საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალები" "ცენტრისტების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს "ოცნებისგან" დამოუკიდებლად, ცალკე სარჩელით მიმართავენ
"ნაციონალები" "ცენტრისტების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს "ოცნებისგან" დამოუკიდებლად, ცალკე სარჩელით მიმართავენ

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ცენ­ტრის­ტე­ბის" არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სერ­გი კა­პა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

სერ­გი კა­პა­ნა­ძე პარ­ტია "ცენ­ტრის­ტე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო კლიპს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე გა­ვი­და.

რო­გორც სერ­გი კა­პა­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ასე­თი ტი­პის პარ­ტი­ის არ­სე­ბო­ბა და მათი მხრი­დან მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კლი­პის გაშ­ვე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე არის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ნა­ბი­ჯი და ხელს უწყობს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გავ­რცე­ლე­ბას.

სერ­გი კა­პა­ნა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ამ კლი­პთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია იყო სწო­რი და მი­სა­სალ­მე­ბე­ლი.

"ვე­თან­ხმე­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და კლი­პის ში­ნა­არ­სი არის ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია დღეს­ვე, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ფარ­გლებ­ში 30 დე­პუ­ტა­ტის მეშ­ვე­ო­ბით მივ­მარ­თოთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იქ­ნას გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად. მთა­ვა­რი ამ ყვე­ლა­ფერ­ში არის სულ სხვა რამ. მთა­ვა­რია - რო­გორ მო­ვე­დით აქამ­დე და რამ შე­უ­წყო ხელი ასე­თი ტი­პის გან­ვი­თა­რე­ბებს ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში. მინ­და ყვე­ლას გა­ვახ­სე­ნო თუ რა უძღო­და წინ ამ ყვე­ლა­ფერს. დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დიდ­წი­ლად უმად­ლის ბა­ტონ ბე­დუ­კა­ძეს, რომ მო­ი­გეს 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბი. ამის მერე მათ ბე­დუ­კა­ძე აქ­ცი­ეს პრაქ­ტი­კუ­ლად გმი­რად. ის არა­მარ­ტო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან ისეთ დარ­ღვე­ვებ­ზე, რო­გო­რიც არის წა­მე­ბა და სას­ტი­კი მო­პყრო­ბა, არა­მედ ამის მერე ყვე­ლა­ნა­ირ პა­ტივ­ში ჰყავთ. მას ჰყავს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა. ის არის ერთ-ერთი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს მფლო­ბე­ლი. მან ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე მო­ა­ხერ­ხა ის, რომ ეს პარ­ტია - "ცენ­ტრის­ტე­ბი" გახ­და სა­ყო­ველ­თაო სა­უბ­რის სა­გა­ნი მე­ო­რე, ანა­ლო­გი­უ­რად ოდი­ო­ზურ ინ­დი­ვიდ ბა­ტონ ხა­ჩიშ­ვილ­თან ერ­თად", - გა­ნა­ცხა­და სერ­გი კა­პა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დიდი ალ­ბა­თო­ბით ბე­დუ­კა­ძე დღე­საც ფი­ნანსდე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. "გუ­შინ­დე­ლი მისი აღი­ა­რე­ბა არის ყვე­ლაფ­რის და­მაგ­ვირ­გვი­ნე­ბე­ლი, რო­დე­საც თა­ვად გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი არის ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­საც ის უს­მენს", - აღ­ნიშ­ნა კა­პა­ნა­ძემ.

იგი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან გუ­შინ "ცენ­ტრის­ტებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს და აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეშ­ფო­თე­ბა არის ცი­ნი­კუ­რი და ორ­პი­რო­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ცენ­ტრის­ტე­ბის" რე­გის­ტრა­ცი­ი­დან გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გუ­შინ მმარ­თვე­ლი გუნ­დიც გა­მო­ვი­და. ამ მიზ­ნით ის დე­პუ­ტა­ტე­ბის 1/5-ის ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას გეგ­მავს.

"ნაციონალები" "ცენტრისტების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს "ოცნებისგან" დამოუკიდებლად, ცალკე სარჩელით მიმართავენ

"ნაციონალები" "ცენტრისტების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს "ოცნებისგან" დამოუკიდებლად, ცალკე სარჩელით მიმართავენ

"ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს პერიოდში პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

სერგი კაპანაძე პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო კლიპს გამოეხმაურა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ასეთი ტიპის პარტიის არსებობა და მათი მხრიდან მსგავსი შინაარსის კლიპის გაშვება საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და ხელს უწყობს საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებას.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ამ კლიპთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქცია იყო სწორი და მისასალმებელი.

"ვეთანხმებით სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების და კლიპის შინაარსი არის ანტიკონსტიტუციური. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში, შესაძლებელია დღესვე, საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში 30 დეპუტატის მეშვეობით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება იქნას გამოცხადებული არაკონსტიტუციურად. მთავარი ამ ყველაფერში არის სულ სხვა რამ. მთავარია - როგორ მოვედით აქამდე და რამ შეუწყო ხელი ასეთი ტიპის განვითარებებს ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში. მინდა ყველას გავახსენო თუ რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს. დღევანდელი ხელისუფლება დიდწილად უმადლის ბატონ ბედუკაძეს, რომ მოიგეს 2012 წლის არჩევნები. ამის მერე მათ ბედუკაძე აქციეს პრაქტიკულად გმირად. ის არამარტო გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის წამება და სასტიკი მოპყრობა, არამედ ამის მერე ყველანაირ პატივში ჰყავთ. მას ჰყავს სახელმწიფო დაცვა. ის არის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მფლობელი. მან ყველანაირი შეზღუდვის გარეშე მოახერხა ის, რომ ეს პარტია - „ცენტრისტები" გახდა საყოველთაო საუბრის საგანი მეორე, ანალოგიურად ოდიოზურ ინდივიდ ბატონ ხაჩიშვილთან ერთად", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით ბედუკაძე დღესაც ფინანსდება ხელისუფლების მხრიდან. "გუშინდელი მისი აღიარება არის ყველაფრის დამაგვირგვინებელი, როდესაც თავად განაცხადა, რომ ბატონი ივანიშვილი არის ერთადერთი, რომელსაც ის უსმენს", - აღნიშნა კაპანაძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გუშინ „ცენტრისტებთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების შეშფოთება არის ცინიკური და ორპირობა.

როგორც ცნობილია, "ცენტრისტების" რეგისტრაციიდან გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ინიციატივით გუშინ მმართველი გუნდიც გამოვიდა. ამ მიზნით ის დეპუტატების 1/5-ის ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."