სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქმის აღარსად იყიდება ურეცეპტოდ ფსიქოტროპულები! ვერც ერთი მცირეწლოვანი ვეღარ გახდება სააფთიაქო ნარკომანი"
"თითქმის აღარსად იყიდება ურეცეპტოდ ფსიქოტროპულები! ვერც ერთი მცირეწლოვანი ვეღარ გახდება სააფთიაქო ნარკომანი"

სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბოლო კვი­რე­ე­ბის მან­ძილ­ზე გა­აქ­ტი­უ­რე­ბულ­მა კამ­პა­ნი­ამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ამოქ­მედ­და ცხე­ლი ხაზი (1505), რო­მელ­ზეც მო­ქა­ლა­ქე­ებს დარ­ღვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, სო­ლი­დუ­რი თან­ხით და­ჯა­რიმ­და რამ­დე­ნი­მე აფ­თი­ა­ქი. ამას­თან, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში, ფარ­მა­ცევ­ტებს პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ე­ზღუ­დე­ბათ.

სცე­ნა­რის­ტი აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პი­რა­დად და­დი­ო­და სა­ეჭ­ვო აფ­თი­ა­ქებ­ში და ამოწ­მებ­და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლე­ბის გა­ცე­მის სა­კითხს, ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს:

"თით­ქმის არ­სად აღარ იყი­დე­ბა ურე­ცეპ­ტოდ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი! დარ­ჩა რამ­დე­ნი­მე ტურა მე­პატ­რო­ნე, რო­მე­ლიც შე­მორ­ჩე­ნი­ლის გა­ყიდ­ვას ცდი­ლობს. და­ი­კე­ტა ასზე მეტი უსა­ხე­ლო აფ­თი­ა­ქი და ყო­ველ­დღე იკე­ტე­ბა სხვა­დას­ხვა! ეს მარ­ტო ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის. ასე­თი შე­დე­გი მო­აქვს ჩვე­ნი ყვე­ლას, ანუ სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­უ­რო­ბას.

ძაან დიდი მად­ლო­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და მი­ნისტრს, რო­მელ­მაც მოგ­ვაქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა და მი­ხე­და ამ­ხე­ლა პრობ­ლე­მას. ამით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა ეს ამ­ბა­ვი, პე­რი­ო­დუ­ლად შე­ვა­მოწ­მებთ ისევ აფ­თი­ა­ქებს ყველ­გან! ჰო და ვინც მი­ტევს იმათ პა­სუ­ხად გა­მოდ­გე­ბა ის რომ ვერ­ცერ­თი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვე­ღარ გახ­დე­ბა სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი, ბავ­შვე­ბი აღარ მოკ­ვდე­ბი­ან ბაკ­ლო­სა­ნის პე­რე­დო­ზით და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ა­მა­ყებ ამით. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის დახ­მა­რე­ბა ვი­საც გჭირ­დე­ბათ, მომ­წე­რეთ და ვეც­დე­ბი ყვე­ლას და­გეხ­მა­როთ.

ათას­ზე მეტი მად­ლო­ბა გვაქვს ინ­ბოქსში დე­დე­ბის­გან, ცო­ლე­ბის­გან, ძმა­კა­ცე­ბის­გან, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის­გან, დე­ბის­გან, ძმე­ბის­გან და თვი­თონ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ვინც როცა ვე­ღარ იყი­დეს მა­შინ მიხ­ვდნენ რა ჯო­ჯო­ხეთ­ში იყ­ვნენ ამ­დე­ნი ხანი" - წერს სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

"ათე­უ­ლო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი და სა­გან­გა­შოდ მძი­მე ვი­თა­რე­ბა" - რას პა­სუ­ხი აქვს ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის პრობ­ლე­მა­ზე

"თითქმის აღარსად იყიდება ურეცეპტოდ ფსიქოტროპულები! ვერც ერთი მცირეწლოვანი ვეღარ გახდება სააფთიაქო ნარკომანი"

"თითქმის აღარსად იყიდება ურეცეპტოდ ფსიქოტროპულები! ვერც ერთი მცირეწლოვანი ვეღარ გახდება სააფთიაქო ნარკომანი"

სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბოლო კვირეების მანძილზე გააქტიურებულმა კამპანიამ შედეგი გამოიღო. ამოქმედდა ცხელი ხაზი (1505), რომელზეც მოქალაქეებს დარღვევის დაფიქსირების საშუალება მიეცათ, სოლიდური თანხით დაჯარიმდა რამდენიმე აფთიაქი. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ.

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც პირადად დადიოდა საეჭვო აფთიაქებში და ამოწმებდა ფსიქოტროპული წამლების გაცემის საკითხს, ფეისბუქის გვერდზე ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:

"თითქმის არსად აღარ იყიდება ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტები! დარჩა რამდენიმე ტურა მეპატრონე, რომელიც შემორჩენილის გაყიდვას ცდილობს. დაიკეტა ასზე მეტი უსახელო აფთიაქი და ყოველდღე იკეტება სხვადასხვა! ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის. ასეთი შედეგი მოაქვს ჩვენი ყველას, ანუ სოციალურ აქტიურობას.

ძაან დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს და მინისტრს, რომელმაც მოგვაქცია ყურადღება და მიხედა ამხელა პრობლემას. ამით არ დამთავრებულა ეს ამბავი, პერიოდულად შევამოწმებთ ისევ აფთიაქებს ყველგან! ჰო და ვინც მიტევს იმათ პასუხად გამოდგება ის რომ ვერცერთი მცირეწლოვანი ვეღარ გახდება სააფთიაქო ნარკომანი, ბავშვები აღარ მოკვდებიან ბაკლოსანის პერედოზით და მთელი ცხოვრება ვიამაყებ ამით. რეაბილიტაციისთვის დახმარება ვისაც გჭირდებათ, მომწერეთ და ვეცდები ყველას დაგეხმაროთ.

ათასზე მეტი მადლობა გვაქვს ინბოქსში დედებისგან, ცოლებისგან, ძმაკაცებისგან, შეყვარებულებისგან, დებისგან, ძმებისგან და თვითონ იმ ადამიანებისგან ვინც როცა ვეღარ იყიდეს მაშინ მიხვდნენ რა ჯოჯოხეთში იყვნენ ამდენი ხანი" - წერს სინჯიკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ათეულობით გარდაცვლილი თინეიჯერი და საგანგაშოდ მძიმე ვითარება" - რას პასუხი აქვს ჯანდაცვის მინისტრს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს