საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ის, რაც კანის მოვლის შესახებ ჯერაც არ იცით - მიიღეთ რჩევები დერმატო-კოსმეტოლოგისგან
ის, რაც კანის მოვლის შესახებ ჯერაც არ იცით - მიიღეთ რჩევები დერმატო-კოსმეტოლოგისგან

ლა­მა­ზი სა­ხის კანი სი­ლა­მა­ზის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბაა. რო­გორ მო­ვუ­ა­როთ კანს, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და მოხ­დე­ნი­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეთ. კი­თხვებს ექი­მი, დერ­მა­ტო-კოს­მე­ტო­ლო­გი უპა­სუ­ხებს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

მაკა:

ბავ­შვთა კრემ­ში ვუ­რევ აე­ვი­ტის კაფ­სუ­ლებს, ლი­მო­ნის წვენს და აღ­ნიშ­ნულ ნა­ზავს ვი­დებ სა­ხე­ზე, ეფექ­ტით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მა­გარმ მა­ინ­ტე­რე­სებს რე­გუ­ლა­რუ­ლი მოხ­მა­რე­ბის­თვის ხომ არ არის სა­ში­ში აე­ვი­ტის (ა და ე ვი­ტა­მი­ნი) გა­მო­ყე­ნე­ბა?

-პირ­ველ რიგ­ში ამა თუ იმ კრე­მის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ ჩვე­ნი კა­ნის რე­აქ­ცი­ას. თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ამით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია, მაშვნ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვერ ვე­ტყვით, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნოს ეს კრე­მი, მაგ­რამ ზო­გა­დად, მუდ­მო­ვად ლიმ­ნის წვე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლოა კა­ნის ზედ­მე­ტად გა­მოშ­რო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, და ა და ე ვი­ტა­მი­ნი გახ­დეს ალერ­გე­ნი კა­ნის­თვის. ანუ, რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა კანი მშვი­დი იყოს, თუმ­ცა შემ­დეგ და­ი­წყოს ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი.

სოფო:

ვარ 30 წლის, მაქვს სა­ხე­ზე ძა­ლი­ან მშრა­ლი კანი. ორი წე­ლია ლა­ვი­წის ძვლებ­თან კა­ნის ზე­და­პირ­ზე გა­მო­მი­ვი­და ფარ­თე შავი ტა­ლე­ბი (თუ ლა­ქე­ბი არ ვიცი რა ვუ­წო­დო მუქი ყა­ვის ფერი) ორი­ვე მხა­რეს და სა­ხე­ზეც ცხვირ­თან ახ­ლოს. მა­წუ­ხებს კო­ლი­ტი, შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს ამის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი? ვის მვმარ­თო? რას მირ­ჩევთ. (მზეს­თან ჩემი აზ­რით კავ­შირ­ში არა­აა გა­მომ­დის ზამ­თარ­ში)

-ძა­ლი­ან ზო­გა­დი კი­თხვაა, ის რომ აქვს მშრა­ლი კანი და აწუ­ხებს ლა­ქე­ბი. კა­ნის და­ა­ვა­დე­ბას აქვს ასე­თი სპე­ცი­ფი­კა: ერთი და იგი­ვე სიმპტო­მა­ტი­კა, ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში ყა­ვის­ფე­რი ლა­ქე­ბი, შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს პიგმენ­ტუ­რი ლაქა ან სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა, ასე­ვე ნა­ირ­ფე­რი პი­ტი­რი­ა­ზი. რაც შე­ე­ხე­ბა მშრალ კანს, მას სჭირ­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მკვე­ბა­ვი და და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს და­ი­ყოს დღის და ღა­მის კრე­მად. ძა­ლი­ან კარ­გია E ვი­ტა­მი­ნი, იგი­ვე ალფა-ტო­კო­ფე­რო­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა შე­დი­ო­დეს მკვე­ბავ კრემ­ში.

