პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებზე: "უზარმაზარი მნიშვნელობის სპორტსმენები არიან, მაგრამ რა შუაშია პოლიტიკასთან?"
ლევან ბერძენიშვილი "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებზე: "უზარმაზარი მნიშვნელობის სპორტსმენები არიან, მაგრამ რა შუაშია პოლიტიკასთან?"

რო­გორც ჩანს, კრი­ტი­კამ არ იმუ­შა­ვა და "ოც­ნე­ბა" მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღებს, თუ რამ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი და ცნო­ბი­ლია ადა­მი­ა­ნი, - ასე შე­ა­ფა­სა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან სა­უბ­რი­სას დე­და­ქა­ლაქ­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის კან­დი­და­ტე­ბის სია "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბა­დი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამო­ი­წუ­რა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­და­ვი­და ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებ­ზე, მო­რაგ­ბე­ებ­სა და ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე.

"მო­ჭი­და­ვეც არ და­აკ­ლდე­ბა პარ­ლა­მენტს - რაც რი­ო­ში დაგ­ვაკ­ლეს, პარ­ლა­მენ­ტში მა­ინც გვე­ყო­ლე­ბი­ან. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სია ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ეს ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლით არ აპი­რე­ბენ პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბას. ერთი-ორი პო­ლი­ტი­კო­სის გარ­და, სულ ახალ­ბე­დე­ბი და არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ხალ­ხია, შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბა ყვე­ლამ უნდა ის­წავ­ლოს. მე არ ვამ­ბობ, რომ ვერ ის­წავ­ლი­ან, მაგ­რამ ასე არ ხდე­ბა ხოლ­მე, რომ ამ­დე­ნი მოყ­ვა­რუ­ლი შე­მო­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ პო­ლი­ტი­კას­თან, თუ არ ვი­ტყვით იმას, რომ ბა­ტონ ხუ­ციშ­ვილს თა­ვის სიმ­ღე­რა­ში სი­ტყვა "ოც­ნე­ბა" აქვს ნახ­სე­ნე­ბი. და­ნარ­ჩე­ნი მისი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ არ მსმე­ნია. ასე­ვე არ ვიცი ბი­ძი­ნა გე­გი­ძე რო­გო­რი პო­ლი­ტი­კო­სი იქ­ნე­ბა. ეს არ არის აკ­რძა­ლუ­ლი და და­საშ­ვე­ბია, მაგ­რამ ამ რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ფაქ­ტობ­რი­ვად არა­პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ლა­მენ­ტის შექ­მნას აპი­რებს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს. მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი, რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან უნდა და­ე­ცეს და უმ­ნიშ­ვნე­ლო უნდა გახ­დეს, რად­გან ეს ხალ­ხი ყვე­ლა თუ შევა პარ­ლა­მენ­ტში, პარ­ლა­მენ­ტის კლა­სი არ­სე­ბულ­თან შე­და­რე­ბი­თაც კი დაბ­ლა და­ი­წევს. ამი­ტომ, იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ სხვე­ბიც შე­ავ­სე­ბენ პარ­ლა­მენტს", - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მომ­ღერ­ლე­ბი­სა და სპორ­ტსმე­ნე­ბის პარ­ლა­მენ­ტში შეყ­ვა­ნა, არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

"იმ ბრწყინ­ვა­ლე ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე ცუდი სი­ტყვა რო­გორ დამ­ცდე­ბა, ან გე­გი­ძე­ზე, უზარ­მა­ზა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ რა შუ­ა­შია პო­ლი­ტი­კას­თან? ადრე ნაკ­ლე­ბი იყ­ვნენ მომ­ღერ­ლე­ბი? - ახლა რა­ღაც მეტი და­ა­პი­რეს. ვინც მო­ი­ფიქ­რა ეს, არის არ­სე­ბი­თად არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რამ­დე­ნად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი ამ ტი­პის არ­ჩევ­ნებ­ში, რა­ტომ­ღაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ არა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პო­ლი­ტი­კო­სებს ყველ­გან მო­უ­გე­ბენ. სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თუ ნაკ­ლე­ბად მოხ­ვდე­ბი­ან პარ­ლა­მენ­ტში", - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

პარ­ტია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" თბი­ლი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი წა­რად­გი­ნა. კან­დი­და­ტე­ბი მთაწ­მინ­დის პარკში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე თა­ვად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ლევან ბერძენიშვილი "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებზე: "უზარმაზარი მნიშვნელობის სპორტსმენები არიან, მაგრამ რა შუაშია პოლიტიკასთან?"

