გამოცემა "ფორბმა" ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ბიზნესის მფლობელი მსოფლიოს 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა.
"ფორბსის" ცნობით, 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში მსოფლიოს 100 IT-მილიარდერის ქონება საერთო ჯამში 6%-ით გაიზარდა და 892 მილიარდი დოლარი შეადგინა. 100-დან 51 მილიარდერი ამერიკელია, მეორე ქვეყანა ყველაზე მეტი IT-მილიარდერით ჩინეთია, სადაც მათი რაოდენობა 19-ს აღწევს.
რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს ნომერ პირველი IT-მილიარდერი "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი ბილ გეითსია, რმლის ქონებაც 78 მილიარდი დოლარია. პირველ სამეულში არიან "ამაზონის" დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის კომპანიის კაპიტალიზაცია 39%-ით გაიზარდა, ქონება კი 66 მილიარდი დოლარია, ხოლო მესამე პოზიციას მარკ ცუკერბერგი იკავებს 54 მილიარდი დოლარის ქონებით.
ბილ გეითსი - 78 მილიარდი დოლარი
Microsoft-ის დამაარსებელი ბოლო 22 წლის განმავლობაში 17-ჯერ დასახელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ბილ გეითსის ქონება "მაიკროსოფტის" აქციების ხარჯზე გაიზარდა. ამერიკელმა მილიარდერმა წლეულს კომპანიის აქციების წყალობით ქონების 20% გაზარდა. "მაიკროსოფტის" გარდა, ბილ გეითსი რამდენიმე მსხვილ კომპანიაში ახორციელებს ინვესტირებას, მათ შორის კანადის რკინიგზაში, ამერიკულ მანქანისმწარმოებელ კომპანიაში Deere&Co, ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიაში.
ჯეფ ბეზოსი - 66,2 მილიარდი დოლარი 2015 წლის რეიტინგში ჯეფ ბეზოსი მესამე ადგილს იკავებდა 34,6 მილიარდი დოლარით, თუმცა წელს ერთი საფეხურით დაიწინაურდა, ქონება კი თითქმის გაიორმაგა.
გაგრძელება