პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" არის თინეიჯერი, რომელსაც ბირჟაზე დგომისა და "სემიჩკის" ფურთხების მეტი არაფერი უკეთებია... ივანიშვილი კი იქცევა როგორც კლასიკური ქართველი მამა"
"ქართული ოცნება" არის თინეიჯერი, რომელსაც ბირჟაზე დგომისა და "სემიჩკის" ფურთხების მეტი არაფერი უკეთებია... ივანიშვილი კი იქცევა როგორც კლასიკური ქართველი მამა"

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი, რო­გორც ჩანს, სრუ­ლი ფი­ას­კო­თი დას­რულ­და", - პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თბი­ლი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში გაჟ­ღე­რე­ბულ კონ­ცეფ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ჰარ­ვარ­დსა და სუფ­თა ბი­ოგ­რა­ფი­ას ეხე­ბო­და, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ვე­რა­ფე­რი მო­ა­ხერ­ხა და რო­გორც ჩანს, გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფებ­მა პარ­ტი­ა­ში კვო­ტე­ბი გა­და­ი­ნა­წი­ლეს.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მუდ­მი­ვად აქვს კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი, რა­საც არა­სო­დეს არ უწე­რია გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ეს კე­თი­ლი სურ­ვი­ლი იყო ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში, პომ­პე­ზუ­რად, ჰარ­ვარ­დზე და სუფ­თა ბი­ოგ­რა­ფი­ა­ზე, წარ­სულ­ზე აქ­ცენ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა. ეს იყო მათი კე­თი­ლი სურ­ვი­ლი, რაც რო­გორც ჩანს, სრუ­ლი ფი­ას­კო­თი დას­რულ­და, იმი­ტომ რომ ამის შემ­დეგ ჩვენ ვი­ხი­ლეთ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნის კას­კა­დი, სა­დაც სა­პი­რის­პი­რო გზავ­ნი­ლი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს კე­თი­ლი სურ­ვი­ლი ასე დას­რულ­და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვე­რა­ფე­რი გა­ა­ხერ­ხეს ამ კონ­ცეფ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და უბ­რა­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა კვო­ტე­ბი გა­იყ­ვეს - ფეხ­ბურ­თელ­მა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნა, მსა­ხი­ობ­მა - მსა­ხი­ო­ბე­ბი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნემ - ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი მო­იყ­ვა­ნა და ასე ეკ­ლექ­ტუ­რად შედ­გა ის, რაც შედ­გა.

ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო გახ­ლავთ ის, რომ ბუ­ნებ­რი­ვია ამ ადა­მი­ა­ნებს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ნარ­ჩენ ელი­ტას, სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი არ აქვს და ისევ და ისევ აქვთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით იმის იმე­დი, რომ ბი­ძი­ნა ჩა­ა­ტა­რებს ფო­კუ­სებს და ამ ადა­მი­ა­ნებს, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა­ფე­რი­სა, მი­უ­ხე­და­ვად ამ ეკ­ლექ­ტი­კი­სა, გა­მო­უც­დე­ლო­ბი­სა, აიყ­ვანს თა­ვის მხრებ­ზე და შე­იყ­ვანს პარ­ლა­მენ­ტში ანუ ისევ ჩვენ ვად­გე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­სურ­სებ­ზე პა­რა­ზი­ტი­რე­ბის კლა­სი­კურ ნი­მუშს, მათ შო­რის სამ­წუ­ხა­როდ, თბი­ლის­ში", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლო­გის აზ­რით, დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­დამ­წი­ფე­ბუ­ლი ასა­კის თი­ნე­ი­ჯე­რია, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი რო­გორც კლა­სი­კუ­რი ქარ­თვე­ლი მამა, ისე იქ­ცე­ვა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ჩა­მო­ყა­ლიბ­და კლა­სი­კურ ქარ­თულ ოჯა­ხად ანუ ის არის გა­დამ­წი­ფე­ბუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი, რო­მელ­საც ბირ­ჟა­ზე დგო­მი­სა და "სე­მი­ჩკის" ფურ­თხე­ბის მეტი არა­ფე­რი უკე­თე­ბია, მა­მი­კომ მო­ა­წყო სამ­სა­ხურ­ში, იქი­დან აგ­დე­ბენ, იმი­ტომ რომ არა­ფერს არ აკე­თებს, მა­მი­კო ურე­კავს დი­რექ­ტორს და თხოვს - გა­სა­გე­ბია რომ ასეა, მაგ­რამ ჩემი შვი­ლია და იქ­ნებ და­ტო­ვო სამ­სა­ხურ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით ამ ვი­თა­რე­ბას­თან გვაქვს სამ­წუ­ხა­როდ საქ­მე. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" დღეს არის გა­დამ­წი­ფე­ბუ­ლი, ასა­კო­ვა­ნი თი­ნე­ი­ჯე­რი და ისე­ვე უნდა ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, რო­გორც და­ი­წყო. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი ამ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ცე­ვა რო­გორც კლა­სი­კუ­რი ქარ­თვე­ლი მამა, რო­მელ­საც ეს­მის, რომ მისი შვი­ლი არაფ­რის მაქ­ნი­სია, მაგ­რამ მისი შვი­ლია და რა ქნას?! ხომ არ გა­და­აგ­დებს? ასე რომ, უნდა და­ურ­ე­კოს დი­რექ­ტორს და თხო­ვოს, რომ მისი შვი­ლი სამ­სა­ხურ­ში და­ტო­ვოს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პარ­ტია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" თბი­ლი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი წა­რად­გი­ნა. კან­დი­და­ტე­ბი მთაწ­მინ­დის პარკში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე თა­ვად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ქართული ოცნება" არის თინეიჯერი, რომელსაც ბირჟაზე დგომისა და "სემიჩკის" ფურთხების მეტი არაფერი უკეთებია... ივანიშვილი კი იქცევა როგორც კლასიკური ქართველი მამა"

"ქართული ოცნება" არის თინეიჯერი, რომელსაც ბირჟაზე დგომისა და "სემიჩკის" ფურთხების მეტი არაფერი უკეთებია... ივანიშვილი კი იქცევა როგორც კლასიკური ქართველი მამა"

"ქართული ოცნების" კეთილი სურვილები, როგორც ჩანს, სრული ფიასკოთი დასრულდა", - პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაჟღერებულ კონცეფციასთან დაკავშირებით, რომელიც ჰარვარდსა და სუფთა ბიოგრაფიას ეხებოდა, "ქართულმა ოცნებამ" ვერაფერი მოახერხა და როგორც ჩანს, გარკვეული ადამიანების ჯგუფებმა პარტიაში კვოტები გადაინაწილეს.

"ქართულ ოცნებას" მუდმივად აქვს კეთილი სურვილები, რასაც არასოდეს არ უწერია განხორციელება. ეს კეთილი სურვილი იყო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, პომპეზურად, ჰარვარდზე და სუფთა ბიოგრაფიაზე, წარსულზე აქცენტების გაკეთება. ეს იყო მათი კეთილი სურვილი, რაც როგორც ჩანს, სრული ფიასკოთი დასრულდა, იმიტომ რომ ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის კასკადი, სადაც საპირისპირო გზავნილი იყო წარმოდგენილი. ეს კეთილი სურვილი ასე დასრულდა, საბოლოო ჯამში, ვერაფერი გაახერხეს ამ კონცეფციასთან დაკავშირებით და უბრალოდ რამდენიმე ადამიანმა კვოტები გაიყვეს - ფეხბურთელმა ფეხბურთელები მოიყვანა, მსახიობმა - მსახიობები, ინტელექტუალობაზე პრეტენზიის მქონემ - ინტელექტუალი მოიყვანა და ასე ეკლექტურად შედგა ის, რაც შედგა.

ყველაზე სამწუხარო გახლავთ ის, რომ ბუნებრივია ამ ადამიანებს და "ქართული ოცნების" დანარჩენ ელიტას, საკუთარი თავის იმედი არ აქვს და ისევ და ისევ აქვთ ბიძინა ივანიშვილის რესურსების გამოყენებით იმის იმედი, რომ ბიძინა ჩაატარებს ფოკუსებს და ამ ადამიანებს, მიუხედავად ყველაფერისა, მიუხედავად ამ ეკლექტიკისა, გამოუცდელობისა, აიყვანს თავის მხრებზე და შეიყვანს პარლამენტში ანუ ისევ ჩვენ ვადგებით ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირების კლასიკურ ნიმუშს, მათ შორის სამწუხაროდ, თბილისში", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის აზრით, დღეს "ქართული ოცნება" გადამწიფებული ასაკის თინეიჯერია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კი როგორც კლასიკური ქართველი მამა, ისე იქცევა.

"ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა კლასიკურ ქართულ ოჯახად ანუ ის არის გადამწიფებული თინეიჯერი, რომელსაც ბირჟაზე დგომისა და "სემიჩკის" ფურთხების მეტი არაფერი უკეთებია, მამიკომ მოაწყო სამსახურში, იქიდან აგდებენ, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებს, მამიკო ურეკავს დირექტორს და თხოვს - გასაგებია რომ ასეა, მაგრამ ჩემი შვილია და იქნებ დატოვო სამსახურში. დაახლოებით ამ ვითარებასთან გვაქვს სამწუხაროდ საქმე. "ქართული ოცნება" დღეს არის გადამწიფებული, ასაკოვანი თინეიჯერი და ისევე უნდა ცხოვრების გაგრძელება, როგორც დაიწყო. ბიძინა ივანიშვილი კი ამ შემთხვევაში იქცევა როგორც კლასიკური ქართველი მამა, რომელსაც ესმის, რომ მისი შვილი არაფრის მაქნისია, მაგრამ მისი შვილია და რა ქნას?! ხომ არ გადააგდებს? ასე რომ, უნდა დაურეკოს დირექტორს და თხოვოს, რომ მისი შვილი სამსახურში დატოვოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხუხაშვილმა.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."