მარი:

ბევ­რჯერ მსმე­ნია რომ ცხი­მი­ა­ნი კა­ნი­სათ­ვის სა­რე­ცხი საპ­ნით და­ბა­ნა არის სა­სარ­გებ­ლო, ბევ­რი ვიცი რომ­ლე­ბიც სწო­რედ ამ ხერ­ხს მი­მარ­თავს, იქ­ნებ აგ­ვიხ­სნათ თუ არის ამა­ში რა­ი­მე სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი, და სა­ერ­თოდ, საპ­ნით სა­ხის და­ბა­ნა არის თუ არა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი?

-თა­ნა­მედ­რო­ვე კოს­მე­ტო­ლო­გი­ამ და დერ­მა­ტო­ლო­გი­ამ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღ­ნიშ­ნა, რომ საპ­ნით სა­ხის და­ბა­ნა არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა, მი­თუ­მე­ტეს სა­რე­ცხი საპ­ნით. თუმ­ცა სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი აქ იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სა­რე­ცხი სა­პონ­ში შე­დის სოდა, რო­მელ­საც აქვს კარ­გი ან­ტი­სეპ­ტი­უ­რი ან მა­დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა. თუმ­ცა მუდ­მი­ვად მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბე­ლი. სა­ხის და­სა­ბა­ნად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ირ­ჩეს სა­ხის კა­ნის ტი­პის მი­ხედ­ვით სპე­ცი­ა­ლუ­რი და­სა­ბა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა. ცხი­მი­ა­ნი, პრობ­ლე­მუ­რი კა­ნის­თვის კარ­გია სე­ბო­მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი, მა­ტი­ფან­ტი გე­ლე­ბი, პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბის­თვის, მა­თეთ­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მგრძნო­ბი­ა­რე და მშრა­ლი კა­ნის­თვის, კი უფრო და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი და რბი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი და­სა­ბა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

ლალი:

სა­ხე­ზე ფე­რიმ­ჭა­მე­ლე­ბის­გან დარ­ჩე­ნი­ლი ლა­ქე­ბი რო­გორ მო­ვი­შო­როთ? იქ­ნებ გვირ­ჩი­ოთ რა­ი­მე სა­შუ­ა­ლე­ბა, თუნ­დაც ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნი­დან...

-სამ­წუ­ხა­როდ ფე­რისმჭა­მე­ლის ანუ აკ­ნეს შემ­დე­გი ლა­ქე­ბი ხში­რად უფრო დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, ვიდ­რე თვი­თონ აკნე აქ­ტი­ურ სტა­დი­ა­ში. ასეთ დროს ყვე­ლა­ზე კარ­გი არის ე.წ. პი­ლინ­გე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს რო­გორც სახ­ლში, ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში. ესე­ნია, გლი­კო­ლის, ხი­ლისმჟა­ვას პი­ლინ­გე­ბი. გარ­და ამი­სა არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი : მე­ზო­თე­რა­პი­უ­ლი, პლაზ­მო­თე­რა­პი­უ­ლი, რო­მე­ლიც აკ­ნეს შემ­დეგ დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ბუ­რე­ბი­სა და ჰი­პერ­პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბის გა­უ­ფე­რუ­ლე­ბას უწყობს ხელს. არ­სე­ბობს ასე­ვე ე.წ. ლა­ზე­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია ჩO ანუ კარ­ბოქსლი­ლა­ზე­რო ფრაქ­სე­ლის ლა­ზე­რით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა სახ­ლში მოხ­მა­რე­ბის გა­მა­ღი­ა­ვე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს, ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია. ის ლა­ქე­ბი, რო­მე­ლიც ისე­დაც გა­და­ვა, მას ჯო­ბია არ შე­ვე­ხოთ, ის ისე­დაც გა­და­ვა, რაც ღრმაა, ჯო­ბია კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი ჩა­რე­ვით მო­ვი­შო­როთ.

ნანა:

რას გვე­ტყვით კოს­მე­ტი­კუ­რი ყი­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია მათი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ხის კა­ნის­თვის? რა და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ და ასე­ვე, იქ­ნებ დაგ­ვი­სა­ხე­ლოთ მშრა­ლი და ცხი­მი­ა­ნი კა­ნის­თვის რო­გო­რი კოს­მე­ტი­კუ­რი ყი­ნუ­ლი გა­მო­ვი­ყე­ნოთ და რო­გორ წა­ვის­ვათ სა­ხე­ზე?

-ალ­ბათ სა­უ­ბა­რია სახ­ლში, სხვა­დას­ხვა სა­სარ­გებ­ლო ბა­ლა­ხე­უ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ ყი­ნუ­ლებ­ზე. რო­გორც წესი მისი გა­მო­ყე­ნე­ბა, თუ არის უპ­რობ­ლე­მო და ნაკ­ლე­ბად მგრძნო­ბი­ა­რე კანი, შე­საძ­ლე­ბე­ლია. სა­სურ­ვე­ლია ეს იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ჟის ხა­ზე­ბის მი­ხედ­ვით. ესაა შუბ­ლის ზო­ნა­ში შუა ხა­ზი­დან მარ­ცხნივ და მარ­ჯვნივ, თვა­ლე­ბის გარ­შე­მო გა­რე­დან შიგ­ნი­თა კუ­თხის­კენ, ასე­ვე ცხვი­რის, ტუ­ჩის და ნი­კა­პის კუ­თხი­დან ზედა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბე­ბის გა­კე­თე­ბა. ამას მოყ­ვე­ბა კა­ნის გამ­კვრი­ვე­ბის ეფექ­ტი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მოკ­ლე ვა­დი­ა­ნია, თუმ­ცა კანი უფრო ჯან­სა­ღად გა­ნო­ი­ყუ­რე­ბა.

ნა­თია:

მშრა­ლი კა­ნის გამო, ზა­ფხულ­ში სულ აჭ­რე­ლე­ბუ­ლი მაქვს სახე, რას მირ­ჩევთ, რომ სა­ხე­ზე ერ­თი­ა­ნი ფერი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო და სა­ხის კანი ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს?

-ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ვერ ვი­ტყვი, რომ მშრა­ლი კანი უფრო პრობ­ლე­მუ­რია. ასე­თი ტი­პის კანი უფრო პრობ­ლე­მუ­რი და სტრე­სუ­ლი ზამ­თრის პე­რი­ოდ­შია. ზა­ფხულ­ში და გა­ზა­ფხულ­ზე უფრო პრობ­ლე­მუ­რია კუ­პე­რო­ზუ­ლი კანი, სა­დაც სის­ხლძარ­ღვე­ბი უფრო გა­მო­ხა­ტუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად სის­ხლის მი­დი­ნე­ბა ძლი­ერ­დე­ბა სე­ზო­ნის გამო, გა­მო­ხა­ტუ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი კი იქ­ვევს სა­ხის აჭ­რე­ლე­ბას. პირ­ველ რიგ­ში ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია მზის დამ­ცა­ვი და ღა­მის და­მამ­შვი­დე­ბე­ლი კრე­მე­ბი.

გი­ორ­გი:

რამ­დე­ნად ხში­რად მოგ­მარ­თა­ვენ სა­ხის გაწ­მენ­დის მიზ­ნით, რამ­დენ­ჯერ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი და მოგ­მარ­თა­ვენ თუ არა ამ პრო­ცე­დუ­რის­თვის მა­მა­კა­ცე­ბი.

-ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და მა­მა­კა­ცე­ბის ვი­ზი­ტი კოს­მე­ტო­ლო­გი­ურ კა­ბი­ნე­ტებ­ში. შავი კო­მე­დო­ნე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ ფე­რისმჭა­მე­ლებს ვე­ძა­ხით, ძა­ლი­ან აწუ­ხებთ მა­მა­კა­ცებს და გან­სა­კუთ­რე­ბით თ ზო­ნა­ში. ესაა შუბ­ლის, ცხვი­რი­სა და ნი­კა­პის უბა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად ხში­რად გვი­წევს ასე­თი ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა.

