საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 ულამაზესი ევროპული ქალაქი, სადაც შვებულებას შედარებით იაფად გაატარებთ
8 ულამაზესი ევროპული ქალაქი, სადაც შვებულებას შედარებით იაფად გაატარებთ

ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ყო­ველ­თვის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო, ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი ევ­რო­პის მთა­ვარ დე­და­ქა­ლა­ქებ­ში დას­ვე­ნე­ბა, ბევ­რის­თვის ფუ­ფუ­ნე­ბაა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, უძ­ვი­რე­სი ლონ­დო­ნის, პა­რი­ზი­სა და რო­მის გარ­და, არ­სე­ბობს ევ­რო­პის ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც სწო­რად გათ­ვლი­ლი ხარ­ჯე­ბი­თა და კარ­გად და­გეგ­მი­ლი მარ­შრუ­ტე­ბით, გა­ცი­ლე­ბით ია­ფად და­ის­ვე­ნებთ, მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და სი­ა­მოვ­ნე­ბა, არა­ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა. ამო­ცა­ნის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად, გთა­ვა­ზობთ ევ­რო­პის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ქა­ლა­ქე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს.

კრა­კო­ვი

სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ევ­რო­პის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი და იაფი ქა­ლა­ქი ტუ­რის­ტე­ბის მიერ სა­თა­ნა­დოდ არ არის და­ფა­სე­ბუ­ლი. კრა­კო­ვი პო­ლო­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქი იყო მე-16 სა­კუ­ნემ­დე და ამ სტა­ტუ­სის და­კარ­გვის მი­უ­ხე­და­ვად, ის მუ­დამ რჩე­ბო­და ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ და სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრად.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვარ­შა­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ქა­ლა­ქი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ და­შა­ვე­ბუ­ლა, შე­ნარ­ჩუნ­და უამ­რა­ვი ის­ტო­რი­უ­ლი ნა­გე­ბო­ბა, შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დრო­ინ­დე­ლი ია­გე­ლო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მე-13 სა­უ­კუ­ნის უზარ­მა­ზა­რი სა­მე­ფო ციხე-სი­მაგ­რე.

ბუ­და­პეშ­ტი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო წლებ­ში უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლა­ქის პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ი­ზარ­და, ფა­სე­ბი აქ შე­და­რე­ბით და­ბა­ლია. თუ სას­ტუმ­როს ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში არ შე­არ­ჩევთ და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ისარ­გებ­ლებთ, შეძ­ლებთ დატ­კბეთ დუ­ნა­ი­სა და კლა­სი­კუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ხე­დე­ბით, მწი­რი ბი­უ­ჯე­ტი­თაც კი. აუ­ცი­ლებ­ლად ეწ­ვი­ეთ ბუ­და­პეშ­ტის ცნო­ბი­ლი თერ­მუ­ლი აბა­ნო­ე­ბი­დან რო­მე­ლი­მეს, გა­ი­ა­რეთ ჯაჭ­ვის ხიდ­ზე, გა­ი­სე­ირ­ნეთ ბუ­დას ციხე-სი­მაგ­რე­ში და მე­თევ­ზე­ე­ბის ბას­ტი­ონ­ში.

ლი­სა­ბო­ნი

ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­თაც კი ლი­სა­ბონ­ში უამ­რა­ვი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა - ციხე-სი­მაგ­რე­ე­ბი, სა­სახ­ლე­ე­ბი და ბა­ზი­ლი­კე­ბი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის კომ­პენ­სი­რე­ბას კი ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი ახ­დენს. თუ ქა­ლაქ­ში ბევ­რი მოძ­რა­ო­ბა გაქვთ და­გეგ­მი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი­თა და ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რით, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­ძი­ნეთ სის­ტე­მის Viva Viagem სამ­გზავ­რო ბი­ლე­თე­ბი და­მა­ტე­ბი­თი ეკო­ნო­მი­ის გა­სა­წე­ვად.

პრა­ღა

ჩე­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ­მა ტუ­რის­ტე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ორი ფაქ­ტო­რის გამო და­იმ­სა­ხუ­რა: ხელ­მი­საწ­ვდო­მი ლუდ­ხა­ნე­ბი­თა და ულა­მა­ზე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ცენ­ტრით. მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბი­თა და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის სი­უხ­ვით, პრა­ღა ტოლს არ უდებს და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ძი­რი­თად დე­და­ქა­ლა­ქებს, მოგ­ზა­უ­რო­ბა კი ამ­სტერ­დამ­სა და პა­რიზ­ზე გა­ცი­ლე­ბით იაფი და­გიჯ­დე­ბათ.

ერ­თა­დერ­თი მი­ნუ­სი - სე­ზო­ნის პიკ­ში პრა­ღა­ში უამ­რა­ვი ტუ­რის­ტია, ამი­ტომ, აირ­ჩი­ეთ ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლი თვე­ე­ბი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ქა­ლა­ქი ნე­ბის­მი­ერ პე­რი­ოდ­ში ულა­მა­ზე­სია.

