კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი" - უცხოობაში გადახვეწილი სიმონიკა დადიანის უცნობი შემოქმედება
"სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი" - უცხოობაში გადახვეწილი სიმონიკა დადიანის უცნობი შემოქმედება

"...ჩემს სუ­რა­თებს შენი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის ვაგ­რო­ვებ­დი... გა­ჩუ­ქე­ბას ამის გამო გა­და­ვეჩ­ვიე... იმ­დე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი მო­მიგ­როვ­და, და­სად­გომ ად­გილს ვერ ვნა­ხუ­ლობ... შენ მალე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ქორ­წილს და­ეს­წრე­ბი. მე კი, თუ მე­ღირ­სა, მა­შინ ლე­კურს და­ვუვ­ლი... და ეს ჩემი ბავ­შვო­ბის მერე პირ­ვე­ლად იქ­ნე­ბა... სულ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ვთქვი, ლე­კურს მარ­ტო სა­მეგ­რე­ლო­ში ვი­ცეკ­ვებ-მეთ­ქი. და ასე დარ­ჩა..." - წერს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან ქარ­თვე­ლი არის­ტოკ­რა­ტი­ის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენლს, ღირ­სე­ულ ულა­მა­ზეს ქალ­ბა­ტონს, ბაბო და­დი­ანს ემიგ­რან­ტი უმ­ცრო­სი ძმა - სა­ზღვარ­გა­რეთ ძა­ლი­ან და­ფა­სე­ბუ­ლი ფერმ­წე­რი და სკულპ­ტო­რი სვი­მონ (სი­მო­ნი­კა) და­დი­ა­ნი, რო­მელ­საც 1921 წელს, 5 წლი­სას ოჯახ­თან ერ­თად მო­უხ­და სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბა და რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც თით­ქმის არა­ფე­რი ვი­ცით სა­ქარ­თვე­ლო­ში.

კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი ნინო ხო­ფე­რია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბაბო და­დი­ა­ნის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და და სწო­რედ მას ჩა­ა­ბა­რეს უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ვი, რო­მელ­მაც, ქალ­ბა­ტო­ნი ბა­ბოს წყა­ლო­ბით, გა­და­სახ­ლე­ბებ­საც "გა­უძ­ლო" და ქარ­თველ კო­მუ­ნის­ტებ­საც გა­და­ურ­ჩა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნატ­რე­ბუ­ლი სვი­მონ და­დი­ა­ნის ამ­ბა­ვიც სწო­რედ ბაბო და­დი­ა­ნის­გან მო­ის­მი­ნა და ახლა მას­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა­საც ფიქ­რობს, ოღონდ ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ხერ­ხდეს, თუკი სა­ქარ­თვე­ლოს სვი­მონ და­დი­ა­ნი "და­უბ­რუნ­დე­ბა"...

ბაბო და­დი­ან­ზე ამ­ჯე­რად ცო­ტას გი­ამ­ბობთ, მხო­ლოდ იმას, რაც მისი ოჯა­ხის ემიგ­რანტ წევ­რებ­თან დაგ­ვა­ახ­ლო­ებს: ბა­ბოს დედა ადრე გარ­და­ეც­ვა­ლა და მა­მამ - კოკი და­დი­ან­მა მე­ო­რე ცო­ლად იმე­რე­თის მეფე სო­ლო­მო­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი მერი წე­რე­თე­ლი შე­ირ­თო. მე­რიმ სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით გა­ზარ­და ბაბო. კო­კის მას­თან სამი შვი­ლი ეყო­ლა - გი­ორ­გი, მია და სვი­მო­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა სი­მო­ნი­კას ეძახ­და. 1921 წელს, რო­დე­საც კოკი და­დი­ა­ნი და მერი წე­რე­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან იძუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ, ბაბო უკვე გა­თხო­ვი­ლი იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ან­ზე, ლონ­დონ­ში გან­სწავ­ლულ მარ­გა­ნე­ცის მრეწ­ველ ალექ­სან­დრე მას­ხა­რაშ­ვილ­ზე. ოჯახ­თან ერ­თად ისი­ნიც გაჰ­ყვნენ გემს კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის­კენ (დღე­ვან­დე­ლი სტამ­ბო­ლის­კენ), ერთხანს იცხოვ­რეს კი­დეც იქ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნატ­რე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, უკან დაბ­რუნ­დნენ. ძა­ლი­ან ძვი­რად კი და­უჯ­დათ დაბ­რუ­ნე­ბა, ოღონდ ეს ცალ­კე ამ­ბა­ვია, ჩვენ კი სვი­მონ და­დი­ა­ნის გზას გავ­ყვეთ, რო­მე­ლიც მარ­სე­ლის გავ­ლით ჯერ პა­რი­ზის­კენ, შემ­დეგ კი - სან-ფრან­ცის­კოს­კენ წა­ვი­და.