გი­ორ­გი:

მა­ინ­ტე­რე­სებს რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ას და რო­გო­რია მისი ფუნ­ქცია გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის პრო­ცეს­ში?

-ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ პრო­ცე­დუ­რას გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის პრო­ცეს­ში. ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა არის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო და დახ­ვე­წი­ლი ინექ­ცი­უ­რი მე­თო­დი. ამ პრო­ცე­დუ­რის დროს კა­ნის შუა შრე­ში ანუ დერ­მა­ში შეგვყავს ჰე­ა­რუ­ლო­ნი მჟა­ვა. ესაა კა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი შე­მად­გე­ნე­ლი უჯრე­დი, რო­მე­ლიც ასაკ­თან ერ­თად მცირ­დე­ბა მისი რა­ო­დე­ნო­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, კი კა­ნის ტო­ნუ­სი მო­მა­ტე­ბუ­ლია, კარ­გავს ელას­ტი­უ­რო­ბას და სიმ­კვრი­ვეს, იც­ვლე­ბა ფერი. რო­დე­საც გა­რე­დან შეგვყავს ჰე­ა­რუ­ლო­ნის მჟა­ვა, ხდე­ბა ასე­თი რამ: ივ­სე­ბა არა მარ­ტო ნა­ო­ჭე­ბი, მკვრივ­დე­ბა კანი, იბ­რუ­ნეს ელას­ტი­უ­რო­ბას და მას­კუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, არა­მედ ხდე­ბა ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი უჯრე­დე­ბის, ანუ ფიბ­რობ­ლას­ტე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. ამის ხარ­ჯზე , კი ხდე­ბა კა­ნის კო­ლა­გე­ნი­სა და ელას­ტი­ნის სინ­თე­ზი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­ნის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ის, რაც კანის მოვლის შესახებ ჯერაც არ იცით - მიიღეთ რჩევები დერმატო-კოსმეტოლოგისგან

ის, რაც კანის მოვლის შესახებ ჯერაც არ იცით - მიიღეთ რჩევები დერმატო-კოსმეტოლოგისგან

ლამაზი სახის კანი სილამაზის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. როგორ მოვუაროთ კანს, რომ ახალგაზრდობა შევინარჩუნოთ და მოხდენილად გამოვიყურებოდეთ. კითხვებს ექიმი, დერმატო-კოსმეტოლოგი უპასუხებს.

გამოგზავნილი კითხვები:

მაკა:

ბავშვთა კრემში ვურევ აევიტის კაფსულებს, ლიმონის წვენს და აღნიშნულ ნაზავს ვიდებ სახეზე, ეფექტით კმაყოფილი ვარ, მაგარმ მაინტერესებს რეგულარული მოხმარებისთვის ხომ არ არის საშიში აევიტის (ა და ე ვიტამინი) გამოყენება?

-პირველ რიგში ამა თუ იმ კრემის გამოყენებისას უნდა დავაკვირდეთ ჩვენი კანის რეაქციას. თუ მომხმარებელი ამით ძალიან კმაყოფილია, მაშვნ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვეტყვით, რომ არ გამოიყენოს ეს კრემი, მაგრამ ზოგადად, მუდმოვად ლიმნის წვენის გამოყენება შესაძლოა კანის ზედმეტად გამოშრობა გამოიწვიოს, და ა და ე ვიტამინი გახდეს ალერგენი კანისთვის. ანუ, რაღაც დროის განმავლობაში შესაძლოა კანი მშვიდი იყოს, თუმცა შემდეგ დაიწყოს ალერგიული რეაქციები.

სოფო:

ვარ 30 წლის, მაქვს სახეზე ძალიან მშრალი კანი. ორი წელია ლავიწის ძვლებთან კანის ზედაპირზე გამომივიდა ფართე შავი ტალები (თუ ლაქები არ ვიცი რა ვუწოდო მუქი ყავის ფერი) ორივე მხარეს და სახეზეც ცხვირთან ახლოს. მაწუხებს კოლიტი, შეიძლება ეს იყოს ამის გამომწვევი მიზეზი? ვის მვმართო? რას მირჩევთ. (მზესთან ჩემი აზრით კავშირში არააა გამომდის ზამთარში)

-ძალიან ზოგადი კითხვაა, ის რომ აქვს მშრალი კანი და აწუხებს ლაქები. კანის დაავადებას აქვს ასეთი სპეციფიკა: ერთი და იგივე სიმპტომატიკა, ჩვენ შემთხვევაში ყავისფერი ლაქები, შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების მანიშნებელი. შეიძლება ეს იყოს პიგმენტური ლაქა ან სოკოვანი დაავადება, ასევე ნაირფერი პიტირიაზი. რაც შეეხება მშრალ კანს, მას სჭირდება აუცილებლად მკვებავი და დამატენიანებელი. შესაძლებელია ეს დაიყოს დღის და ღამის კრემად. ძალიან კარგია E ვიტამინი, იგივე ალფა-ტოკოფეროლი, რომელიც შეიძლება შედიოდეს მკვებავ კრემში.

მარი:

ბევრჯერ მსმენია რომ ცხიმიანი კანისათვის სარეცხი საპნით დაბანა არის სასარგებლო, ბევრი ვიცი რომლებიც სწორედ ამ ხერხს მიმართავს, იქნებ აგვიხსნათ თუ არის ამაში რაიმე სიმართლის მარცვალი, და საერთოდ, საპნით სახის დაბანა არის თუ არა რეკომენდებული?

-თანამედროვე კოსმეტოლოგიამ და დერმატოლოგიამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ საპნით სახის დაბანა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, მითუმეტეს სარეცხი საპნით. თუმცა სიმართლის მარცვალი აქ იმაში მდგომარეობს, რომ სარეცხი საპონში შედის სოდა, რომელსაც აქვს კარგი ანტისეპტიური ან მადეზინფიცირებელი მოქმედება. თუმცა მუდმივად მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებელი. სახის დასაბანად აუცილებლად უნდა შეირჩეს სახის კანის ტიპის მიხედვით სპეციალური დასაბანი საშუალება. ცხიმიანი, პრობლემური კანისთვის კარგია სებომარეგულირებელი, მატიფანტი გელები, პიგმენტური ლაქებისთვის, მათეთრებელი საშუალებები, მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის, კი უფრო დამატენიანებელი და რბილი ყოველდღიური დასაბანი საშუალებები.

ლალი:

სახეზე ფერიმჭამელებისგან დარჩენილი ლაქები როგორ მოვიშოროთ? იქნებ გვირჩიოთ რაიმე საშუალება, თუნდაც ხალხური მედიცინიდან...

-სამწუხაროდ ფერისმჭამელის ანუ აკნეს შემდეგი ლაქები ხშირად უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე თვითონ აკნე აქტიურ სტადიაში. ასეთ დროს ყველაზე კარგი არის ე.წ. პილინგები. ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც სახლში, ასევე პროფესიონალურ კაბინეტში. ესენია, გლიკოლის, ხილისმჟავას პილინგები. გარდა ამისა არსებობს სპეციალური კოსმეტოლოგიური პროცედურები : მეზოთერაპიული, პლაზმოთერაპიული, რომელიც აკნეს შემდეგ დარჩენილი ნაწიბურებისა და ჰიპერპიგმენტური ლაქების გაუფერულებას უწყობს ხელს. არსებობს ასევე ე.წ. ლაზერული მკურნალობა, რომელიც ცნობილია ჩO ანუ კარბოქსლილაზერო ფრაქსელის ლაზერით, რომელიც ძალიან ეფექტურია. რაც შეეხება სახლში მოხმარების გამაღიავებელ საშუალებებს, ნაკლებად ეფექტურია. ის ლაქები, რომელიც ისედაც გადავა, მას ჯობია არ შევეხოთ, ის ისედაც გადავა, რაც ღრმაა, ჯობია კოსმეტოლოგიური ჩარევით მოვიშოროთ.

ნანა:

რას გვეტყვით კოსმეტიკური ყინულების შესახებ, რამდენად ეფექტურია მათი გამოყენება სახის კანისთვის? რა დადებითი თვისებები გააჩნიათ და ასევე, იქნებ დაგვისახელოთ მშრალი და ცხიმიანი კანისთვის როგორი კოსმეტიკური ყინული გამოვიყენოთ და როგორ წავისვათ სახეზე?

-ალბათ საუბარია სახლში, სხვადასხვა სასარგებლო ბალახეულისგან დამზადებუ ყინულებზე. როგორც წესი მისი გამოყენება, თუ არის უპრობლემო და ნაკლებად მგრძნობიარე კანი, შესაძლებელია. სასურველია ეს იყოს გამოყენებული მასაჟის ხაზების მიხედვით. ესაა შუბლის ზონაში შუა ხაზიდან მარცხნივ და მარჯვნივ, თვალების გარშემო გარედან შიგნითა კუთხისკენ, ასევე ცხვირის, ტუჩის და ნიკაპის კუთხიდან ზედა მიმართულებით მოძრაობების გაკეთება. ამას მოყვება კანის გამკვრივების ეფექტი, რომელიც საკმაოდ მოკლე ვადიანია, თუმცა კანი უფრო ჯანსაღად განოიყურება.

ნათია:

მშრალი კანის გამო, ზაფხულში სულ აჭრელებული მაქვს სახე, რას მირჩევთ, რომ სახეზე ერთიანი ფერი შევინარჩუნო და სახის კანი ლამაზად გამოიყურებოდეს?

-ზაფხულის პერიოდში ვერ ვიტყვი, რომ მშრალი კანი უფრო პრობლემურია. ასეთი ტიპის კანი უფრო პრობლემური და სტრესული ზამთრის პერიოდშია. ზაფხულში და გაზაფხულზე უფრო პრობლემურია კუპეროზული კანი, სადაც სისხლძარღვები უფრო გამოხატულია და შესაბამისად სისხლის მიდინება ძლიერდება სეზონის გამო, გამოხატული სისხლძარღვები კი იქვევს სახის აჭრელებას. პირველ რიგში ამ დროს აუცილებელია მზის დამცავი და ღამის დამამშვიდებელი კრემები.

გიორგი:

რამდენად ხშირად მოგმართავენ სახის გაწმენდის მიზნით, რამდენჯერ არის რეკომენდირებული და მოგმართავენ თუ არა ამ პროცედურისთვის მამაკაცები.

-ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა მამაკაცების ვიზიტი კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში. შავი კომედონები, რომელსაც ჩვენ ფერისმჭამელებს ვეძახით, ძალიან აწუხებთ მამაკაცებს და განსაკუთრებით თ ზონაში. ესაა შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის უბანი. შესაბამისად ხშირად გვიწევს ასეთი ტიპის მომსახურების გაწევა.

გიორგი:

მაინტერესებს რა უპირატესობა აქვს ბიორევიტალიზაციას და როგორია მისი ფუნქცია გაახალგაზრდავების პროცესში?

-ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცედურას გაახალგაზრდავების პროცესში. ბიორევიტალიზაციის პროცედურა არის ყველაზე უსაფრთხო და დახვეწილი ინექციური მეთოდი. ამ პროცედურის დროს კანის შუა შრეში ანუ დერმაში შეგვყავს ჰეარულონი მჟავა. ესაა კანის ბუნებრივი შემადგენელი უჯრედი, რომელიც ასაკთან ერთად მცირდება მისი რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში, კი კანის ტონუსი მომატებულია, კარგავს ელასტიურობას და სიმკვრივეს, იცვლება ფერი. როდესაც გარედან შეგვყავს ჰეარულონის მჟავა, ხდება ასეთი რამ: ივსება არა მარტო ნაოჭები, მკვრივდება კანი, იბრუნეს ელასტიურობას და მასკულარიზაციას, არამედ ხდება ჩვენი საკუთარი უჯრედების, ანუ ფიბრობლასტების გააქტიურება. ამის ხარჯზე , კი ხდება კანის კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კანის გაახალგაზრდავებისა და შენარჩუნებისთვის.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას