სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში 22 წლის დემურ სტურუას ოჯახის წევრების დაკითხვა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
როგორც პროკურატურიდან გამოსულმა გარდაცვლილის ბიცოლამ დარიკო ჯაშმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პროკურატურა ძირითადად დაინტერესდა გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილით და დაპირდა ოჯახის წევრებს, რომ ექსპერტიზის პასუხი და გამოძიების შედეგები მომავალ კვირაში გახება ცნობილი.
"გვითხრეს, რომ მომავალ კვირას, კერძოდ კი სამშაბათს ყველაფერი გახდება ცნობილი. ვენდობი გამოძიებას. თუკი ყველაფერი არ გახდება ცნობილი, ჩემს მკვდარს დავასვენებ პოლიციასთან", - განაცხადა დარიკო ჯაშმა.
წაიკითხეთ: დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე კიდევ ერთმა პოლიციელმა მიიყვანა? - ვის ადებს ხელს ოჯახი