და­დი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი და­ფუძნ­და პა­რიზ­ში. სი­მო­ნი­კამ სამ­ხატ­ვრო გა­ნათ­ლე­ბა ჯერ პა­რი­ზის სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში მი­ი­ღო, შემ­დეგ ამე­რი­კა­ში მი­ი­ღო. ქარ­თუ­ლი არას­დროს და­ვი­წყნია, ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას კი ძვე­ლი ქარ­თუ­ლიც კი შე­ის­წავ­ლა. სან-ფრან­ცის­კო­ში, თა­ვის ბი­ნა­ში ერთი მის­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ნივ­თი ჰქონ­და: უბ­რა­ლო თი­ხის ქო­თა­ნი, რო­მელ­შიც მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლი­დან - ნო­სი­რი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი მიწა იყო შე­ნა­ხუ­ლი... სხვა­თა შო­რის, სვი­მონ

და­დი­ა­ნი II მსოფ­ლიო ომის დროს ევ­რო­პა­ში მოქ­მედ ამე­რი­კელ­თა დე­სან­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც იბ­რძო­და გერ­მა­ნე­ლი ფა­შის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სი­მო­ნი­კა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობ­და ფერ­წე­რა­სა და სკულპ­ტუ­რა­ში ავან­გარ­დის, მო­დერ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი" - უცხოობაში გადახვეწილი სიმონიკა დადიანის უცნობი შემოქმედება

"სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი" - უცხოობაში გადახვეწილი სიმონიკა დადიანის უცნობი შემოქმედება

"...ჩემს სურათებს შენი შვილიშვილებისთვის ვაგროვებდი... გაჩუქებას ამის გამო გადავეჩვიე... იმდენი ნამუშევარი მომიგროვდა, დასადგომ ადგილს ვერ ვნახულობ... შენ მალე შვილიშვილების ქორწილს დაესწრები. მე კი, თუ მეღირსა, მაშინ ლეკურს დავუვლი... და ეს ჩემი ბავშვობის მერე პირველად იქნება... სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი. და ასე დარჩა..." - წერს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქართველი არისტოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენლს, ღირსეულ ულამაზეს ქალბატონს, ბაბო დადიანს ემიგრანტი უმცროსი ძმა - საზღვარგარეთ ძალიან დაფასებული ფერმწერი და სკულპტორი სვიმონ (სიმონიკა) დადიანი, რომელსაც 1921 წელს, 5 წლისას ოჯახთან ერთად მოუხდა სამშობლოს დატოვება და რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით საქართველოში.

კინოდოკუმენტალისტი ნინო ხოფერია, ფაქტობრივად, ბაბო დადიანის ოჯახში გაიზარდა და სწორედ მას ჩააბარეს უნიკალური არქივი, რომელმაც, ქალბატონი ბაბოს წყალობით, გადასახლებებსაც "გაუძლო" და ქართველ კომუნისტებსაც გადაურჩა. საქართველოს მონატრებული სვიმონ დადიანის ამბავიც სწორედ ბაბო დადიანისგან მოისმინა და ახლა მასზე ფილმის გადაღებასაც ფიქრობს, ოღონდ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხერხდეს, თუკი საქართველოს სვიმონ დადიანი "დაუბრუნდება"...

ბაბო დადიანზე ამჯერად ცოტას გიამბობთ, მხოლოდ იმას, რაც მისი ოჯახის ემიგრანტ წევრებთან დაგვაახლოებს: ბაბოს დედა ადრე გარდაეცვალა და მამამ - კოკი დადიანმა მეორე ცოლად იმერეთის მეფე სოლომონის შთამომავალი მერი წერეთელი შეირთო. მერიმ საკუთარი შვილივით გაზარდა ბაბო. კოკის მასთან სამი შვილი ეყოლა - გიორგი, მია და სვიმონი, რომელსაც ყველა სიმონიკას ეძახდა. 1921 წელს, როდესაც კოკი დადიანი და მერი წერეთელი საქართველოდან იძულებით წავიდნენ, ბაბო უკვე გათხოვილი იყო არაჩვეულებრივ ადამიანზე, ლონდონში განსწავლულ მარგანეცის მრეწველ ალექსანდრე მასხარაშვილზე. ოჯახთან ერთად ისინიც გაჰყვნენ გემს კონსტანტინოპოლისკენ (დღევანდელი სტამბოლისკენ), ერთხანს იცხოვრეს კიდეც იქ, მაგრამ საქართველოს მონატრება იმდენად ძლიერი იყო, უკან დაბრუნდნენ. ძალიან ძვირად კი დაუჯდათ დაბრუნება, ოღონდ ეს ცალკე ამბავია, ჩვენ კი სვიმონ დადიანის გზას გავყვეთ, რომელიც მარსელის გავლით ჯერ პარიზისკენ, შემდეგ კი - სან-ფრანცისკოსკენ წავიდა.

დადიანების ოჯახი დაფუძნდა პარიზში. სიმონიკამ სამხატვრო განათლება ჯერ პარიზის სამხატვრო სკოლაში მიიღო, შემდეგ ამერიკაში მიიღო. ქართული არასდროს დავიწყნია, ამერიკაში ყოფნისას კი ძველი ქართულიც კი შეისწავლა. სან-ფრანცისკოში, თავის ბინაში ერთი მისთვის ძალიან ძვირფასი ნივთი ჰქონდა: უბრალო თიხის ქოთანი, რომელშიც მშობლიური სოფლიდან - ნოსირიდან წამოღებული მიწა იყო შენახული... სხვათა შორის, სვიმონ

დადიანი II მსოფლიო ომის დროს ევროპაში მოქმედ ამერიკელთა დესანტის შემადგენლობაშიც იბრძოდა გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ. სიმონიკა ძალიან სერიოზულად მუშაობდა ფერწერასა და სკულპტურაში ავანგარდის, მოდერნის მიმართულებით.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება