ფეთჰულა გიულენს სამშობლოში 1 900-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ფეთჰულა გიულენს სამშობლოში 1 900-წლიანი პატიმრობა ემუქრება

თურქეთის პროვინცია უშაკის პროკურატურა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენისთვის 2 მუხლით სამუდამო პატიმრობას, 1 900-წლიანი პატიმრობის მისჯას და 2 მილიონ 210 ათასი დღით იძულების წესით მუშაობას მოითხოვს.

ამის შესახებ თურქული სახელმწიფო სააგენტო "ანადოლუ" იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, პროვინციის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის დაჯგუფების, FETÖ-ს ფინანსური განყოფილების საქმიანობის წინასსასამართლო გამოძიება დაასრულა და 2 527-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა მოამზადა.

პროკურატურა მოითხოვს, რომ სასამართლომ ფეთჰულა გიულენი დამნაშავედ ცნოს "კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობის", "მთავრობის ძალადობირივი გზით ჩამოგდების მცდელობის", "რელიგიური გრძნობების ექსპლუატაციის გზით თაღლითობისა" და "ტერორიზმის დაფინანსების" მუხლებით.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მოღვაწე ფეთჰულა გიულენი გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორია, რასაც თავად გიულენი კატეგორიულად უარყოფს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა