მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანდრა ღომს გააკეთებს, "დიდოუ ნანას" იმღერებს და ზუგდიდში არჩევნებს მოიგებს!"
"სანდრა ღომს გააკეთებს, "დიდოუ ნანას" იმღერებს და ზუგდიდში არჩევნებს მოიგებს!"

"და­ი­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი კახა მი­ქა­ია, პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც სა­მეგ­რე­ლო­ში ახა­ლა­ი­ე­ბის კლან­სა და, სა­ერ­თოდ, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის რე­ჟიმს ებ­რძო­და 2014 წელს, "ოც­ნე­ბის" სიით, ზუგ­დი­დის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი გახ­და, თუმ­ცა საკ­რე­ბუ­ლო­დან მა­ლე­ვე გა­რი­ცხეს... რა­ტომ თვლის, რომ "ოც­ნე­ბის" სა­მეგ­რე­ლოს ორ­გა­ნი­ზა­ცია "ნა­ცე­ბი­თაა" სავ­სე, რა­ტომ უყ­ვართ სა­მეგ­რე­ლო­ში მიშა, რა შან­სე­ბი აქვს სან­დრა რუ­ლოვსს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - ამ და სხვა თე­მებ­ზე კახა მი­ქა­ია გა­ზეთ "ვერ­სი­ას" ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან ამო­ნა­რი­დებს:

- ნა­ცებ­მა ახა­ლა­ია, რო­გორც ში­შის არ­ქი­ტექ­ტო­რი, რო­გორ იპო­ვეს?

- ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად: ახა­ლა­ია მი­შას დე­დის მე­გო­ბა­რი იყო. სხვა­თა შო­რის, მი­შამ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას "ღირ­სე­უ­ლი შვი­ლე­ბის აღ­მზრდე­ლი" უწო­და და კო­მუ­ნის­ტე­ბი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბამ­დე", ასე ვთქვათ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღირ­სე­უ­ლი პრო­კუ­რო­რო­ბის­თვის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი მის­ცა.

- ბა­ტო­ნო კახა, თუ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არ ეყო­ლე­ბო­დათ, მხო­ლოდ მამა-შვი­ლი ახა­ლა­ი­ე­ბი და იგი­ვე მე­გის ქარ­და­ვა, ვე­რა­ფერს გახ­დე­ბოდ­ნენ...

- რა თქმა უნდა, მათ სა­მეგ­რე­ლო­ში მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ახ­ლაც ჰყავთ. მე­ტიც, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ჰა­ბი­ტა­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კის გამო, არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა და ყო­ფილ მმარ­თველ პარ­ტი­ას სა­მეგ­რე­ლო­ში სტა­ბი­ლუ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი ჰყავს.

- ამ­ბო­ბენ, რომ მი­შას ხალ­ხი ერ­თმა­ნეთ­საც არ ინ­დობ­და...

- დიახ, ნა­ცი­ო­ნა­ლებ­საც ეში­ნო­დათ ანუ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ სა­მეგ­რე­ლო­ში შიშ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შექ­მნა.

- ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებს ახა­ლა­ი­ე­ბის დღე­საც ეში­ნი­ათ?

- ის, რაც დღეს არ­სე­ბობს, შიში კი არა, სიყ­ვა­რუ­ლია და ისი­ნი მი­შას ჩა­მოს­ვლას ელო­დე­ბი­ან!

- ბა­ტო­ნო კახა, ლო­დი­ნი იქით იყოს და, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სა­მეგ­რე­ლო­ში აწა­მებ­დნენ და აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, მო­ძა­ლა­დე­ე­ბი რა­ტომ უყ­ვართ?

- გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე კი­თხუ­ლობს, ქარ­თვე­ლი ბოლ­შე­ვი­კი ვი­ნა­აო და იქვე პა­სუ­ხობს, ქარ­თვე­ლი ბოლ­შე­ვი­კი ის ქალ­წუ­ლია, რო­მე­ლიც გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და რო­მელ­საც გა­მა­უ­პა­ტი­უ­რე­ბე­ლი შე­უყ­ვარ­დაო.

- ანუ, სა­მეგ­რე­ლოს მიშა იმი­ტომ უყ­ვარს, რომ გა­ა­პუ­ტი­უ­რა?

- შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ ასე გა­მო­დის. მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ოც­ნე­ბის" შიდა კვლე­ვე­ბით, სა­მეგ­რე­ლო­ში ნაც­მოძ­რა­ო­ბას "ოც­ნე­ბა­ზე" მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს და რა­ღა­ზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ?

- ბა­ტო­ნო კახა, 8 ოქ­ტომ­ბერს სა­მეგ­რე­ლო­ში რა მოხ­დე­ბა - "ოც­ნე­ბა" არ­ჩევ­ნებს მო­ი­გებს?

- არ ვი­მარ­ჩი­ე­ლებ... კორ­ცხე­ლის ამ­ბა­ვი ხომ გახ­სოვთ? სა­ზო­გა­დო­ე­ბას "ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის, ამი­რან ლაგ­ვი­ლა­ვას ნაც­მოძ­რა­ო­ბის წევ­რო­ბის მან­და­ტი ვაჩ­ვე­ნე. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ანო­მა­ლი­აა და მეტი არა­ფე­რი! დღეს სა­მეგ­რე­ლო­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ნაც­მოძ­რა­ო­ბა აკონ­ტრო­ლებს! ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა იცი­ან "ოც­ნე­ბა­ში" რა ხდე­ბა.

- ბა­ტო­ნო კახა, ამ­ბო­ბენ, სა­მეგ­რე­ლოს რო­მე­ლი­მე რა­ი­ონ­ში, მა­გა­ლი­თად, ზუგ­დიდ­ში ნა­ცე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი სან­დრა რუ­ლოვ­სი იქ­ნე­ბაო. ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ კენ­ჭი მარ­თლა რომ იყა­როს, მო­ი­გებს?

- სან­დრას გა­მარ­ჯვე­ბის ძა­ლი­ან დიდი შან­სი აქვს!..

- მა­შა­სა­და­მე, მეგ­რე­ლებს სან­დრა "ევა­სე­ბათ"?

- კი... ღომს გა­ა­კე­თებს, ერთხელ "დი­დოუ ნა­ნას" იმ­ღე­რებს და გა­ი­მარ­ჯვებს, რაც ძა­ლი­ან არ მინ­და...

ვანო პავ­ლი­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"სანდრა ღომს გააკეთებს, "დიდოუ ნანას" იმღერებს და ზუგდიდში არჩევნებს მოიგებს!"

"სანდრა ღომს გააკეთებს, "დიდოუ ნანას" იმღერებს და ზუგდიდში არჩევნებს მოიგებს!"

"დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია, პრაქტიკულად, ერთადერთი იყო, ვინც სამეგრელოში ახალაიების კლანსა და, საერთოდ, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს ებრძოდა 2014 წელს, "ოცნების" სიით, ზუგდიდის საკრებულოს წევრი გახდა, თუმცა საკრებულოდან მალევე გარიცხეს... რატომ თვლის, რომ "ოცნების" სამეგრელოს ორგანიზაცია "ნაცებითაა" სავსე, რატომ უყვართ სამეგრელოში მიშა, რა შანსები აქვს სანდრა რულოვსს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში - ამ და სხვა თემებზე კახა მიქაია გაზეთ "ვერსიას" ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს:

- ნაცებმა ახალაია, როგორც შიშის არქიტექტორი, როგორ იპოვეს?

- ძალიან მარტივად: ახალაია მიშას დედის მეგობარი იყო. სხვათა შორის, მიშამ როლანდ ახალაიას "ღირსეული შვილების აღმზრდელი" უწოდა და კომუნისტებიდან "ნაციონალებამდე", ასე ვთქვათ გატარებული ღირსეული პროკურორობისთვის ღირსების ორდენი მისცა.

- ბატონო კახა, თუ მხარდამჭერები არ ეყოლებოდათ, მხოლოდ მამა-შვილი ახალაიები და იგივე მეგის ქარდავა, ვერაფერს გახდებოდნენ...

- რა თქმა უნდა, მათ სამეგრელოში მხარდამჭერები ახლაც ჰყავთ. მეტიც, ნაციონალების მხარდამჭერთა რაოდენობა "ქართული ოცნების" კოჰაბიტაციური პოლიტიკის გამო, არ შემცირებულა და ყოფილ მმართველ პარტიას სამეგრელოში სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს.

- ამბობენ, რომ მიშას ხალხი ერთმანეთსაც არ ინდობდა...

- დიახ, ნაციონალებსაც ეშინოდათ ანუ როლანდ ახალაიამ სამეგრელოში შიშზე დაფუძნებული ხელისუფლება შექმნა.

- ნაციონალების მხარდამჭერებს ახალაიების დღესაც ეშინიათ?

- ის, რაც დღეს არსებობს, შიში კი არა, სიყვარულია და ისინი მიშას ჩამოსვლას ელოდებიან!

- ბატონო კახა, ლოდინი იქით იყოს და, ადამიანებს, რომლებსაც სამეგრელოში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, მოძალადეები რატომ უყვართ?

- გრიგოლ რობაქიძე კითხულობს, ქართველი ბოლშევიკი ვინააო და იქვე პასუხობს, ქართველი ბოლშევიკი ის ქალწულია, რომელიც გააუპატიურეს და რომელსაც გამაუპატიურებელი შეუყვარდაო.

- ანუ, სამეგრელოს მიშა იმიტომ უყვარს, რომ გააპუტიურა?

- შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ასე გამოდის. მაქვს ინფორმაცია, რომ "ოცნების" შიდა კვლევებით, სამეგრელოში ნაცმოძრაობას "ოცნებაზე" მაღალი რეიტინგი აქვს და რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?

- ბატონო კახა, 8 ოქტომბერს სამეგრელოში რა მოხდება - "ოცნება" არჩევნებს მოიგებს?

- არ ვიმარჩიელებ... კორცხელის ამბავი ხომ გახსოვთ? საზოგადოებას "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ამირან ლაგვილავას ნაცმოძრაობის წევრობის მანდატი ვაჩვენე. ეს პოლიტიკური ანომალიაა და მეტი არაფერი! დღეს სამეგრელოში "ქართულ ოცნებას" თავიდან ბოლომდე ნაცმოძრაობა აკონტროლებს! ყოველ შემთხვევაში, ნაციონალებმა იციან "ოცნებაში" რა ხდება.

- ბატონო კახა, ამბობენ, სამეგრელოს რომელიმე რაიონში, მაგალითად, ზუგდიდში ნაცების მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნებაო. ყოფილმა პირველმა ლედიმ კენჭი მართლა რომ იყაროს, მოიგებს?

- სანდრას გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს!..

- მაშასადამე, მეგრელებს სანდრა "ევასებათ"?

- კი... ღომს გააკეთებს, ერთხელ "დიდოუ ნანას" იმღერებს და გაიმარჯვებს, რაც ძალიან არ მინდა...

ვანო პავლიაშვილი

გაზეთი "ვერსია"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."