ლევან ბერძენიშვილი "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებზე: "უზარმაზარი მნიშვნელობის სპორტსმენები არიან, მაგრამ რა შუაშია პოლიტიკასთან?"

როგორც ჩანს, კრიტიკამ არ იმუშავა და "ოცნება" მხედველობაში იღებს, თუ რამდენად პოპულარული და ცნობილია ადამიანი, - ასე შეაფასა "ინტერპრესნიუსთან საუბრისას დედაქალაქში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების სია "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, საქართველოში ცნობადი პოლიტიკოსები ამოიწურა და "ქართული ოცნება" გადავიდა ცნობილ მომღერლებზე, მორაგბეებსა და ფეხბურთელებზე.

"მოჭიდავეც არ დააკლდება პარლამენტს - რაც რიოში დაგვაკლეს, პარლამენტში მაინც გვეყოლებიან. "ქართული ოცნების" სია ძალიან შემაშფოთებელია. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალით არ აპირებენ პარლამენტში მუშაობას. ერთი-ორი პოლიტიკოსის გარდა, სულ ახალბედები და არაკვალიფიციური ხალხია, შესაბამისად, პარლამენტში მუშაობა ყველამ უნდა ისწავლოს. მე არ ვამბობ, რომ ვერ ისწავლიან, მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე, რომ ამდენი მოყვარული შემოვიდეს პარლამენტში, რომლებსაც საერთოდ შეხება არ ჰქონიათ პოლიტიკასთან, თუ არ ვიტყვით იმას, რომ ბატონ ხუციშვილს თავის სიმღერაში სიტყვა "ოცნება" აქვს ნახსენები. დანარჩენი მისი პოლიტიკური წარსულის შესახებ არ მსმენია. ასევე არ ვიცი ბიძინა გეგიძე როგორი პოლიტიკოსი იქნება. ეს არ არის აკრძალული და დასაშვებია, მაგრამ ამ რაოდენობის მიხედვით, "ქართული ოცნება" ფაქტობრივად არაპოლიტიკური პარლამენტის შექმნას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ წარმატებას მიაღწევს. მისი ავტორიტეტი, როგორც ჩანს, ძალიან უნდა დაეცეს და უმნიშვნელო უნდა გახდეს, რადგან ეს ხალხი ყველა თუ შევა პარლამენტში, პარლამენტის კლასი არსებულთან შედარებითაც კი დაბლა დაიწევს. ამიტომ, იმედი ვიქონიოთ, რომ სხვებიც შეავსებენ პარლამენტს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, მომღერლებისა და სპორტსმენების პარლამენტში შეყვანა, არასწორი გადაწყვეტილებაა.

"იმ ბრწყინვალე ფეხბურთელებზე ცუდი სიტყვა როგორ დამცდება, ან გეგიძეზე, უზარმაზარი მნიშვნელობის სპორტსმენები არიან, მაგრამ რა შუაშია პოლიტიკასთან? ადრე ნაკლები იყვნენ მომღერლები? - ახლა რაღაც მეტი დააპირეს. ვინც მოიფიქრა ეს, არის არსებითად არასწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად კონკურენტუნარიანები იქნებიან ისინი ამ ტიპის არჩევნებში, რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ არაპოლიტიკოსები პოლიტიკოსებს ყველგან მოუგებენ. სასარგებლო იქნება თუ ნაკლებად მოხვდებიან პარლამენტში", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

მამუკა ბახტაძე "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში იქნება

ცნობილი ექიმები, სპორტსმენები, მომღერლები და მსახიობები "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენაზე - ფოტოები