პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზებუნებრივი ძალოსანი" - რას წერს უცხოური მედია ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდსა და ოქროს მედალზე
"ზებუნებრივი ძალოსანი" - რას წერს უცხოური მედია ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდსა და ოქროს მედალზე

რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში მიმ­დი­ნა­რე ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, ძა­ლოს­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ (+105) ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

ტა­ლა­ხა­ძემ ფორ­დე­ში ექ­ვსი­ვე ცდა და­მა­ჯე­რებ­ლად შე­ას­რუ­ლა და ჯამ­ში 473 კგ (ატაც­ში 215 კგ, აკ­ვრა­ში 258 კგ) და­ა­ფიქ­სი­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აკ­ვრა­ში ტა­ლა­ხა­ძემ მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. ეს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თვის პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლია!

22 წლის ლაშა ტა­ლა­ხა­ძის რე­კორდს ეხ­მა­უ­რე­ბა უცხო­უ­რი მე­დია. NBC Olympics‎, dfwatch.net, Los Angeles Times და სხვა გა­მო­ცე­მე­ბი ქარ­თვე­ლი ძა­ლო­სა­ნის მიერ ნაჩ­ვე­ნებ სა­უ­ცხოო შე­დეგს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| Вот это да! - სი­ხა­რუ­ლით აყ­ვი­რე­ბუ­ლი რუსი კო­მენ­ტა­ტო­რის რე­აქ­ცი­ე­ბი ლაშა ტა­ლა­ხა­ძის რე­კორ­დზე

"ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლო­სა­ნი" - ასე­თი სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას dfwatch.net, სა­დაც ტა­ლა­ხა­ძის მიერ დამ­ყა­რე­ბულ ახალ მსოფ­ლიო რე­კორ­დზეა ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი. სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ოქ­როს მე­და­ლო­სა­ნი ტა­ლა­ხა­ძის გვერ­დით მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლი ირაკ­ლი თურ­მა­ნი­ძე იდგა. 32 წლის ძა­ლო­სან­მა ექ­ვსი­ვე ცდა და­მა­ჯე­რებ­ლად შე­ას­რუ­ლა, ჯამ­ში 448 კგ და­ა­ფიქ­სი­რა (207+241) და ბრინ­ჯა­ოს მე­დალს და­ე­უფ­ლა.

ირა­ნე­ლი ფა­ვო­რი­ტის ბეჰდად სა­ლი­მის და­მარ­ცხე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას გა­მო­ცე­მა NBC Olympics. 26 წლის სა­ლი­მი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი მძი­მე­წო­ნო­სა­ნის უმ­თავ­რე­სი მე­ტო­ქე და 2012 წლის ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნი გახ­ლდათ, ტა­ლა­ხა­ძეს მთა­ვარ მე­ტო­ქედ მი­იჩ­ნევ­და. ოლიმ­პი­ა­დამ­დე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მან ამის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და: "სომ­ხე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან და ეს­ტო­ნე­თი­დან რამ­დე­ნი­მე ახა­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მე­ყო­ლე­ბა და ურ­თუ­ლე­სი მი­სია მე­ლის. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მე­ტო­ქე ქარ­თვე­ლი ლაშა ტა­ლა­ხა­ძეა".

16 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თულ შე­ჯიბ­რე­ბა­ში, ირა­ნელ ძა­ლო­სანს აკ­ვრა­ში სამი მცდე­ლო­ბა ჩა­ე­შა­ლა. მან პირ­ვე­ლი ორი მცდე­ლო­ბი­სათ­ვის მსა­ჯე­ბის მი­მართ პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვა და ძა­ლე­ბი აღარ დარ­ჩა მე­სა­მე ცდი­სათ­ვის, წერს NBC Olympics.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ზებუნებრივი ძალოსანი" - რას წერს უცხოური მედია ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდსა და ოქროს მედალზე

"ზებუნებრივი ძალოსანი" - რას წერს უცხოური მედია ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდსა და ოქროს მედალზე

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

ტალახაძემ ფორდეში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ აკვრაში ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალია!

22 წლის ლაშა ტალახაძის რეკორდს ეხმაურება უცხოური მედია. NBC Olympics‎, dfwatch.net, Los Angeles Times და სხვა გამოცემები ქართველი ძალოსანის მიერ ნაჩვენებ საუცხოო შედეგს ეხმაურებიან.

ასევე დაგაინტერესებთ| Вот это да! - სიხარულით აყვირებული რუსი კომენტატორის რეაქციები ლაშა ტალახაძის რეკორდზე

"ზებუნებრივი ძალოსანი" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას dfwatch.net, სადაც ტალახაძის მიერ დამყარებულ ახალ მსოფლიო რეკორდზეა ყურადღება გამახვილებული. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ დაჯილდოვების ცერემონიალზე ოქროს მედალოსანი ტალახაძის გვერდით მისი თანამემამულე, ბრინჯაოს მედლის მფლობელი ირაკლი თურმანიძე იდგა. 32 წლის ძალოსანმა ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა, ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ირანელი ფავორიტის ბეჰდად სალიმის დამარცხებაზე ამახვილებს ყურადღებას გამოცემა NBC Olympics. 26 წლის სალიმი, რომელიც ქართველი მძიმეწონოსანის უმთავრესი მეტოქე და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახლდათ, ტალახაძეს მთავარ მეტოქედ მიიჩნევდა. ოლიმპიადამდე ერთ-ერთ ინტერვიუში მან ამის შესახებ განაცხადა: "სომხეთიდან, საქართველოდან და ესტონეთიდან რამდენიმე ახალი მოწინააღმდეგე მეყოლება და ურთულესი მისია მელის. ვფიქრობ, ყველაზე სახიფათო მეტოქე ქართველი ლაშა ტალახაძეა".

16 აგვისტოს გამართულ შეჯიბრებაში, ირანელ ძალოსანს აკვრაში სამი მცდელობა ჩაეშალა. მან პირველი ორი მცდელობისათვის მსაჯების მიმართ პროტესტი გამოთქვა და ძალები აღარ დარჩა მესამე ცდისათვის, წერს NBC Olympics.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი