მიუსაფარი ბავშვების არსებობა მთელი მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა.
სწორედ ამ ბავშვების დახმარების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ შეიმუშავა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 530 000 ლარია.
ამ ქვეპროგრამის ამოცანა მიუსაფარ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და
ინტეგრაციაა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფში 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები შედიან. მასში გათვალისწინებულია მრავალი ასპექტი: ბავშვის სამოსით და პირადი ჰიგიენის საგნებით უზრუნველყოფა, კვება, ფსიქოლოგიური მომსახურება და ა.შ... ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მისსავე ინტერესებს... განაგრძეთ კითხვა