სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გონიოში ორი ქართველი სამხედროს გადარჩენის ოპერაციაში აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალები მონაწილეობს
გონიოში ორი ქართველი სამხედროს გადარჩენის ოპერაციაში აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალები მონაწილეობს

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის ორი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე - კაპ­რა­ლი იაგო შა­რა­ძე და I კლა­სის რი­გი­თი გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც მებ­რძოლ-მყვინ­თავ­თა კურსს გა­დი­ოდ­ნენ, შავ ზღვა­ზე გეგ­მი­ურ სა­ზღვაო სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. საწ­ვრთნე­ლი ვარ­ჯი­შის დროს, ზღვა­ში სიღ­მი­თი ჩაყ­ვინ­თვის შემ­დეგ, გი­ორ­გი ნა­ნი­ტაშ­ვილ­მა და იაგო შა­რა­ძემ ვერ შეძ­ლეს ზღვის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლა და ამ დრომ­დე მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­უდ­გე­ნე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, აშშ-ს მთავ­რო­ბამ აშშ-ს ევ­რო­პულ სარ­დლო­ბას და­ა­ვა­ლა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლებ­მა ორი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­ნი­ოს ყო­ფი­ლი სას­რო­ლე­თის სა­ზღვაო ზოლ­ში, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბის ორი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­საც სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის და გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბი, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი და­ნა­ყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს შე­სა­ბა­მის და­ნა­ყო­ფებ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა.

"სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი პი­რად კონ­ტროლ­ზე ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნისტრს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, აშშ-ს მთავ­რო­ბამ და­ა­ვა­ლა აშშ-ს ევ­რო­პულ სარ­დლო­ბას, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლებ­მა მი­ი­ღონ ორი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შე­თან­ხმე­ბით, და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის II ნა­წი­ლით", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

გონიოში ორი ქართველი სამხედროს გადარჩენის ოპერაციაში აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალები მონაწილეობს

გონიოში ორი ქართველი სამხედროს გადარჩენის ოპერაციაში აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალები მონაწილეობს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ აშშ-ს ევროპულ სარდლობას დაავალა, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღონ, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ახორციელებენ.

სამინისტროს ცნობით, საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა.

"სამძებრო ღონისძიებები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ დაავალა აშშ-ს ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა. მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით", - ნათქვამია განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია