პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიკა თხელიძეს ქმარმა შვილის დაბადების აღსანიშნავად "მერსედესის ჯიპი" აჩუქა
მარიკა თხელიძეს ქმარმა შვილის დაბადების აღსანიშნავად "მერსედესის ჯიპი" აჩუქა

მომ­ღე­რა­ლი მა­რი­კა თხე­ლი­ძე, ივ­ლის­ში დედა გახ­და - მას პირ­ვე­ლი შვი­ლი, ნი­კუ­შა შე­ე­ძი­ნა. ახალ­ბე­და დედა "თბი­ლი­სე­ლებ­თან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ პა­ტა­რას­თან კონ­ტაქ­ტი პირ­ვე­ლი­ვე დღეს არ გას­ჭირ­ვე­ბია. მშობ­ლე­ბი პა­ტა­რას 40 დღი­სას მო­ნათ­ლა­ვენ და რო­გორც მა­რი­კა ამ­ბობს, მისი ერთ-ერთი ნათ­ლია, დე­დის მეჯ­ვა­რე მომ­ღე­რა­ლი თიკა ჯამ­ბუ­რია იქ­ნე­ბა.

"ნი­კუ­შა 3 კლოგ­რა­მი და 49 სან­ტი­მეტ­რი და­ი­ბა­და და რომ და­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ფიქ­რე, ნე­ტავ, ეს ჩემს მუ­ცელ­ში რო­გორ ეტე­ო­და-მეთ­ქი. სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა ამ­ბობს, შენ გგავ­სო, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, მა­მის ნაკ­ვთე­ბიც აქვს. ორი­ვეს - მა­მის და დე­დის მიქ­სია. გიგა ამ­ბობს, რომ გა­იზ­რდე­ბა, მინ­და, შენ გგავ­დეს ფი­ზი­კუ­რა­დო. მო­მა­ვალ­ში ვის და­ემ­სგავ­სე­ბა, არ ვიცი, მაგ­რამ იმე­რელ-გუ­რუ­ლის ნაჯ­ვა­რია და ეს ხა­სი­ათ­ში უკვე ემ­ჩნე­ვა"

- მშო­ბი­ა­რო­ბას მე­უღ­ლე ხომ არ და­ეს­წრო?

- გიგა სამ­შო­ბი­ა­რო­ში იყო, მაგ­რამ მშო­ბი­ა­რო­ბას არ დას­წრე­ბია, თუმ­ცა, მე­უბ­ნებ­და, თუ ეს შენ­თვის ერ­თგვა­რი შვე­ბა იქ­ნე­ბა, მზად ვარ მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცესს და­ვეს­წროო. მე ვი­ყა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გი, რად­გან ვიცი, ეს დიდი სტრე­სია მა­მა­კა­ცის­თვის.

- პა­ტა­რას ვისი სა­ხე­ლი და­არ­ქვით?

- მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი და ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არც გიგა ყო­ფი­ლა, მან იცის, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მამა ძა­ლი­ან მიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია.

- გა­ვი­გე, მე­უღ­ლემ საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­გი­კე­თა. რა გა­ჩუ­ქა?

- გი­გამ სი­ურპრი­ზი გა­მი­კე­თა - მან­ქა­ნა მა­ჩუ­ქა, შავი ფე­რის "ემე­ლის" ჯიპი. სხვა­თა შო­რის, ამ მან­ქა­ნით მე და ნი­კუ­შა უკვე ვი­ყა­ვით მთაწ­მინ­და­ზე სა­სე­ირ­ნოდ. სამ­შო­ბი­ა­რო­დან სახ­ლში რომ გა­მო­ვე­დით, ოთა­ხი ბუშ­ტე­ბი­თა და ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი დაგ­ვხვდა. მა­მი­კომ ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბიც გა­უშ­ვა. მა­ნამ­დე, სა­ბავ­შვო მა­ღა­ზი­ა­ში რომ შე­ვე­დით, ისე­თი რა­მე­ე­ბი ვნა­ხე, ყვე­ლაფ­რის ყიდ­ვა მინ­დო­და და ვამ­ბობ­დი, ესეც მინ­და, ესეც-მეთ­ქი. გამ­ყიდ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბი ეკი­თხე­ბო­ნენ გი­გას, რა ვქნა­თო. გიგა პა­სუ­ხობ­და, რაც მა­რი­კას სურს, ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­ფუ­თე­თო.

...ორ­მო­ცი დღის რომ გახ­დე­ბა, მა­მა­და­ვით­ზე მოვ­ნათ­ლავთ. მისი ნათ­ლი­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩემი მე­გო­ბა­რი და მეჯ­ვა­რე - თიკა ჯამ­ბუ­რია და კი­დევ ხუთი ნათ­ლია ანუ სამი დე­დი­კოს­გან და სა­მიც მა­მი­კოს­გან. სუ­რათს რომ გა­და­ვუ­ღებ პა­ტა­რას, მინ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დავ­დო, მაგ­რამ სა­ნამ არ მო­ი­ნათ­ლე­ბა, თავს ვი­კა­ვებ. ისეთ ემო­ცი­ებ­ში ვარ, ვფიქ­რობ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ეტა­პი დად­გა, ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო. ეს რომ ღუ­ღუნს იწყებს, შე­მიძ­ლია, სა­ა­თო­ბით ვიჯ­დე, ვუს­მი­ნო და ვუ­ყუ­რო და ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა".

