პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარტია "ცენტრისტების" აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
პარტია "ცენტრისტების" აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

პარ­ტია "ცენ­ტრის­ტე­ბის" აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით პე­ტი­ცია შე­იქ­მნა. პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რია ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­სტი­ტუ­ტის დოქ­ტო­რან­ტი გრი­გოლ გე­გე­ლია. პე­ტი­ცი­ის ხელ­მომ­წე­რე­ბის მო­თხოვ­ნაა, "აიკ­რძა­ლოს ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პარ­ტია "ცენ­ტრის­ტე­ბი"!". პე­ტი­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, ბა­ტონ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს

პე­ტი­ცი­ა­ზე ხელ­მომ­წერ­ნი მო­გი­წო­დებთ აღას­რუ­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და კა­ნო­ნით თქვენ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მი­მარ­თოთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­მყო­ფი პარ­ტია "ცენ­ტრის­ტე­ბის" აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით.

ვა­დას­ტუ­რებთ, რომ ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ვი­სუ­ფა­ლი რეს­პუბ­ლი­კის, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და აზ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. თუმ­ცა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის დად­გო­მას­თან ერ­თად, შეშ­ფო­თე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით ღიად პრო-რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ვთვლით, რომ ძალა, რომ­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა­თა შო­რის არის რუ­სე­თის ბი­უ­ჯე­ტით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პენ­სი­ის გა­ცე­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის ამოქ­მე­დე­ბა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მი­ღე­ბა, პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, უარ­ჰყოფს კონ­სტი­ტუ­ცი­ით­ვე გან­მტკი­ცე­ბულ მარ­თლსწეს­რიგს, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ სუ­ვე­რე­ნი­ტეტს.

წა­ი­კი­თხეთ: "დე­პუ­ტა­ტე­ბის 1/5 სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს "ცენ­ტრის­ტე­ბის" გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­მარ­თავს"

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 26-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით, "და­უშ­ვე­ბე­ლია ისე­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შექ­მნა და საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის დამ­ხო­ბა ან ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლა, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფა, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვა".

ხელ­მომ­წე­რე­ბი მი­ვიჩ­ნევთ, რომ ძალა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მტრის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის ამოქ­მე­დე­ბას და მისი ბი­უ­ჯე­ტით პენ­სი­ის გა­ცე­მას გა­ნიზ­რა­ხავს, არის კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტუ­ლი ძალა. იგი წარ­მო­ად­გენს ცალ­სა­ხად ანტი-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მოვ­ლე­ნას, რო­მე­ლიც ეჭვქვეშ აყე­ნებს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფოს და მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ეჭვგა­რე­შეა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მტრუ­ლი ძა­ლის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის გან­თავ­სე­ბის მო­თხოვ­ნა ხელ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ხოლო კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წეს­რიგს პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­ხო­ბით ემუქ­რე­ბა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი პარ­ტია "ცენ­ტრის­ტე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მას აღარ გა­უშ­ვებს

მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის 36-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, "სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია აკ­რძა­ლოს პარ­ტია, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის დამ­ხო­ბა ან ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლა, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფა, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვა, ან რო­მე­ლიც ეწე­ვა ომის ან ძა­ლა­დო­ბის პრო­პა­გან­დას, აღ­ვი­ვებს ეროვ­ნულ, კუ­თხურ, რე­ლი­გი­ურ ან სო­ცი­ა­ლურ შუღლს, ქმნის ან შექ­მნი­ლი აქვს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბა."

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის 35-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, "მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­თა შექ­მნი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბის შე­სა­ხებ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის უფ­ლე­ბა აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევრთა არა­ნაკ­ლებ ერთ მე­ხუ­თედს, აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ებს."

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი აღას­რუ­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და კა­ნო­ნით მათ­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას და და­უ­ყო­ნებ­ლივ მი­მარ­თა­ვენ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­მყო­ფი ამ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (პარ­ტია - "ცენ­ტრის­ტე­ბი") აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით" - ნათ­ქვა­მია პე­ტი­ცი­ის ტექ­სტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პარტია "ცენტრისტების" აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

პარტია "ცენტრისტების" აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

პარტია "ცენტრისტების" აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორია ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტი გრიგოლ გეგელია. პეტიციის ხელმომწერების მოთხოვნაა, "აიკრძალოს ანტიკონსტიტუციური პარტია "ცენტრისტები"!". პეტიციაში ნათქვამია:

"საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს

საქართველოს პარლამენტის წევრებს

პეტიციაზე ხელმომწერნი მოგიწოდებთ აღასრულოთ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით თქვენზე დაკისრებული ვალდებულებები და მიმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელმყოფი პარტია "ცენტრისტების" აკრძალვის მოთხოვნით.

ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია თავისუფალი რესპუბლიკის, მრავალპარტიული დემოკრატიისა და აზრის თავისუფლების შენარჩუნება. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდის დადგომასთან ერთად, შეშფოთებით ვაკვირდებით ღიად პრო-რუსული ძალების გაძლიერებას და ვთვლით, რომ ძალა, რომლის წინასაარჩევნო დაპირებათა შორის არის რუსეთის ბიუჯეტით დაფინანსებული პენსიის გაცემა, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების ამოქმედება და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მიღება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, უარჰყოფს კონსტიტუციითვე განმტკიცებულ მართლსწესრიგს, ღირებულებებს და სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს.

წაიკითხეთ: "დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს "ცენტრისტების" გაუქმების თაობაზე მიმართავს"

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მიხედვით, "დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა".

ხელმომწერები მივიჩნევთ, რომ ძალა, რომელიც საქართველოს მტრის სამხედრო ბაზების ამოქმედებას და მისი ბიუჯეტით პენსიის გაცემას განიზრახავს, არის კოლაბორაციონისტული ძალა. იგი წარმოადგენს ცალსახად ანტი-სახელმწიფოებრივ მოვლენას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს როგორც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების სტაბილური განვითარების შესაძლებლობას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში მტრული ძალის სამხედრო ბაზების განთავსების მოთხოვნა ხელყოფს საქართველოს დამოუკიდებლობას, ხოლო კონსტიტუციურ წესრიგს პოტენციური დამხობით ემუქრება.

ასევე წაიკითხეთ: საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის თანახმად, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება."

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, "მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს."

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრები აღასრულებენ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობას და დაუყონებლივ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელმყოფი ამ პოლიტიკური გაერთიანების (პარტია - "ცენტრისტები") აკრძალვის მოთხოვნით" - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."