პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები ჩემს ვენახს..." - მიხეილ სააკაშვილი ამჯერად კახელებს მიმართავს
"ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები ჩემს ვენახს..." - მიხეილ სააკაშვილი ამჯერად კახელებს მიმართავს

ერთი სული მაქვს რო­დის და­ვუბ­რუნ­დე­ბი ჩემს ვე­ნახს, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს და რო­დის გა­ვაგ­რძე­ლებთ თქვენ­თან ერ­თად დიდ აღმშე­ნებ­ლო­ბას, - ასე მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კა­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას.

ვი­დე­ო­მი­მარ­თვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მისი თქმით, კა­ხე­თი არის პო­ტენ­ცი­უ­რად მდი­და­რი რე­გი­ო­ნი და სი­ტყვა გა­ჭირ­ვე­ბა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დარ­ჩეს შო­რე­ულ წარ­სულ­ში.

"საყ­ვა­რე­ლო კა­ხე­ლე­ბო, ჩემო კა­რის მე­ზობ­ლე­ბო. კა­ხე­თი არის სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე რე­გი­ო­ნი თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბით. ჩვენ ვაქ­ცი­ეთ კა­ხე­თი ტუ­რიზ­მის ცენ­ტრად - რამ­დე­ნი ახა­ლი ად­გი­ლი აშენ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით, თქვე­ნი ხელ­შე­წყო­ბით, თქვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­კეთ­და, სხვა­ნა­ი­რად ამას ვერ გა­ვა­კე­თებ­დით. ჩვენ ძა­ლი­ან დაგ­ვარ­ტყა რუ­სე­თის ემ­ბარ­გომ და სწო­რედ მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე პა­ტა­რა ვე­ნა­ხის შე­ძე­ნა ყვა­რელ­ში იმი­ტომ, რომ ჩა­მეყ­ვა­ნა მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან პრე­ზი­დენ­ტე­ბი, პრე­მი­ე­რე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და გა­მე­კე­თე­ბი­ნა რეკ­ლა­მა ჩვე­ნი ღვი­ნის­თვის, ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლოს­თვის, ჩვე­ნი ად­გი­ლე­ბის­თვის და მე მგო­ნი, თქვენ­თან ერ­თად გა­მოგ­ვი­ვი­და ეს. დღეს ქარ­თუ­ლი ღვი­ნო გა­დის მთელ მსოფ­ლი­ო­ში", - აცხა­დებს ექს-პრე­ზი­დენ­ტი.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, რა თქმა უნდა, არის ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მე­ბი.

"სიღ­ნაღ­ში უფრო ნაკ­ლე­ბი ტუ­რის­ტი ჩა­დის იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. ეს ხომ არას­წო­რია?! ეს ნიშ­ნავს, რომ ხელი მო­აკ­ლეს, ეს ნიშ­ნავს, რომ რა­ღაც ისე არ გა­კეთ­და. ხალ­ხს აქვს სხვა პრობ­ლე­მე­ბიც, სო­ცი­ა­ლუ­რი გა­ჭირ­ვე­ბა, ბევ­რგან წყა­ლი არ მი­იყ­ვა­ნეს, ბევ­რგან გზა არის მი­საყ­ვა­ნი და რაც მთა­ვა­რია, ხალ­ხს არ უნდა ჰქონ­დეს პრო­დუქ­ცი­ის გა­სა­ღე­ბის პრობ­ლე­მა. არ უნდა იყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი სე­ზო­ნურ ფლუქ­ტუ­ა­ცი­ებ­ზე, ფა­სე­ბის რყე­ვა­ზე და ბან­კის პრო­ცენ­ტის გას­ტუმ­რე­ბა­ზე. იმ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი უნდა გქონ­დეთ, ისე­თი წე­სე­ბი უნდა იყოს, რომ ვერც ერთ თქვენ­განს ამან პრობ­ლე­მე­ბი არ შე­უქ­მნას", - აღ­ნიშ­ნავს სა­ა­კაშ­ვი­ლი კა­ხე­ლე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი­სად­მი ბოლო პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები ჩემს ვენახს..." - მიხეილ სააკაშვილი ამჯერად კახელებს მიმართავს

"ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები ჩემს ვენახს..." - მიხეილ სააკაშვილი ამჯერად კახელებს მიმართავს

ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები ჩემს ვენახს, თითოეულ თქვენგანს და როდის გავაგრძელებთ თქვენთან ერთად დიდ აღმშენებლობას, - ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთის მოსახლეობას.

ვიდეომიმართვა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, კახეთი არის პოტენციურად მდიდარი რეგიონი და სიტყვა გაჭირვება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარჩეს შორეულ წარსულში.

"საყვარელო კახელებო, ჩემო კარის მეზობლებო. კახეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი უზარმაზარი პოტენციალის მქონე რეგიონი თავისი განსაკუთრებული საზოგადოებით. ჩვენ ვაქციეთ კახეთი ტურიზმის ცენტრად - რამდენი ახალი ადგილი აშენდა და ეს ყველაფერი თქვენი მეშვეობით, თქვენი ხელშეწყობით, თქვენი მონაწილეობით გაკეთდა, სხვანაირად ამას ვერ გავაკეთებდით. ჩვენ ძალიან დაგვარტყა რუსეთის ემბარგომ და სწორედ მაშინ გადავწყვიტე პატარა ვენახის შეძენა ყვარელში იმიტომ, რომ ჩამეყვანა მთელი მსოფლიოდან პრეზიდენტები, პრემიერები, ტელევიზიები და გამეკეთებინა რეკლამა ჩვენი ღვინისთვის, ჩვენი სამზარეულოსთვის, ჩვენი ადგილებისთვის და მე მგონი, თქვენთან ერთად გამოგვივიდა ეს. დღეს ქართული ღვინო გადის მთელ მსოფლიოში", - აცხადებს ექს-პრეზიდენტი.

სააკაშვილის თქმით, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი პრობლემები.

"სიღნაღში უფრო ნაკლები ტურისტი ჩადის იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. ეს ხომ არასწორია?! ეს ნიშნავს, რომ ხელი მოაკლეს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ისე არ გაკეთდა. ხალხს აქვს სხვა პრობლემებიც, სოციალური გაჭირვება, ბევრგან წყალი არ მიიყვანეს, ბევრგან გზა არის მისაყვანი და რაც მთავარია, ხალხს არ უნდა ჰქონდეს პროდუქციის გასაღების პრობლემა. არ უნდა იყოთ დამოკიდებული სეზონურ ფლუქტუაციებზე, ფასების რყევაზე და ბანკის პროცენტის გასტუმრებაზე. იმდენი შემოსავალი უნდა გქონდეთ, ისეთი წესები უნდა იყოს, რომ ვერც ერთ თქვენგანს ამან პრობლემები არ შეუქმნას", - აღნიშნავს სააკაშვილი კახელებისადმი მიმართვაში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლებისადმი ბოლო პერიოდში არაერთი მიმართვა გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."