ნონა და­თე­ში­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მარიკა თხელიძეს ქმარმა შვილის დაბადების აღსანიშნავად "მერსედესის ჯიპი" აჩუქა

მარიკა თხელიძეს ქმარმა შვილის დაბადების აღსანიშნავად "მერსედესის ჯიპი" აჩუქა

მომღერალი მარიკა თხელიძე, ივლისში დედა გახდა - მას პირველი შვილი, ნიკუშა შეეძინა. ახალბედა დედა "თბილისელებთან" საუბარში ამბობს, რომ პატარასთან კონტაქტი პირველივე დღეს არ გასჭირვებია. მშობლები პატარას 40 დღისას მონათლავენ და როგორც მარიკა ამბობს, მისი ერთ-ერთი ნათლია, დედის მეჯვარე მომღერალი თიკა ჯამბურია იქნება.

"ნიკუშა 3 კლოგრამი და 49 სანტიმეტრი დაიბადა და რომ დავინახე, გავიფიქრე, ნეტავ, ეს ჩემს მუცელში როგორ ეტეოდა-მეთქი. სხვათა შორის, ყველა ამბობს, შენ გგავსო, მაგრამ ჩემი აზრით, მამის ნაკვთებიც აქვს. ორივეს - მამის და დედის მიქსია. გიგა ამბობს, რომ გაიზრდება, მინდა, შენ გგავდეს ფიზიკურადო. მომავალში ვის დაემსგავსება, არ ვიცი, მაგრამ იმერელ-გურულის ნაჯვარია და ეს ხასიათში უკვე ემჩნევა"

- მშობიარობას მეუღლე ხომ არ დაესწრო?

- გიგა სამშობიაროში იყო, მაგრამ მშობიარობას არ დასწრებია, თუმცა, მეუბნებდა, თუ ეს შენთვის ერთგვარი შვება იქნება, მზად ვარ მშობიარობის პროცესს დავესწროო. მე ვიყავი წინააღმდეგი, რადგან ვიცი, ეს დიდი სტრესია მამაკაცისთვის.

- პატარას ვისი სახელი დაარქვით?

- მამაჩემის სახელი დავარქვი და ამის წინააღმდეგი არც გიგა ყოფილა, მან იცის, ჩემს ცხოვრებაში მამა ძალიან მიშვნელოვანი ადამიანია.

- გავიგე, მეუღლემ საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაგიკეთა. რა გაჩუქა?

- გიგამ სიურპრიზი გამიკეთა - მანქანა მაჩუქა, შავი ფერის "ემელის" ჯიპი. სხვათა შორის, ამ მანქანით მე და ნიკუშა უკვე ვიყავით მთაწმინდაზე სასეირნოდ. სამშობიაროდან სახლში რომ გამოვედით, ოთახი ბუშტებითა და ყვავილებით მორთული დაგვხვდა. მამიკომ ფოიერვერკებიც გაუშვა. მანამდე, საბავშვო მაღაზიაში რომ შევედით, ისეთი რამეები ვნახე, ყველაფრის ყიდვა მინდოდა და ვამბობდი, ესეც მინდა, ესეც-მეთქი. გამყიდველი გოგონები ეკითხებონენ გიგას, რა ვქნათო. გიგა პასუხობდა, რაც მარიკას სურს, ყველაფერი შეუფუთეთო.

...ორმოცი დღის რომ გახდება, მამადავითზე მოვნათლავთ. მისი ნათლიები იქნებიან ცნობილი ადამიანები, ჩემი მეგობარი და მეჯვარე - თიკა ჯამბურია და კიდევ ხუთი ნათლია ანუ სამი დედიკოსგან და სამიც მამიკოსგან. სურათს რომ გადავუღებ პატარას, მინდა, სოციალურ ქსელში დავდო, მაგრამ სანამ არ მოინათლება, თავს ვიკავებ. ისეთ ემოციებში ვარ, ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ეტაპი დადგა, ყველაზე საპასუხისმგებლო. ეს რომ ღუღუნს იწყებს, შემიძლია, საათობით ვიჯდე, ვუსმინო და ვუყურო და ამქვეყნად ყველაფერი მავიწყდება".

ნონა დათეშიძე

ჟურნალი "თბილისელები"

წელის ტკივილი - მკურნალობის მეთოდები და საშუალებები თოდუას კლინიკაში

საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"სანაპიროზე ხალხი ერთმანეთს აზის თავზე" - რა ხდება ბათუმის პლაჟზე? (იხილეთ ფოტოები)