ავტორი:

ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!

ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!

"პალიტრამედიის" სოციალური კამპანია "არ ითამაშო! იცხოვრე!" უფრო მწვავე ხასიათს შეიძენს... ვიმედოვნებთ, რომ სხვა მედიასაშუალებებიც გამოიჩენენ კეთილ ნებას, იგრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას და უარს იტყვიან პოტენციური უბედურების წყაროს რეკლამირებაზე.

როდესაც პრობლემაზე ან უბედურებაზე თვალს ხუჭავ, ზრდი შანსს, რომ ის შენს ოჯახსაც მიუკაკუნებს. შემდეგ უკვე საკუთარ ტყავზე იგრძნობ, თუ რას ნიშნავს, როდესაც შენს ტრაგედიაზე სხვები ხუჭავენ თვალს. ეს ეხება ყველას - რიგითი მოქალაქით დაწყებული და ხელისუფლების მაღალჩინოსნით დამთავრებული.

ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილის ონლაინთამაშებზე დამოკიდებულებას პრობლემა რომ ვუწოდოთ, ძალიან რბილი შეფასება გამოგვივა. პრობლება შესაძლოა, 10-15 წლის წინ იყო. დღეს ონლაინკაზინოებისა თუ ბეთების "მძევლების" რაოდენობიდან გამომდინარე, საქმე გვაქვს ეროვნულ უბედურებასთან.

პარადოქსულია - ეს ეროვნული უბედურება, ერთი მხრივ, ლეგალიზებულია და, მეორე მხრივ, ფართოდ რეკლამირებული.

სტატისტიკა მრავლისმეტყველი და შემზარავია: მაგალითად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის კვლევის თანახმად, ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებში დაახლოებით 400 000 კაცი თამაშობს. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდეა. საქართველოში ამ ასაკის მილიონზე ცოტა მეტი ადამიანია და გამოდის, იმ ასაკობრივ ჯგუფში, რომელმაც უნდა ისწავლოს, იმუშაოს, ოჯახი შექმნას, სახელმწიფოს განვითარებაში წვლილი შეიტანოს, ლამის ყოველი მეორე ადამიანი ონლაინთამაშების "მძევალია". საქართველოს მოსახლეობის სრული რაოდენობიდან გამომდინარე კი, ლამის ყოველი მეოთხე-მეხუთე. მართლაც ერთი ნაბიჯია, რომ ამ უბედურებამ თითოეულ ჩვენგანს მიუკაკუნოს... განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ: "ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა