მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაცია დიდ დიღომში: შსს-მ ხუთი გამტაცებელი დააკავა
სპეცოპერაცია დიდ დიღომში: შსს-მ ხუთი გამტაცებელი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს და მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი 5 პირი: 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ. ა., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ. ც., 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი ჯ.ბ., 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ. ჩ. და 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.მ., გა­მო­ძალ­ვი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

ნა­ხეთ ვი­დეო| სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი: რო­გორ აიყ­ვა­ნა შსს-მ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი დიდ დი­ღომ­ში

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, 1986 წელს და­ბა­დე­ბულ ი.ხ.-ს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და მისი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, თბი­ლის­ში, დიღ­მის მა­სივ­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თილ მო­ქა­ლა­ქეს წა­არ­თვეს პი­რა­დი ნივ­თე­ბი, მათ შო­რის, ერთ-ერთი ბან­კის პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თი, რომ­ლი­და­ნაც მოხ­სნეს მას­ზე არ­სე­ბუ­ლი თან­ხა. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, ასე­ვე, იძუ­ლე­ბის წე­სით ი.ხ. თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მე­უღ­ლეს 3 500 ლარი გა­მოს­ძა­ლეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლი მა­მა­კა­ცი და­მა­ტე­ბით 15 000 ათა­სი ლა­რის გა­დახ­დის პი­რო­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით ჯგუ­ფუ­რად გა­მო­ძალ­ვი­სა და და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 181-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა", "გ" და 143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" და მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ე" ქვე­პუნ­ქტე­ბით).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

სპეცოპერაცია დიდ დიღომში: შსს-მ ხუთი გამტაცებელი დააკავა

სპეცოპერაცია დიდ დიღომში: შსს-მ ხუთი გამტაცებელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 5 პირი: 1970 წელს დაბადებული ზ. ა., 1982 წელს დაბადებული დ. ც., 1987 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.ბ., 1970 წელს დაბადებული მ. ჩ. და 1969 წელს დაბადებული შ.მ., გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ნახეთ ვიდეო| სპეცოპერაციის ამსახველი კადრები: როგორ აიყვანა შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დიდ დიღომში

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, 1986 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ავტომანქანაში ჩასვეს და მისი ნების წინააღმდეგ, თბილისში, დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიყვანეს, სადაც თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულმა პირებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეს წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ერთ-ერთი ბანკის პლასტიკური ბარათი, რომლიდანაც მოხსნეს მასზე არსებული თანხა. ბრალდებულებმა, ასევე, იძულების წესით ი.ხ. თავის საცხოვრებელ სახლში მიიყვანეს, სადაც დაზარალებულის მეუღლეს 3 500 ლარი გამოსძალეს.

აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მამაკაცი დამატებით 15 000 ათასი ლარის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვისა და და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "გ" და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით).

დაკარგული 23 წლის თამუნა ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

"კანადიდან მასალებს მიგზავნიან და მე ვაკეთებო. ვეჭვობ, რაღაც გაშიფრა და ვიღაცას არ მოეწონა" - 23 წლის გოგონას გაუჩინარების რა ვერსიები აქვთ ახლობლებს?

"დაინახეს, რომ აქ შემოვიდა, მოაბრუნა მანქანა და წავიდა ქვემოთ" - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