სტამ­ბო­ლი

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქი, სტამ­ბო­ლი მი­იჩ­ნე­ვა ად­გი­ლად, რო­მელ­საც ის­ტო­რი­ის ნე­ბის­მი­ე­რი მოყ­ვა­რუ­ლი ერთხელ მა­ინც უნდა ეწ­ვი­ოს. მე­ჩე­თე­ბი, ბაზ­რე­ბი და ბოს­ფო­რის სრუ­ტის სა­ო­ცა­რი ხე­დე­ბი გულ­გრილს ყვე­ლა­ზე გა­მოც­დილ მოგ­ზა­უ­რებ­საც არ ტო­ვებს.

დღეს სტამ­ბო­ლი იზი­დავს არამ­ხო­ლოდ მდი­და­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით, არა­მედ, მი­სა­ღე­ბი ფა­სე­ბით, რო­მე­ლიც, კი­დევ უფრო ეცე­მა, სამ­წუ­ხა­როდ, ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბის დო­ნის უკუპ­რო­პორ­ცი­უ­ლად.

სპლი­ტი

დუბ­როვ­ნი­კის ნაკ­ლე­ბად ტუ­რის­ტუ­ლი ას­ლია: ისე­თი­ვე წი­თე­ლი სა­ხუ­რა­ვე­ბით, ქათ­ქა­თა კედ­ლე­ბი­თა და ხე­დე­ბით ყუ­რე­ზე. ხორ­ვა­ტი­ის ქა­ლა­ქი-სა­სახ­ლე, რო­გორც სპლიტს ეძა­ხი­ან, ბევ­რად ია­ფია და დალ­მა­ცი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია შე­სა­ნიშ­ნა­ვი პლა­ჟე­ბით.

სპლი­ტში, რა თქმა უნდა, არ არის ქა­ლა­ქის გრან­დი­ო­ზუ­ლი კე­დე­ლი, რო­გორც დუბ­როვ­ნიკ­ში, მაგ­რამ აქ არის იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს ძვე­ლი რო­მა­უ­ლი სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში რო­მა­უ­ლი ეპო­ქის ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულ სა­სახ­ლედ მი­იჩ­ნე­ვა.

ბერ­ლი­ნი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბერ­ლი­ნი ევ­რო­ზო­ნის ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქია, ფა­სე­ბი აქ შე­და­რე­ბით ია­ფია. რა თქმა უნდა, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სხვა ქა­ლა­ქებ­თან შე­და­რე­ბით, სას­ტუმ­რო­ე­ბი და ჰოს­ტე­ლე­ბი აქ უფრო ძვი­რი ღირს, მაგ­რამ მი­მარ­თუ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია (გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ შე­ძე­ნა­ზე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე იზ­რუ­ნებთ).

ლი­უბ­ლი­ა­ნა

თან­და­თა­ნო­ბით, ად­გი­ლი­დან, რომ­ლის პოვ­ნა­საც რუ­კა­ზე ვე­რა­ვინ ახერ­ხებს, ლი­უბ­ლი­ა­ნა ევ­რო­პის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ქა­ლა­ქად იქ­ცე­ვა. აქ არის ყვე­ლა­ფე­რი, რაც კლა­სი­კუ­რი ევ­რო­პუ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო: ლა­მა­ზი ის­ტო­რი­უ­ლი ცენ­ტრი, კარ­გი რეს­ტორ­ნე­ბი, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი.

გირ­ჩევთ, ეწ­ვი­ოთ სლო­ვე­ნი­ის დე­და­ქა­ლაქს, სა­ნამ ის ჯერ კი­დევ არ იზი­დავს უამ­რავ ტუ­რისტს და სას­ტუმ­როს ფა­სე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით მი­სა­ღე­ბია.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

8 ულამაზესი ევროპული ქალაქი, სადაც შვებულებას შედარებით იაფად გაატარებთ

8 ულამაზესი ევროპული ქალაქი, სადაც შვებულებას შედარებით იაფად გაატარებთ

ევროპაში მოგზაურობა ყოველთვის ძვირადღირებული სიამოვნება იყო, ახალი ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით კი ევროპის მთავარ დედაქალაქებში დასვენება, ბევრისთვის ფუფუნებაა.

საბედნიეროდ, უძვირესი ლონდონის, პარიზისა და რომის გარდა, არსებობს ევროპის ქალაქები, სადაც სწორად გათვლილი ხარჯებითა და კარგად დაგეგმილი მარშრუტებით, გაცილებით იაფად დაისვენებთ, მიღებული შთაბეჭდილებები და სიამოვნება, არანაკლები იქნება. ამოცანის გასაადვილებლად, გთავაზობთ ევროპის ხელმისაწვდომი ქალაქების ჩამონათვალს.

კრაკოვი

საოცარია, მაგრამ ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი და იაფი ქალაქი ტურისტების მიერ სათანადოდ არ არის დაფასებული. კრაკოვი პოლონეთის დედაქალაქი იყო მე-16 საკუნემდე და ამ სტატუსის დაკარგვის მიუხედავად, ის მუდამ რჩებოდა ქვეყნის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად.

საბედნიეროდ, ვარშავისგან განსხვავებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი, ფაქტობრივად, არ დაშავებულა, შენარჩუნდა უამრავი ისტორიული ნაგებობა, შუასაუკუნეების დროინდელი იაგელონის უნივერსიტეტი და მე-13 საუკუნის უზარმაზარი სამეფო ციხე-სიმაგრე.

ბუდაპეშტი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში უნგრეთის დედაქალაქის პოპულარობა გაიზარდა, ფასები აქ შედარებით დაბალია. თუ სასტუმროს ქალაქის შუაგულში არ შეარჩევთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებთ, შეძლებთ დატკბეთ დუნაისა და კლასიკური არქიტექტურის ხედებით, მწირი ბიუჯეტითაც კი. აუცილებლად ეწვიეთ ბუდაპეშტის ცნობილი თერმული აბანოებიდან რომელიმეს, გაიარეთ ჯაჭვის ხიდზე, გაისეირნეთ ბუდას ციხე-სიმაგრეში და მეთევზეების ბასტიონში.

ლისაბონი

ევროპული სტანდარტებითაც კი ლისაბონში უამრავი ღირშესანიშნაობაა - ციხე-სიმაგრეები, სასახლეები და ბაზილიკები, ძვირად ღირებული ავიაბილეთების კომპენსირებას კი იაფფასიანი სასტუმროები, რესტორნები და მაღაზიები ახდენს. თუ ქალაქში ბევრი მოძრაობა გაქვთ დაგეგმილი საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ფუნიკულიორით, აუცილებლად შეიძინეთ სისტემის Viva Viagem სამგზავრო ბილეთები დამატებითი ეკონომიის გასაწევად.

პრაღა

ჩეხეთის დედაქალაქმა ტურისტების დიდი სიყვარული ორი ფაქტორის გამო დაიმსახურა: ხელმისაწვდომი ლუდხანებითა და ულამაზესი ისტორიული ცენტრით. მიმზიდველობითა და ისტორიული ძეგლების სიუხვით, პრაღა ტოლს არ უდებს დასავლეთ ევროპის ძირითად დედაქალაქებს, მოგზაურობა კი ამსტერდამსა და პარიზზე გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.

ერთადერთი მინუსი - სეზონის პიკში პრაღაში უამრავი ტურისტია, ამიტომ, აირჩიეთ ნაკლებად პოპულარული თვეები, საბედნიეროდ, ეს ქალაქი ნებისმიერ პერიოდში ულამაზესია.

სტამბოლი

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, სტამბოლი მიიჩნევა ადგილად, რომელსაც ისტორიის ნებისმიერი მოყვარული ერთხელ მაინც უნდა ეწვიოს. მეჩეთები, ბაზრები და ბოსფორის სრუტის საოცარი ხედები გულგრილს ყველაზე გამოცდილ მოგზაურებსაც არ ტოვებს.

დღეს სტამბოლი იზიდავს არამხოლოდ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, არამედ, მისაღები ფასებით, რომელიც, კიდევ უფრო ეცემა, სამწუხაროდ, ქალაქის უსაფრთხოების დონის უკუპროპორციულად.

სპლიტი

დუბროვნიკის ნაკლებად ტურისტული ასლია: ისეთივე წითელი სახურავებით, ქათქათა კედლებითა და ხედებით ყურეზე. ხორვატიის ქალაქი-სასახლე, როგორც სპლიტს ეძახიან, ბევრად იაფია და დალმაციაში მდებარეობს, რომელიც ცნობილია შესანიშნავი პლაჟებით.

სპლიტში, რა თქმა უნდა, არ არის ქალაქის გრანდიოზული კედელი, როგორც დუბროვნიკში, მაგრამ აქ არის იმპერატორ დიოკლეტიანეს ძველი რომაული სასახლე, რომელიც მსოფლიოში რომაული ეპოქის ყველაზე კარგად შენარჩუნებულ სასახლედ მიიჩნევა.

ბერლინი

მიუხედავად იმისა, რომ ბერლინი ევროზონის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის დედაქალაქია, ფასები აქ შედარებით იაფია. რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, სასტუმროები და ჰოსტელები აქ უფრო ძვირი ღირს, მაგრამ მიმართულების პოპულარობის გათვალისწინებით, ავიაბილეთები ხელმისაწვდომია (განსაკუთრებით, თუ შეძენაზე რამდენიმე თვით ადრე იზრუნებთ).

ლიუბლიანა

თანდათანობით, ადგილიდან, რომლის პოვნასაც რუკაზე ვერავინ ახერხებს, ლიუბლიანა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქად იქცევა. აქ არის ყველაფერი, რაც კლასიკური ევროპული დასვენებისთვისაა საჭირო: ლამაზი ისტორიული ცენტრი, კარგი რესტორნები, არქიტექტურული ძეგლები.

გირჩევთ, ეწვიოთ სლოვენიის დედაქალაქს, სანამ ის ჯერ კიდევ არ იზიდავს უამრავ ტურისტს და სასტუმროს ფასები ჯერჯერობით მისაღებია.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს