ცე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბა თურ­ქეთ­ში ცნო­ბი­ლი პრო­კუ­რო­რი, ვინ­მე ზა­ქა­რია ოზი, რო­მე­ლიც გი­უ­ლენთნ კავ­შირ­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და სამ­შობ­ლო­დან მას შემ­დეგ გა­იქ­ცა, რაც მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში ძა­ლო­ვან­მა უწყე­ბამ მისი და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი გას­ცა.

Daily Sabah-ის ცნო­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იმა­საც წერს, რომ ოკ­სუ­ზი და ოზი ერ­თად ნა­ხეს ერთ-ერთ ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში, თუმ­ცა თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ დრომ­დე არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რო­დე­საც თურ­ქულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­კა­ვეს, თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუმ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. მან გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, თუმ­ცა იქვე დას­ძი­ნა, რომ თურ­ქულ მხა­რეს ამ სა­კი­თხზე "სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი აქვს".

Daily Sabah-ის ცნო­ბით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ადილ ოკ­სუზ­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნას გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

თურქული მედიის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი შესაძლოა საქართველოში იმყოფებოდეს

 თურქული მედიის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი შესაძლოა საქართველოში იმყოფებოდეს

სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი თურქეთის ერთ-ერთი მოქალაქე შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

როგორც გამოცემა Daily Sabah-ი წერს, საუბარია თურქეთის მოქალაქე ადილ ოკსუზზე, რომელიც, ხელისუფლების ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე უშუალოდ ფეთჰულა გიულენთან გადიოდა კონსულტაციებს და ამ მიზნით აშშ-შიც იმყოფებოდა.

Daily Sabah-ი წერს, რომ სწორედ ოკსუზმა, გიულენის თანხმობის შემდეგ, თურქ გენერლებთან ერთად სამხედრო გადატრიალების გეგმა შეიმუშავა. 49 წლის ადილ ოკსუზი თურქეთის ქალაქ საკარიაში, თეოლოგიის ლექტორად მუშაობდა, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ის დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც საზღვარგარეთ გაიქცა. ოკსუზზე ამჟამად ძებნაა გამოცხადენული. თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს ყველა ის პირი, რომელმაც, მათი ვარაუდით, ოკსუზს ქვეყნიდან გაქცევაში დახმარება გაუწია.

Daily Sabah-ის ცნობით, თურქული მედიასაშუალებების ნაწილი იტყობინება, რომ ადილ ოკსუზი შესაძლოა, საქართველოში იმყოფებოდეს. ჟურნალისტების ნაწილის მტკიცებით, საქართველოში ასევე იმყოფება თურქეთში ცნობილი პროკურორი, ვინმე ზაქარია ოზი, რომელიც გიულენთნ კავშირშია ეჭვმიტანილი და სამშობლოდან მას შემდეგ გაიქცა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ძალოვანმა უწყებამ მისი დაკავების ორდერი გასცა.

Daily Sabah-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში ზოგიერთი მომხმარებელი იმასაც წერს, რომ ოკსუზი და ოზი ერთად ნახეს ერთ-ერთ ქართულ რესტორანში, თუმცა თურქეთის ხელისუფლებას აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ, როდესაც თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორივე მათგანი საქართველოში დააკავეს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა იქვე დასძინა, რომ თურქულ მხარეს ამ საკითხზე „საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტი აქვს“.

Daily Sabah-ის ცნობით, უახლოეს მომავალში ადილ ოკსუზზე სავარაუდოდ, საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა