მედიცინის ისტორია სავსეა საოცარი ისტორიებით მკურნალობის მეთოდების შესახებ, სადაც მთავარ როლს ტკივილი და ტანჯვა თამაშობდა. წარმოგიდგენთ მკურნალობის ყველაზე გამაოგნებელ 5 მეთოდს:
ძაღლის განავალი ყელის ტკივილისთვის
წიგნში "მედიცინის პოპულარიზაცია" წერია, რომ ოდესღაც ექიმებმა მიაგნეს ყელის ტკივილის "არაჩვეულებრივ" სამკურნალო ხერხს - ალბუმ გრაეკუმს. ლამაზმა ლათინურმა სახელწოდებამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ, ეს ძაღლის განავალის სახელწოდებაა.
დაობებული პური კარგ წამლად ითვლებოდა
ძველ ჩინეთში და საბერძნეთში ობიან პურს ჭრილობებზე ადებდნენ, რათა ინფექცია არ შეჭროდათ დაჭრილებს. ეგვიპტეში დაობებულ პურს ლპობაშეპარულ ჭრილობებს ადებდნენ. ითვლებოდა, რომ ამით პატივს მიაგებდნენ სულებს და ღმერთებს, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ პაციენტის ტკივილზე.
ლოკოკინას სიროფი ყელ-ყურის მკურნალობისთვის
საუკუნეების მანძილზე ყელ-ყურის სამკურნალო საშუალებად ლოკოკინისგან დამზადებული სიროფი ითვლებოდა. სწამდათ, რომ ის ეხმარებოდა ყველას, ვისაც ყელი ტკიოდა და ხველა აწუხებდა. ზოგ ექიმს ლოკოკინები ნიჟარიდან ამოყავდა და ყურში უსვამდა პაციენტს ანთების სამკურნალოდ.
მორიელები ვენერიული დაავადებების სამკურნალოდ
ბევრ სოფელში იყენებენ "მორიელების ღვინოს". ადგილობრივი ტრადიციების თანახმად, მორიელი მრავალ დაავადებას კურნავს. დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ეს მართლაც ეფექტური სამკურნალო საშუალებაა.
ექსტაზი მანიაკალურ-დეპრესიული პაციენტებისთვის
60-იანების მიწურულს და 70-იანების დასაწყისში მეცნიერები და ზოგიერთი ფსიქიატრი ფსიქოთერაპიაში ექსტაზს იყენებდა - ნარკოტიკს, რომლის მოხმარების შედეგად 90-იან წლებში ათასობით ახალგაზრდა გარდაიცვალა.
მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით