პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის ომიდან 26 წელი გავიდა - სისხლიანი ქრონიკის ამსახველი დღემდე უცნობი კადრები
აფხაზეთის ომიდან 26 წელი გავიდა - სისხლიანი ქრონიკის ამსახველი დღემდე უცნობი კადრები

26 წლის წინ აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო. 14 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მელ­საც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, აფხა­ზეთ­ში რკი­ნიგ­ზა­ზე წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი შე­იყ­ვა­ნეს, რა­საც აფხა­ზეთ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა მოჰ­ყვა.

სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს თამ­ჯდო­მა­რის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მტკი­ცე­ბით, ინ­გი­რი-სო­ჭის სარ­კი­ნიგ­ზო მო­ნაკ­ვეთ­ზე წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის გეგ­მა მან პი­რა­დად აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას­თან შე­ა­თან­ხმა, მაგ­რამ როცა ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი აფხა­ზეთ­ში შე­ვიდ­ნენ, არ­ძინ­ბას მიერ უკა­ნო­ნოდ შექ­მნილ­მა ე.წ. აფხა­ზურ­მა გვარ­დი­ამ ქარ­თულ შე­ნა­ერ­თს ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოხუ­რე­ი­ში მდე­ბა­რე საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გო­ზე ცე­ცხლი გა­უხ­სნა. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი სწო­რედ ამ სა­გუ­შა­გო­ზე მომ­ხდარ შე­ტა­კე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

14 აგ­ვის­ტოს აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბამ სო­ხუ­მის ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით აფხა­ზე­თის ხალ­ხს სა­მა­მუ­ლო ომის და­წყე­ბა აუ­წყა და ად­გი­ლობ­რივ შე­ნა­ერ­თებ­სა და აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში ჩარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავ-თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბის­კენ, ხოლო ოფი­ცი­ა­ლურ თბი­ლისს სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს ჯა­რე­ბის აფხა­ზე­თი­დან გაყ­ვა­ნის­კენ მო­უ­წო­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბი ქა­ლა­ქებ­ში არ უნდა შე­სუ­ლიყ­ვნენ, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სარ­დლის, გე­ნე­რალ თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნის შე­ნა­ერ­თე­ბი აფხა­ზე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ტან­კე­ბი­თა და მძი­მე ტექ­ნი­კით შე­ვიდ­ნენ. ქა­ლაქ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბულ ძა­ლებს შო­რის ბრძო­ლა ქა­ლაქ სო­ხუ­მის ტურ­ბა­ზის რა­ი­ონ­სა და იმა­ვე რა­ი­ონ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე წი­თე­ლი ხიდ­თან გა­ი­მარ­თა. სო­ხუ­მის ძი­რი­თად ნა­წილ­ში დარ­ჩე­ნილ­მა აფხა­ზურ­მა სე­პა­რა­ტის­ტულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სამი დღე გას­წია და 17 აგ­ვის­ტოს სო­ხუ­მი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და­ტო­ვა და ქა­ლაქ გუ­და­უ­თა­ში გა­და­ბარ­გდა.

ამ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას­თან შეხ­ვედ­რა. რო­გორც შემ­დგომ გა­ირ­კვა, იგი სო­ხუ­მის გა­ნა­პი­რა, შუ­ქუ­რის რა­ი­ონ­ში გან­ლა­გე­ბულ რუ­სულ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში იყო და იქე­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და აფხა­ზუ­რი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, მაგ­რამ შემ­დეგ თა­ვა­დაც გუ­და­უ­თა­ში გა­და­ბარ­გდა.

აფხა­ზეთ­ში 14 აგ­ვის­ტოს და­წყე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგ­რძელ­და და 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს სო­ხუ­მის და­ცე­მით დას­რულ­და. სო­ხუ­მის და­ცე­მას წინ უძღო­და რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მხა­რე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც 27 ივ­ლისს ხელი მო­ე­წე­რა სო­ჭის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც აფხა­ზურ­მა მხა­რემ ცალ­მხრი­ვად და­არ­ღვია, მა­შინ როცა ქარ­თულ მხა­რეს აფხა­ზე­თი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და მძი­მე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­გან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი დაშ­ლი­ლი ჰყავ­და.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა 16 სექ­ტემ­ბერს სო­ხუ­მი­სათ­ვის ბრძო­ლა 27 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­და. სო­ხუ­მის აღე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ში აფხა­ზუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის გარ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ისე რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ზა­კე­ბი და რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი.

ომის შე­დე­გად აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა 300 ათა­სამ­დე ადა­მი­ანს, უმე­ტე­სად ქარ­თუ­ლი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებს მო­უ­წი­ათ. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ქარ­თუ­ლი მხრი­დან ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ხით 10 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. 1993 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს წინ უძღო­და 1992 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს აფხა­ზუ­რი შე­ნა­ერ­თე­ბის მიერ აღე­ბა. სწო­რედ გაგ­რის ზო­ნის და­კარ­გვით შეძ­ლო აფხა­ზურ­მა მხა­რემ რუ­სეთ­თან სა­ზღვრის და­კა­ვე­ბით ქარ­თულ მხა­რე­ზე უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა.

აფხა­ზურ­მა შე­ნა­ერ­თებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვა­რი მდი­ნა­რე ენ­გურ­ზე 1993 წლის 30 სექ­ტემ­ბერს და­ი­კა­ვეს. სწო­რედ ამი­ტომ აფხა­ზუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქარ­თულ მხა­რეს­თან სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად 30 სექ­ტემ­ბერს აღ­ნიშ­ნავს.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში ბრი­ტა­ნე­ლი ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტის, ჯონ ჯონ­სის უც­ნო­ბი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი გავ­რცელ­და, რომ­ლებ­ზეც აფხა­ზე­თის ომის დროს დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაა ასა­ხუ­ლი. ფო­ტოპ­რო­ექ­ტი 1993 წლის 1 ოქ­ტომ­ბრით თა­რიღ­დე­ბა.

იხი­ლეთ გა­ლე­რეა: აფხა­ზე­თის ომის აქამ­დე უც­ნო­ბი ფო­ტო­ე­ბი - შავი დღე­ე­ბი ბრი­ტა­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის ფე­რად ობი­ექ­ტივ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აფხაზეთის ომიდან 26 წელი გავიდა - სისხლიანი ქრონიკის ამსახველი დღემდე უცნობი კადრები

აფხაზეთის ომიდან 26 წელი გავიდა - სისხლიანი ქრონიკის ამსახველი დღემდე უცნობი კადრები

26 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო. 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

სახელმწიფო საბჭოს თამჯდომარის, ედუარდ შევარდნაძის მტკიცებით, ინგირი-სოჭის სარკინიგზო მონაკვეთზე წესრიგის დამყარების გეგმა მან პირადად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვლადისლავ არძინბასთან შეათანხმა, მაგრამ როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა. საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული პირველი მსხვერპლი სწორედ ამ საგუშაგოზე მომხდარ შეტაკებას უკავშირდება.

14 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ადგილობრივი ტელევიზიით აფხაზეთის ხალხს სამამულო ომის დაწყება აუწყა და ადგილობრივ შენაერთებსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ჩართულ საზოგადოებას თავ-თავიანთი პოზიციების დაკავებისკენ, ხოლო ოფიციალურ თბილისს სახელმწიფო საბჭოს ჯარების აფხაზეთიდან გაყვანისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული შენაერთები ქალაქებში არ უნდა შესულიყვნენ, ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ თენგიზ კიტოვანის შენაერთები აფხაზეთის დედაქალაქში ტანკებითა და მძიმე ტექნიკით შევიდნენ. ქალაქში შესვლისთანავე დაპირისპირებულ ძალებს შორის ბრძოლა ქალაქ სოხუმის ტურბაზის რაიონსა და იმავე რაიონთან ახლოს მდებარე წითელი ხიდთან გაიმართა. სოხუმის ძირითად ნაწილში დარჩენილმა აფხაზურმა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ წინააღმდეგობა სამი დღე გასწია და 17 აგვისტოს სოხუმი ორგანიზებულად დატოვა და ქალაქ გუდაუთაში გადაბარგდა.

ამ სამი დღის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა. როგორც შემდგომ გაირკვა, იგი სოხუმის განაპირა, შუქურის რაიონში განლაგებულ რუსულ სამხედრო ნაწილში იყო და იქედან ხელმძღვანელობდა აფხაზური ძალების წინააღმდეგობას, მაგრამ შემდეგ თავადაც გუდაუთაში გადაბარგდა.

აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა და ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩამოყალიბებული ბატალიონები დაშლილი ჰყავდა.

მიუხედავად ამისა 16 სექტემბერს სოხუმისათვის ბრძოლა 27 სექტემბერს დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.

ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა. 1993 წლის შემოდგომაზე განვითარებულ პროცესებს წინ უძღოდა 1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზური შენაერთების მიერ აღება. სწორედ გაგრის ზონის დაკარგვით შეძლო აფხაზურმა მხარემ რუსეთთან საზღვრის დაკავებით ქართულ მხარეზე უპირატესობის მოპოვება.

აფხაზურმა შენაერთებმა საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი მდინარე ენგურზე 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. სწორედ ამიტომ აფხაზური ხელისუფლება ქართულ მხარესთან საომარ მოქმედებებში გამარჯვებას ოფიციალურად 30 სექტემბერს აღნიშნავს.

რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში ბრიტანელი ფოტოჟურნალისტის, ჯონ ჯონსის უცნობი ფოტოსურათები გავრცელდა, რომლებზეც აფხაზეთის ომის დროს დევნილი მოსახლეობაა ასახული. ფოტოპროექტი 1993 წლის 1 ოქტომბრით თარიღდება.

იხილეთ გალერეა: აფხაზეთის ომის აქამდე უცნობი ფოტოები - შავი დღეები ბრიტანელი ფოტოგრაფის ფერად ობიექტივში

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

"ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა..." - ჟურნალისტი აფხაზეთის ომის გმირთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

"თავისიანებად" და "უცხოებად" დაყოფილი გალელების გაურკვეველი ბედი - რას უპირებს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებ ქართველებს?